გორში, ლომჭაბუკის სახელობის სკვერის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე საავტომობილო გზის ნაწილზე მანქანების გაჩერება აიკრძალება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
“სატვირთო ავტოტრანსპორტის მძღოლები თვითნებურად ახდენენ სატრანსპორტო საშუალებების პარკირებას, რაც გურამიშვილის ქუჩისა და 26 მაისის სახელობის სანაპიროს კვეთასთან არსებულ წრიულ მოძრაობას ხელს უშლის” , – ვკითხულობთ შესაბამის დადგენილებაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ტერიტორიაზე დამონტაჟდება ამკრძალავი საგზაო ნიშანი „გაჩერება აკრძალულია“ დამატებითი ინფორმაციის ნიშნით „მოქმედების მიმართულება“.