ნაძალადევის რაიონში, ზედამზის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა. შესრულებული სამუშაოები თბილისის მერის მოადგილემ, გიგა ნიკოლეიშვილმა ნაძალადევის რაიონის გამგებელთან, ირაკლი ხელაძესთან ერთად დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში, ქუჩაზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი და 3000-მდე კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა – გზის სავალ ნაწილზე დაიგო ორი ფენა ასფალტის საფარი, მოეწყო ბორდიურები და ტროტუარები.
ზედამზის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 157 000 ლარი გამოიყო. ასევე, გამგეობის დაფინანსებით, გასულ წელს კაპიტალურად შეკეთდა ზედამზის პირველი შესახვევი.
ნაძალადევის რაიონში მიმდინარე წელს 10 ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა, 40-მდე მისამართზე კი სხვადასხვა ტიპის საგზაო სამუშაოები განხორციელდა.