გიგა გიგაშვილი: ვაკის პარკში შინაური ცხოველებისთვის გასართობი სივრცე მოეწყობა

358

ზონირება არის ვაკის პარკის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი. პარკს ჰყავს თითქმის ყველა ასაკისა და ყველა ინტერესის მქონე დამსვენებელი, პარკი ყველა მათ მოთხოვნას უნდა პასუხობდეს, – ამის შესახებ გადაცემა „დედაქალაქში“ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიგა გიგაშვილმა ვაკის პარკის რეაბილიტაციაზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ პარკში იარსებებს ე.წ. წყნარი ზონები, სადაც ადამიანებს შეეძლებათ ლამაზ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში დასხდნენ და დაისვენონ. გვექნება აქტიური ზონები სადაც განთავსდება სათამაშო მოედნები, ატრაქციონები, რომლისთვისაც სპეციალურად მოეწყობა მოედანი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი იქნება ქალაქში. ასევე, თანამედროვე, უახლესი სისტემებით, მოეწყობა სავარჯიშო და სატრენაჟორო სივრცე. პარკის დაარსების დღიდან დღემდე, იქ ძალიან ბევრი ადამიანია სპორტული აქტივობით დაკავებული. აღდგება სამაგიდო თამაშები, ორი ვიზუალურად ლამაზი ფანჩატური სხვადასხვა თამაშებისთვის. ფაქტობრივად, პარკი ყველა ადამიანის მოთხოვნას დააკმაყოფილებს. სიახლე იქნება სივრცე შინაური ცხოველებისთვის. ამისთვის ჩვენ შევარჩიეთ წყნარი ტერიტორია, რომ არ ყოფილიყო შემაწუხებელი სხვა დამსვენებლებისთვის. შინაური ცხოველებისთვის იქ იქნება სათამაშოები გასართობები და ა.შ. სრულად განახლდება კალათბურთის მოედანიც. იქნება ბევრი აქტიური და ბევრი პასიური ზონა, სადაც ადამიანები შეძლებენ პიკნიკების მოწყობას, დასვენებას და ა.შ.“, – განცხადა გიგა გიგაშვილმა.