თურნავა: აუცილებლად მოხდება რიყის დოქების ფუნქციის მონახვა და სწორი საბაზრო ღირებულების პოვნა

291

მთელი რიგი აუქციონების შემდეგად რიყის დოქები გაუსხვისებელი რჩება, რადგან თავის დროზე გაბერილი თანხები, საბაზრო მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, რიყის დოქების ფუნქციის მონახვა და სწორი საბაზრო ღირებულების პოვნა აუცილებლად მოხდება.

„109 ობიექტის გაყიდვა პირველივე ორ კვირაში ძალიან კარგი შედეგია! თუმცა გვაქვს ჩვენ გარკვეული ობიექტები, რომელიც წინა ხელისუფლების დროსაა აშენებული და არარეალურად მაღალი, გაბერილი თანხებია დახარჯული. ჩვენ ყველანი ერთად ვხედავთ, მთელი რიგი აუქციონების შემდეგაც იმავე რიყის დოქები გაუსხვისებელი რჩება, იმიტომ, რომ იმთავითვე ჩანს, ის თანხები თავის დროზე საბაზრო მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა. თუ დავინახავთ, რომ თანხა არარეალურია გადავხედავთ ამ თანხებს. აუცილებლად მოხდება ფუნქციის მონახვა და სწორი საბაზრო ღირებულების პოვნა“, – განაცხადა თურნავამ.