თბილისში ნინოშვილის ქუჩაზე ავარიულ სახლს ამაგრებენ

745

ჩუღურეთის რაიონში „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ნინოშვილის ქ. N27-29-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს.

გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, შენობის საძირკველი გამაგრდება, კედლები მოეწყობა, ლითონის ელემენტებით ფანჯრები და კარის ღიობები მოჩარჩოვდება, არმატურის ჯავშანში დაზიანებული ელემენტები ჩაისმება, ბზარები დამუშავდება და სპეციალური მასალით შეივსება. ასევე, სეისმური სარტყელი მოეწყობა”, – აცხადებენ გემგეობაში.

სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 63 000 ლარია.