პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, გასაყიდად 10 სახელმწიფო საწარმოა გამოტანილი

368

„100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” პროგრამის ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო საკუთრების მართვის სააგენტომ გასაყიდად 10 სახელმწიფო საწარმო გამოიტანა.

მათ შორისაა: შპს “ზუგდიდის ფარმაცია” (ს/ნ 219984596) 100% წილი; შპს ,,თბილისის N1 სტომატოლოგიური პოლიკლინიკა” (ს/ნ 204379074) 100% წილი; შპს ,,დეზინფექციის, დეზინსექციის დერატიზაციისა და სტერილიზაციის სპეციალიზირებული ეპიდზედამხედველობის ცენტრი” (ს/ნ: 211327410) 100% წილი; სს „ცეკავშირის ზუგდიდის სასურსათო კომბინატის“ (ს/კ 219983908) 27 246 აქცია, კომპანიის კაპიტალის 51 % წილი; შპს “საზღვაო ტექსერვისი” (ს/კ 245431206) 100% წილი; სს ,,ხაშურის მინის ტარა” (ს/ნ: 243855734) 633 211 აქცია, კომპანიის კაპიტალის 23,0935% წილი; შპს „დემეტრე 96“-ის (ს/ნ 205221614)100 % წილი; შპს ,,ჭიათურის ავტოსადგური’’ (ს/კ 215592446) 49% წილი; შპს „თერმული წყლები“ (ს/კ 404419214)100 % წილი; შპს უნიონი (ს/კ 225379587)20 % წილი.

ცნობისთვის, პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით გაფართოვდა და საინვესტიციოდ მიმზიდველი უძრავი ქონების ნუსხა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

გასაყიდი ობიექტების რუკას დაემატება სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული სხვადასხვა ტიპის საწარმო, მაგისტრალურ გზებზე გასაჩერებელი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გამოყოფილი ლოკაციები, ტურისტული, სამრეწველო, სოფლის მეურნეობისა და ლოგისტიკური მიზნებისათვის საჭირო ობიექტები. ჯამში, სახელმწიფო ბიზნესსექტორს 400 მილიონ ლარზე ღირებულების სახელმწიფო ქონებას სთავაზობს.