თურნავა: 109 ობიექტის გაყიდვა პირველივე 2 კვირაში, ძალიან კარგი შედეგია

343

109 ობიექტის გაყიდვა პირველივე 2 კვირაში, ძალიან კარგი შედეგია, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით,მთელი რიგი აუქციონების შემდეგ რიყის დოქები გაუსხვისებელი რჩება.

„109 ობიექტი გაიყიდა პირველივე აუქციონზე და ისეთი ძლიერი ინტერესი იყო, რომ კონკურენციის შედეგად ჯამში 41 მილიონის საწყისი ღირებულების პაკეტი ავიდა 60 მილიონზე. ეს იმას ნიშნავს, რომ თითო ობიექტზე, უმეტეს შემთხვევაში იყო ერთზე მეტი დაინტერესებული პირი. 109 ობიექტის გაყიდვა პირველივე 2 კვირაში, ძალიან კარგი შედეგია, თუმცა გვაქვს გარკვეული ობიექტები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს არის აშენებული და არარეალურად მაღალი თანხებია დახარჯული ამ ობიექტების შექმნაში. ჩვენ ჩვენი კანონმდებლობით ვალდებულები ვართ, რომ საწყისი ღირებულება დავიწყოთ იმ საბალანსო ღირებულებიდან, რაც თავის დროზე ეს დაჯდა. ეს ხალხის ფული იყო, ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯი. ჩვენ ყველანი ერთად ვხედავთ, მთელი რიგი აუქციონების შემდეგაც იგივე რიყის დოქები გაუსხვისებელი რჩება, იმიტომ, რომ იმთავითვე ჩანს, ის თანხები თავის დროზე საბაზრო მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა. თუ დავინახავთ, რომ თანხა არარეალურია გადავხედავთ ამ თანხებს. აუცილებლად მოხდება ფუნქციის მონახვა და სწორი საბაზრო ღირებულების პოვნა“ – განაცხადა ნათია თურნავამ.