კონსტიტუციაში ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარებისა და დეცენტრალიზაციის საკითხი განმტკიცდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გრიგოლ ლილუაშვილმა კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე საუბრისას განაცხადა.
”კონსტიტუციაში განმტკიცდა ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარებისა და დეცენტრალიზაციის საკითხი. ახალ რედაქციაში გაჩნდა ჩანაწერი ადგილობრივი თვითმმართველობისათვის გადაცემული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სუფსიდირებისა და შესაბამისი ფინანსებით უზრუნველყოფის შესახებ”, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
წყარო: ინტერპრესნიუსი