ერთი დამოუკიდებელი და ოთხი პარტიული: ასპინძაში მერობა 5 კანდიდატს სურს

550

ასპინძის საოლქო–საარჩევნო კომისიაში მერობის მსურველი ხუთი კანდიდატი დარეგისტრირდა, მათგან ერთი, ასპინძის მოქმედი გამგებელი ლევან ცაბაძეა, რომელიც ამ არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მონაწილეობს.

ასპინძის მერობის კანდიდატები არიან:

ლევან ცაბაძე – საინიციატივო ჯგუფი;
ტარიელ ლონდარიძე – საარჩევო ბლოკი „ბაქრაძე უგულავა– ევროპული საქართველო“;
გალუსტ მკრტჩიან – „გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველო“;
როსტომ მაგრაქველიძე – „ქართული ოცნება– დემოკრატიული საქართველო“;
მალხაზ მოსიძე – საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;

საოლქოებს დოკუმენტაციის გადასამოწმებლად, ორი დღის ვადა აქვთ, თუ ვინმეს დოკუმენტაციაში ხარვეზი აქვს და ვერ გამოასწორებს, იგი შეიძლება საარჩევნო პროცესებს გამოეთიშოს, შესაბამისად, საბოლოო მონაცემები, ვინ ჩაერთვება ახალქალაქის მერობისთვის საარჩევნო ბრძოლაში, უკვე ორშაბათს იქნება ცნობილი.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე