თალაკვაძე: მზადყოფნას გამოვხატავთ, რომ კარს მომდგარ თვითმმართველობის არჩევნებში ავამოქმედოთ მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი

482

გამოვხატავთ მზადყოფნას, რომ კარს მომდგარ თვითმმართველობის არჩევნებშიც ავამოქმედოთ მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ამ ტესტს უპრობლემოდ ჩააბარებს და ამით ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილსაც გაუადვილებს გადაწყვეტილების მიღებას.

„გამოვხატავთ მზადყოფნას, რომ კარს მომდგარ თვითმმართველობის არჩევნებშიც ავამოქმედოთ მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი. ვხედავთ, რა მდგომარეობაშია ოპოზიცია, როგორ ცდილობს მისი რადიკალური ნაწილი დესტაბილიზაციას, ხოლო გონიერი ნაწილი ეძებს გამოსავალს, რომ მიიღოს გადაწყვეტილება ისე, რომ სახის შენარჩუნებაც მოახერხოს. „ქართული ოცნება“ ამ ტესტსაც უპრობლემოდ ჩააბარებს და ამით ოპოზიციის კონსტრქუქციულ ნაწილსაც გავუადვილებთ გადაწყვეტილების მიღებას. ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს კავშირში არ გახლავთ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან და კეთდება იმისთვის, რომ ჩვენს საზოგადოებას და პარტნიორებს კიდევ ერთხელ დავანახოთ თუ როგორია „ქართული ოცნების“ მიდგომა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების მიმართ და თუ როგორი კონსტუქციული და ჯანსაღი დამოკიდებულება გვქონდა ჩვენ შემოთავაზებულ პირობებთან მიმართებაში“, – განაცხადა თალაკვაძემ.