ლიტერატურული კონკურსის “მაჩაბელი” დასკვნითი საღამო გაიმართა გორის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში. ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები დააჯილდოვეს.
ერთ-ერთ გამარჯვებულს გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა 500 ლარიანი ვაუჩერი გადასცა. აღნიშნული თანხით გორის მერია გამარჯვებულს წიგნს დაუბეჭდავს.
კონკურსი “მაჩაბელი” გასულ წელს დაფუძნდა. ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიება ტრადიციული გახდება და ყოველ წელს გაიმართება.