17:00 საათის მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში, საოლქო საარჩევნო კომისიებში 5 საჩივარია შესული.
როგორც ცესკოს სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, აქედან 3 ზუგდიდის ოლქში დაფიქსირდა და ის პროცედურულ დარღვევებს ეხება.
„ეს გახლავთ რეგისტრაციის ფუნქციის არაჯეროვნად შესრულება, გადასატანი ყუთის თაობაზეა საჩივარი და ასევე წილისყრის პროცედურის დარღვევაზე. რაც შეეხება ბათუმში შესულია 1 საჩივარი ხმის მიცემის პროცედურის დარღვევაზე, ხოლო ისანში ასევე გახლავთ ერთი...
17:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 20.74 % შეადგინა.
რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი აქტივობა აჭარაშია, 30-ე ოლქში (ხელვაჩაური, ხულო, ქედა, შუახევი), სადაც 30 162 ამომრჩეველი მივიდა. ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა თბილისში, ნაძალადევის მე-7 ოლქში, სადაც ამომრჩევლის 16% გამოცხადდა.
ცესკოს სპიკერის მოვალეობის შემსრულებლის განცახდებით, 2016 წელს ჩატარებული არჩევნების მეორე ტურში, 17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 30.99% იყო.
მიუხედავად პროვოკაციის მცდელობებისა, არჩევნები ძალიან მშვიდ, თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობს და დარწმუნებულები ვართ, დღევანდელი დღე ბოლომდე ასე ჩაივლის“,-ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მამუკა მდინარაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ავალებენ თავიანთ ახალგაზრდულ ფრთას, რომ საღამოს, 20:00 საათზე ან ამის შემდეგ,საბჭოთა კავშირის ჰიმნით მიულოცონ გამარჯვება „ქართულ ოცნებას“.
„მოგეხსენებათ, დღეს დილიდან, საარჩევნო უბნები გახსნილია მთელი ქვეყნის მასშტაბით, იქ სადაც მეორე ტურები...
წინა სტატია
“ყველას გვაჩვენეს, სხვა ხალხი რომ მიდის იმათი სიცოცხლე ფეხებზე ჰკიდია სისტემას და ივანიშვილს უფრთხილდებიან და საჯაროდ უწმენდენ საარჩევნო ყუთს”,- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისი თქმით, „ეს ფაქტი არის კიდევ ერთი სამარცხვინო და მახინჯი გამოვლინება იმ კატასტროფული გზის, რა გზაზეც ჩვენი ქვეყანა დააყენა ივანიშვილმა”.
“ჩვენ ვნახეთ, როცა ის მივიდა ამ ვითომ არჩევნების პროცესზე ხმის მისაცემად, თუ...
პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ეკონომიკური ინიციატივები განხორციელდება
“პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პირობებში, როდესაც დასაქმებისა და შემოსავლის მიღების შესაძლებლობები მკვეთრად მცირდება, ადგილობრივი მეწარმეობის განვითარება და მხარდაჭერა გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგრადობის გასამყარებლად. კრიზისის დაძლევისა და ეკონომიკური აღდგენის მხარდაჭერის მიზნით, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ადგილობრივ მეწარმეებს საქართველოს ოთხ რეგიონში დაეხმარება”, - ამის შესახებ გაეროს განვითარების პროგრამის...
ბოიკოტი პირობითი ცნებაა, ოპოზიციის განცხადების მიუხედავად, რომ არ იღებენ მონაწილეობას მეორე ტურში, მეორე ტური მაინც შედგა. როგორც პირველ ტურში, ასევე მეორე ტურში მივეცი ხმა იმ პარტიას, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის წარმატებულ და მშვიდობიან განვითარებას, ჩვენი ბავშვების მომავალს და იმას, რომ საქართველოში ღირსება არასდროს აღარ შეილახება, – ამის შესახებ ისნის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, კახა კახიშვილმა განაცხადა.
ხელისუფლება უნდა იყოს ისეთი,...
15:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 352 456 ამომრჩეველი მივიდა, რაც 16,47%-ს შეადგენს. ცესკოს ინფორმაციით, რეგიონების მიხედვით, ყველაზე მაღალი აქტივობა კახეთშია - 21%, შიდა ქართლში ფიქსირდება - 20. 6%, მცხეთა-მთიანეთში - 19.7%, აჭარაში - 18.8%, სამეგრელო - ზემო სვანეთში -18.6%, ქვემო ქართლში - 17.6%, იმერეთში - 17.2%, თბილისში - 13,9%.
რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს - მთაწმინდაზე ამომრჩეველთა აქტივობამ - 14.1% შეადგინა, ვაკეში...
კალაძემ ჩვენს დამოძღვრას თავი დაანებოს, ქალაქის პრობლემებს მიხედოს. ესაა მისი ფუნქცია და ამისთვის აირჩიეს. ნუ გვასწავლის პარლამენტი რა არის, - ასე გამოეხმაურა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებას, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარების საფუძველი არ არსებობს.
ამასთან, როგორც ელისაშვილმა განაცხადა, ხელისუფლებისთვის გამოსავალი მხოლოდ ოპოზიციას აქვს შეთავაზებული და „ქართული ოცნების“ მხრიდან დუმილია.
„რაც შეეხება არჩევნებს, თუ დააკვირდებით, კალაძე ახსენებს, რომ ხელახალი არჩევნები...
