გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი ბათუმის N2 საჯარო სკოლის შენობის პირველი ეტაპის სარეაბილიტაციო და აღდგენითი სამუშაოების შესყიდვაზე.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, განხორციელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ორსართულიანი შენობის სახურავის და ფასადის რეაბილიტაცია.
პროექტირების პროცესში ჩატარდა შესაბამისი კვლევა და ლაბორატორიული ანალიზი თავდაპირველი (ავთენტური) ფასადის ფერებისა და გამოყენებული მასალის სახეობის დასადგენად. შესწავლილი იქნა არქიტექტურული ელემენტების ფიზიკური მდგომარეობა, მოძიებული იქნა საარქივო მასალები შენობის თავდაპირველი იერსახის დასადგენად.
პროექტი შეთანხმებულია სსიპ – კულტურული მეკვიდრეობის სააგენტოს მიერ.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 549 321 ლარია.