ბაქო და თბილისი დაძმობილებული ქალაქები გახდებიან

1071

აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო და საქართველოს დედაქალაქი თბილისი დაძმობილებული ქალაქები გახდებიან. ინიციატივა საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ეკუთვნის. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. 

ბაქოსა და თბილისს შორის დაძმობილების ურთიერთობების დამყარების შესახებ მემორანდუმზე მუშაობა დასასრულს უახლოვდება.

თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ აღნიშნა, რომ მერია ძალიან დაინტერესებულია, რომ საქართველოს დედაქალაქმა მეგობრული და მოძმე სახელმწიფოს – აზერბაიჯანის – ცენტრალურ ქალაქთან – ბაქოსთან ურთიერთობების ხარისხობრივად ახალ დონეს მიაღწიოს.

აღსანიშნავია, რომ ბაქო და თბილისი 1997 წლიდან პარტნიორი ქალაქები არიან. აზერბაიჯანისა და საქართველოს ინდუსტრიული ქალაქები სუმგაითი და რუსთავი დაძმობილებული ქალაქები 1952 წელს გახდნენ.