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, მათი სურვილია არ მივიდეს ხალხი არჩევნებზე, ამიტომ, "ქართული ოცნების" წარმომადგენლების განცხადებები იმის შესახებ, რომ ოპოზიცია ფარულად ახდენს ამომრჩევლების მობილიზებას, არის ფარსი.
"ვინმეს თუ სჯერა, რომ შეიძლება ფარულად მიაღებინო შენს მომხრეებს არჩევნებში მონაწილეობა, აბა მაშინ კამპანია რა საჭიროა?! მთელი კამპანია მაგაზე არის ხოლმე, რომ მოვიდნენ და მხარი დაგიჭირონ. ჩვენი კამპანია ახლა არის, რომ პირიქით, არ...
მანამდე გაკეთებული განცხადებების შემდეგ, ქართულ ოცნებაში უკვე მეორე ბრიფინგი გამართეს იმის შესახებ, რომ ოპოზიცია არჩევნების მეორე ტურისთვის ხმების მობილიზებას ფარულად ახდენს. ამჯერად ამას მამუკა მდინარაძე ამტკიცებს და ამბობს, რომ "პრაქტიკულად ყველა უბანთან ფიქსირდებიან მათი წარმომადგენლებიც". ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, რომ ოპოზიცია ამომრჩევლის მობილიზების შესახებ განცხადებებს "აბსურდულს" უწოდებს, მდინარაძე პასუხობს, რომ ეს საღამოს გაირკვევა.
"საღამოს უკვე ჩვენ თამამად ვისაუბრებთ, ჩემი ეს...
ისნის ერთ-ერთი უბნიდან მოგვივიდა ინფორმაცია, რომ იგეგმება გარკვეული პროვოკაცია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პროპორციული სიის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ეჭვები პროვოკაციაზე ადამიანების საეჭვო გადაადგილების გამო გაჩნდა.
"იქ ატყობენ, რომ ცოტა არაბუნებრივი მოძრაობები ხდება, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, რომ იყვნენ განსაკუთრებით ფხიზლად, რაც ისანს შეეხება. კონკრეტიკა თავადაც არ აქვთ, რაღაც საეჭვო ფიქსირდება, ადამიანების საეჭვო...
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის არჩილ ჩიქოვანის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა, აჭარაში, საარჩევნო უბნებზე ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები შეინიშნებიან.
კითხვაზე, რა ფორმით შეინიშნებიან ეს პირები უბნებზე, კენჭისყრაში იღებენ თუ არა მონაწილეობას, ჩიქოვანი პასუხობს, რომ „ამის შესახებ,როგორც შუალედური, ისე შემაჯამებელი კომენტარები დამატებით გაკეთდება".
„ბათუმში, ისევე როგორც ხელვაჩაურსა და მთიან აჭარაში მიმდინარეობს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური. არჩევნები მშვიდ...
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) დამკვირვებლებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 1, ხმის რამდენჯერმე მიცემის 1 და დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის 2 ფაქტი დააფიქსირეს.
ორგანიზაცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს 17 მაჟორიტარულ ოლქში 35 მობილური ჯგუფის საშუალებით აკვირდება.
ორგანიზაციის დამკვირვებლების ინფორმაციით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა ძალიან დაბალი აქტივობაა, თუმცა ამ ფონზე საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე მმართველი პარტიის კოორდინატორების...
თელავში, საარჩევნო უბნებთან ქართული ოცნების აქტივისტები, სპეციალურ სიებში, არჩევნებზე მიმსვლელ მოქალქეებს აღრიცხავენ. აქტივისტები უბნებთან გაჩერებულ ავტომანქანებში სხედან და მედიასთან კონტაქტი არ სურთ.
რადიო “ჰერეთის” ინფორმაციით, ანალოგიური ვითარებაა, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო უბნებთან.
საარჩევნო უბნებთან დგანან, მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოს წარმომადგენლებიც. სამოქალაქო პლატფორმა 20/20- ის წარმომადგენელი, სულხან ბორძიკაშვილი ასეთ აღრიცხვას, ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენის მცდელობად აფასებს.
“ეს შესაძლოა, კანონით აკრძალული არ არის,...
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა მცდელობა მოსყიდვის და ე.წ. კარუსელის იმიტაცია შეექმნათ საარჩევნო უბნებთან.
როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ის პროვოკაციებს და გართულებებს არ ელოდება.
„ზოგადად, ისეთი ფონია შექმნილი, პროვოკაციებს და გართულებებს არ ველოდები. შემიძლია გაგიზიაროთ ერთი-ორი ინფორმაცია, რომელიც გუშინ, გვიან ღამით გახდა ჩვენთვის ცნობილი. ჟონავს ინფორმაციები განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბებიდან. საუბარია ზუგდიდზე და აჭარაზე, ერთგან იყო მცდელობა,...
მიდგომა, რომ „ქართული ოცნება“ მაინც იგებს, შეიძლება სწორი არ იყოს, საჭიროა მაქსიმალური მობილიზება, - ამის შესახებ საპარალამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, საღამოს გაირკვევა მართალია თუ არა ის, რომ ოპოზიცია ამომრჩევლის მობილიზებას ახდენს.
„ოპოზიციამ, სამწუხაროდ, ბევრ განცხადებას უწოდა აბსურდული, თუმცა შემდეგ მათი განცხადებების შემოწმება ხშირ შემთხვევაში ერთ დღეში გახდა შესაძლებელი. საღამოს უკვე თამამად ვისაუბრებთ. საღამოს გაირკვევა, მართალია...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!




































