გერმანელი ინჟინერ-გეოლოგი: ვაშლიჯვრის მეწყერის შესაჩერებლად ჩატარებულმა სამუშაომ შედეგი გამოიღო

481

წინა სტატია

მინდა გითხრათ, რომ ახლა გულზე მომეშვა, რადგან ჩვენ ეს მოვახერხეთ, ჩატარებულმა სამუშაომ შედეგი გამოიღო. როცა ჩვენ დავიწყეთ სამუშაოების ჩატარება, ორი დღის შემდეგ დაძრული ქანები შეჩერდა, ანუ ყველა ღონისძიებამ, რომელიც ჩატარდა, მოგვიტანა შედეგი, – ამის შესახებ გერმანელმა ინჟინერ-გეოლოგმა, პეტერ ნიუმანმა მაჭავარიანის ქუჩაზე არსებულ მეწყრულ ზონასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ახლა არ არის დრო კალკულაციების, გეგმების დასახვის. გადავწყვიტეთ სხვადასხვა ღონისძიების კომბინირება. „მეწყრული მასის ნაწილის მოხსნა. გარკვეული გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება, გაბურღვითი სამუშაოები, რომლებიც ასევე გამაგრებას უკავშირდება და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ნაპრალების ამოვსება. მე ამას ვახსენებ, რადგან დისკუსია იმ ეტაპზე, როდესაც ღონისძიებების გაკეთების დროა, უბრალოდ უადგილოა და ამის დრო არ არის. ეს ნაპრალები უნდა ამოივსოს, რათა მასში არ დაგროვდეს წყალი და არ გაგრძელდეს მისი ჩამოშლა. მინდა გითხრათ, რომ ახლა გულზე მომეშვა, რადგან ჩვენ ეს მოვახერხეთ, ჩატარებულმა სამუშაომ შედეგი გამოიღო. როცა ჩვენ დავიწყეთ სამუშაოების ჩატარება, ორი დღის შემდეგ დაძრული ქანები შეჩერდა, ანუ ყველა ღონისძიებამ, რომელიც ჩატარდა, მოგვიტანა შედეგი.

ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვერ განვსაზღვრავთ, რა შეიძლება მოხდეს. ეს დამოკიდებულია წვიმაზე, ან ამინდის ცვლილებაზე. ეს ნიშნავს, რომ ორი სახის ღონისძიება უნდა ჩატარდეს: მუდმივი მონიტორინგი იმისა, რომ მოსახლეობა არის უსაფრთხოდ და ასევე უსაფრთხოდ არის წყლის მილსადენები. ეს დროებითი სტაბილიზაცია უნდა გადავიტანოთ გრძელვადიან სტაბილიზაციაში და სწორედ ამ სამუშაოს ვასრულებთ ახლა. ჩვენ ვართ იმ ეტაპზე, როდესაც ვაჯამებთ სხვადასხვა შედეგებს, გვაქვს დისკუსია, გეგმებს ვადგენთ თუ რა უნდა გაკეთდეს“, – განაცხადა პეტერ ნიუმანმა.

გასული წლების განმავლობაში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყრული პროცესები გააქტიურდა. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, 16 მარტიდან ამ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა.