თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის თქმით კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებულ შეზღუდვებს რეგიონებში უფრო ნაკლებად იცავენ, ვიდრე დედაქალაქში.
თენგიზ ცერცვაძის განცხადებით მთავარია მოსახლეობა დაუბრუნდეს იმ მდგომარეობას, რაც დაახლოებით, 2 თვის წინ იყო, როცა პირბადის ტარების მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იყო.
ქართველი კაცი ვერასდროს ამბობდა უარს ხალხმრავალ შეკრებებზე, მათ შორის სამეგობროს შეკრებებზე, ქორწილზე, ქელეხზე, მაგრამ მათი რაოდენობა იყო მინიმალური, თუ ერთი-ორი შეკრება იქნებოდა, ის ცნობილი ყველასთვის ხდებოდა. ახლა სამწუხაროდ, პირბადეების გამოყენება ჩამოვიდა 40%-ზე, სოციალურ დისტანცირებას აღარ ვიცავთ და ხალხმრავალი შეკრებები გამრავლდა, განსაკუთრებით რეგიონებში. თბილისი შედარებით იცავს, მაგრამ რეგიონებში არის მოშვებული” – განუცხადა ცერცვაძემ ჟურნალისტებს და აქვე აღნიშნა, რომ საზოგადოებამ კიდევ 1-2 თვე უნდა მოითმინოს
,,ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი წვლილი, რომ ვუთხრათ ხალხს, კიდევ მოითმინონ ერთი-ორი თვე, სადაც ნოემბერ-დეკემბრის პიკს გავუძელით, რამაც მოსახლეობის 68% NDI-ის და 60%-IRI-ის გამოკითხვით ათქმევინა, რომ ხელისუფლება კარგად მართავს პანდემიას. ეს ადვილი სათქმელი არ იყო, იმ მოსახლეობისგან, რომელიც უამრავ შეჭირვებულ მდგომარეობას განიცდის, სადაც ბიზნესი ღია ჯერ კიდევ არ არის, სადაც მთელი რიგი შეზღუდვები არსებობს. ეს არის ხალხის პასუხი მოსახლეობის იმ მცირე ნაწილზე, რომელათაც არ უნდათ პირბადის ტარება, არ სწამთ ვაქცინაციის და არ უნდათ მასობრივ შეკრებებზე უარის თქმა“, – განაცხადა ცერცვაძემ.