ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით ახალი პროექტი დაიწყო

436

“ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დაბინძურება მნიშვნელოვანი გამოწვევაა როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ინსტრუმენტი ჰაერის დაბინძურების მუდმივი მონიტორინგის და დამაბინძურებელი ნივთიერებების ანალიზის წარმოებაა”,- ამის შესახებ ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ინფორმაციას ტვ4 ავრცელებს. 

სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საერთაშორისო მხარდაჭერით, ახალი პროექტის „ქვეყანაში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით მონაცემთა დამუშავებისა და მოდელირების შესაძლებლობების გაძლიერება – ფაზა II“ განხორციელება დაიწყო.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება, რაც უზრუნველყოფს ჰაერის მონიტორინგის ავტომატური სადგურებიდან მიღებული მონაცემების სრულყოფილ გაანალიზებას.

ჰაერის დაბინძურების დონის პროგნოზირების, მონაცემების ვერიფიკაციის და ვალიდაციის მექანიზმის ამოქმედებისთვის, სააგენტოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მოდელირების სისტემა ახალი პროექტის ფარგლებში დაინერგება.

“ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დაბინძურება მნიშვნელოვანი გამოწვევაა როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ინსტრუმენტი ჰაერის დაბინძურების მუდმივი მონიტორინგის და დამაბინძურებელი ნივთიერებების ანალიზის წარმოებაა. ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, საქართველომ უნდა შექმნას ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის კარგად განვითარებული სისტემა და შეიმუშაოს ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესაფერისი პოლიტიკა.”-ნათქვამია ინფორმაციაში.

პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.