ერთობა ახალი საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე გლდანში მცხოვრებლებს შეხვდა და მათ საარჩევნო პროგრამა გააცნო. გიორგი ვაშაძემ მოსახლეობას გლდანში მაჟორიტარობის კანდიდატი ნანა დოხვაძე წარუდგინა. მისი განმატებით, ის გლდანი-ნაძალადევის უბნის და მთლიანად თბილისის ინტერესებს დაიცავს საკრებულოში.
“ძალიან მნიშვნელოვანია, შევარჩიოთ კანდიდატები მათი გამოცდილების, პროფესიონალიზმისა და გეგმების მიხედვით. მთავარი გამოწვევა, ეს არის უმუშევრობა, სოციალური სიდუხჭირე. ჩვენ გვაქვს პროექტები, რომელიც თბილისს მოუტანს ახალ შესაძლებლობას“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
წყარო: 1tv.ge
ფოტო: 1tv.ge