ჩუღურეთის რაიონში ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს

703

ჩუღურეთის რაიონში „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ჯავახიშვილის ქ. N75-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს.

გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, შენობის საძირკველი გამაგრდება, კედლები მოეწყობა, ლითონის ელემენტებით ფანჯრები და კარის ღიობები მოჩარჩოვდება, არმატურის ჯავშანში დაზიანებული ელემენტები ჩაისმება, ბზარები დამუშავდება და სპეციალური მასალით შეივსება. ასევე, მოეწყობა სეისმური სარტყელი.

სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 175,000 ლარია.