ლევან მგელაძეს დიაკვნად აკურთხებენ – ოზურგეთის საკრებულოს წევრი სასულიერო პირი ხდება

506

„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, კვირას, 18 აპრილს, ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელ წევრს, ლევან მგელაძეს ოზურგეთის საკათედრო ტაძარში დიაკვნად აკურთხებენ.

იმის გასარკვევად, თუ რამ გადააწყვეტინა საკრებულოს წევრს დიაკვნობა “გურია ნიუსი” ლევან მგელაძეს დაუკავშირდა, თუმცა, მისი თქმით, ის ჯერ აღნიშნულ ფაქტს ვერ დაადასტურებს.

“ჯერ ვერ დაგიდასტურებთ. თუ ასე მოხდება, გაიგებთ”, – თქვა მგელაძემ.

ცნობისთვის, ლევან მგელაძე ოზურგეთის საკრებულოს ორი მოწვევის დეპუტატი იყო. ადრე ქალაქის, ახლა კი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრია. მანამდე ის სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.