ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გარბანის შიდა საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერი გამოცხადდა.
სოფელ გარბანის გზის სარეაბილიტაციოდ სატენდერო წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 8 მაისს იწყება და 13 მაისს სრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება – 1 999 833 ლარს შეადგენს.
ასევე, 455 240 ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გერგეტის უბანში ხევისბერის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებზეც.
სატენდერო წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 9 მაისს იწყება და 14 მაისს სრულდება.
ტენდერის მიხედვით, პროექტით გათვალისწინებულია სანიაღვრე არხისა და ნაკადმიმმართველი ბორდიურების მოწყობა, საავტომობილო გზის მოასფალტება, ასევე საყრდენი კედლების მოწყობა არსებული მიწის ვაკისის მდგაროდბის უზრუნველსაყოფად.