ვარკეთილში კორპუსების ეზოების მოასფალტება მიმდინარეობს
“ვარკეთილის პირველი მიკრორაიონის №13 და №14 კორპუსების შიდა ეზოების მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს. საგზაო ინფრასტრუქტურის ფარგლებში, დაგეგმილია დაახლოებით, 1 700 მეტრის მოცულობის ფართობის კეთილმოწყობა, რისთვისაც სამგორის რაიონის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 52 000 ლარია გამოყოფილი”, – ამბობენ გამგეობაში
სამუშაოებს შპს „არსაკიძე-2000” ახორციელებს.
ასევე, შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს მესამე მასივშიც.
“ასფალტის საფარი, ამჯერად, მესამე მასივის მე-9 კვარტალში, №3 ა, №8 და №9 კორპუსების ეზოებში ეწყობა. პროექტის ფარგლებში, ასფალტი 5 000 კვადრატული მეტრის მოცულობის ფართობზე დაიგება, ასევე, ტროტუარები და ბორდიურები მოეწყობა, რისთვისაც სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 220 000 ლარი გამოიყო. სამუშაოებს შპს „არსაკიძე-2000” ახორციელებს’, – განმარტავენ გამგეობაში.