თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩასთან გააქტიურებული მეწყრული პროცესი წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, გზის მიმდინარე სამუშაოებთან კავშირში არაა მისი გამომწვევი მიზეზი უცნობია.
მანვე აღნიშნა, რომ ამ საკითხის შესასწავლად მერიამ გერმანელი სპეციალისტები მოიწვია.
“გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია. ეს არ არის დღეს და გუშინ დაწყებული. ეს არის წლების განმავლობაში მიმდინარე პროცესი. როგორც კი შევატყვეთ, რომ საფრთხე იყო, პრევენციული ღონისძიებები გავატარეთ. მაჭავარიანის ქუჩა გადაიკეტა ორმხრივად, მიმდინარეობს პროექტირება…
გზის სამუშაოებთან არ არის კავშირში. მეწყრული პროცესია მაჭავარიანის ქუჩის ზედა ფერდზე, ხოლო ახალი გზის სამუშაოები მიმდინარეობს ამ ქუჩის ქვემოთ. ერთადერთი, რა სამუშაოებიც ჩატარდა მაჭავარიანის ქუჩაზე, იყო წყლის და წყალარინების მილების შეცვლა”, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზასთან, სადაც მძიმე ტექნიკის გამოყენებით ამ წუთებშიც გრძელდება გზის დაგება, მეწყრული პროცესები დაიწყო.