გურჯაანიის მუნიციპალიტეტის 37-ვე საბავშვო ბაგა-ბაღში აღსაზრდელებს საკვებს ელექტროქურებზე მოუმზადებენ. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანებაში ამბობენ, რომ ეტაპობრივად ასრულებენ “სოკარგაზის” რეგულაციებს, შესაბამისად ეს გადაწყვეტილებაც უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღეს. გაერთიანებამ 42 ელექტროქურა შეიძინა, რომელზეც 150 780 ლარი დახარჯა.