იგეგმება თუ არა 15 აპრილიდან შეზღუდვების გამკაცრება დიდ ქალაქებში – მინისტრის განმარტება 

570

დაწესდება თუ არა 15 აპრილიდან მკაცრი რეგულაციები საქართველოს დიდ ქალაქებში, სადაც კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატა, კითხვას ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა უპასუხა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით. საკოორდინაციო საბჭოს ამ ეტაპზე არ უმსჯელია ახალი შეზღუდვების შემოღებაზე.

მინისტრი ამბობს, რომ ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს ეპიდკვლევები. ამიტომ, იმედი აქვთ, რომ შეძლებენ შეზღუდვების გარეშე დაძლიონ ის მომატებული ინფექციის რაოდენობა და გააკონტროლონ, რაც დღეს ქვეყანაში შეიმჩნევა.

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით თუ ამოქმედდება შეზღდვები და რა სახის, ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა:

“დღეს ცოტა ადრეა საუბარი იმაზე, თუ რა იქნება სააღდგომოდ. ჩვენი მხრიდან მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, მაგრამ ინფექციის ზრდა ფიქსირდება და ალბათ ერთი კვირით ადრე აღდგომის პერიოდამდე, გვექნება მეტად უფრო ზუსტი ინფორმაცია, თუ რა იქნება გეგმა დღესასწაულებთან მიმართებაში”, – თქვა ტიკარაძემ.

ზუგდიდის, ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების 4 სოფელში პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოეწყო.

ქვეყნის მასშტაბით იმატებს კორონავირუსის შემთხვევები. ეპიდემიოლოგების თქმით, იგეგმება მხოლოდ წერტილოვანი შეზღუდვები.