“გიორგი ვაშაძე-ერთობა ახალმა საქართველომ” დღეს, საკრებულოს სიის პირველი ნომერი გამოავლინა

888

არჩევანი ხმათა უმრავლესობით  ნანა ტოხვაძის სასარგებლოდ გააკეთდა. პრაიმერის საშუალებით ასევე განისაზღვრა საკრებულოს პროპორციული სიის რიგითობა. კანიდატებს გამარჯვება “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მიულოცა:

“ვფიქრობ რომ ძალიან მაგარი პრეცედენტი შედგა. სიის პრაიმერი არის ქართულ არჩევნებში პირველი შემთხვევა, ამიტომ ჩვენ ყველამ ერთად გავიმარჯვეთ. ღირსეული კანდიდატები გვყავს. თანმიმდევრობა ნაცვლად კულუარებისა პრაიმერის მეშვეობით გადაწყდა. ვფიქრობ, რომ პროცესი აბსოლიტურად ობქტური იყო  და ვულოცავ თითოეულ მონაწილეს ამ შედეგებს.”-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

“ერთობა ახალი საქართველო” კანდიდატთა სიას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს შეიტანს.

წყარო: ipress

ფოტო: ipress