გორში, კომბინატის დასახლებაში მდებარე დევნილების საერთო საცხოვრებელში სველი წერტილების რეაბილიტაცია ჩატარდა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
ხახუტაშვილის ქუჩაზე, ყოფილი ფაბრიკის შენობაში, 10 დევნილი ოჯახი 1991 წლიდან ცხოვრობს. სამუშაოები ცენტრი “აფხაზეთისა” და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით შესრულდა. კერძოდ კი საერთო მოხმარების სველი წერტილების რეაბილიტაცია განხორციელდა.
“მოსახლეობა საერთო მოხმარების სველი წერტილით სარგებლობდა, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში გახლდათ, ფაქტობრივად, ანტისანიტარია გვქონდა. პროექტის ფარგლებში შესაძლებელი გახდა ყველა საჭირო სამუშაოს ჩატარება და სივრცის მოწესრიგება. გამოვცვალეთ ონკანები, გავაკეთეთ აბანო და საპირფარეშო, ყველაფერი გავაკეთეთეთ, რომ პირობები კარგი ყოფილიყო“,- ამბობს ცხინვალიდან დევნილი გელა ჯაბახიძე.
ინფორმაციისთვის, სამუშაოებში თავად დევნილები იყვნენ აქტიურად ჩართულნი. საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა “აფხაზეთმა“ გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით პროექტი “დევნილთა უფლებების დაცვა და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება კონფლიქტით დაზარალებული ქალებისათვის ჩOVID-19 კრიზისის დროს საქართველოში“ იანვარში დაიწყო. პროექტის მიზანია, დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში ჰიგიენური და სანიტარული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სასწავლო სივრცეების შექმნა, რომლებსაც გადამზადებული დევნილი ქალები გაუძღვებიან.