გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, მაია ბითაძე, რომელმაც დღეს თანამდებობა დატოვა, კახა კალაძის გამარჯვების შემთხვევაში, ვიცე-მერის პოსტს დაიკავებს. ამის შესახებ droa.ge-ს აცნობეს.
დღეს კახა კალაძემ ეკოლოგიური პოლიტიკის პრეზენტაციაზე მაია ბითაძე, როგორც თავისი გუნდის წევრი, უკვე წარადგინა.
“ქართულ ოცნებაში” ბითაძის გადადგომას ადასტურებენ, თუმცა, აცხადებენ, რომ არ ფლობენ ინფორმაციას, კალაძის გამარჯვების შემთხვევაში, მერიაში კონკრეტულად რა თანამდებობაზე მოიაზრება ის.
ბითაძე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილედ 2014 წლიდან მუშაობდა.