"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, თუ ელჩების შუამავლობით ქართულ ოცნებასთან მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდება, ისინი პარლამენტში არ შევლენ და სიასაც გააუქმებენ. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა. "თუ მოლაპარაკებები დასრულდება უშედეგოდ, არავინ არ აპირებს და არც განიხილავს ამ პარლამენტში შესვლას. ამისთვის არსებობს შესაბამისი პროცედურები, რომლითაც ჩვენ არამხოლოდ უარს ვიტყვით, ყველა ის დეპუტატი, ვინც გასული ვართ პარლამენტში, არამედ სიის განულება ნიშნავს იმას, რომ...
ქუთაისში სტუდენტები ტრანსპორტზე შეღავათებს ითხოვენ. მათი თქმით, მერიამ უკვე შეიყვანა მუნიციპალური ტრანსპორტი და შესაძლებელია, სტუდენტებს შეღავათი დაუწესონ. სტუდენტები დღეს მერიასთან შეიკრიბნენ. მათ ხელისუფლებას ერთი წლის გაცემული დაპირება შეახსენეს და განაცხადეს, რომ მზად არიან აღნიშნული საკითხზე იმსჯელონ. მათი თქმით, სტუდენტებს დღეში რამდენჯერმე უწევთ ტრანსპორტით სარგებლობა და მსგავსად სხვა დიდი ქალაქებისა, აუცილებელია შეღავათი.
შიდა ქართლში ძევერა-შერთულის სარწყავ სისტემას აწესრიგებენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებს. დანალექი გრუნტისა და მცენარეული საფარისაგან მაგისტრალური არხის ერთ-ერთი წყალგამანაწილებლის 3 კილომეტრიანი მონაკვეთი იწმინდება. „ექსპლუატაციის პროგრამით გატარებული ღონისძიებების შედეგად, არხში წყლის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რის შემდეგაც სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმი 650 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის...
„ჩვენ გავიარეთ მეორე ტური, შევედით მეორე ტალღის პიკში და ველოდებით მოლაპარაკების მესამე რაუნდს“, - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. მისი შეფასებით, პოლიტიკურად პოლარიზებულ გარემოში არჩევნების მეორე ტური საზოგადოებამ მშვიდ გარემოში ჩაატარა და ქვეყნის მართვის სადავეები „ქართულ ოცნებას“ დაუტოვა, თუმცა ოპოზიციური სპექტრი უფრო მრავალფეროვანი გახადა. „ეპიდემიოლოგიურად ვითარება რთულია. ვიმყოფებით მეორე ტალღის, მაღალი გავრცელების ფაზაში, რაც პროგნოზირებადი იყო, მაგრამ...
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა საქართველოს მონიტორინგის საკითხებზე ტიტუს კორლატეანმა (რუმინეთი) და კლოდ კერნმა (საფრანგეთი) ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდეს პარლამენტში ადგილები დაიკავონ. ამასთან განცხადებაში ნათქვამია, რომ დარღვევებთან დაკავშირებით ბრალდებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ”ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ ჩატარებულ დასკვნებსა და შეფასებას, რომლის წევრიც იყო PACE. ამავდროულად, ჩვენ ასევე აღვნიშნეთ დარღვევების მნიშვნელოვანი რაოდენობა, მათ შორის მუდმივი ბრალდებები საარჩევნო გადაცდომის...
„ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის“ ერთ-ერთ ლიდერს, მარიამ ჯაშს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნული ინფორმაცია პარტიის პრესსამსახურში დაადასტურეს. მარიამ ჯაში სახლში მკურნალობს. „ამ ეტაპზე სტაბილურად არის, სახლში განაგრძნობს მკურნალობას და არანაირი გართულება არ აქვს“, - აცხადებენ პარტის პრესსამსახურში.
წინა სტატია არავის არ ეხალისება ბოიკოტი, არავის ეხალისება ქუჩაში დგომა და ფეხების ბაკუნი და არც არავინ აპირებს, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ევროპარლამენტარების მიერ საქართველოში გამართული არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა. როგორც ელისაშვილმა განაცხადა, „ქართული ოცნებისგან“ ჯერჯერობით ოპოზიციის შემხვედრი წინადადება არ ისმის და მესამე რაუნდი აჩვენებს საერთოდ აზრი აქვს მოლაპარაკებებს თუ არა. „არავის...
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ პოლიტიკურ აქტორებს, რომ გამოავლინონ პასუხისმგებლობა, პატივი სცენ დემოკრატიულ არჩევანს და იპოვონ კომპრომისი. წერილს ხელს აწერენ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი, საქართველოს საკითხების მომხსენებელი სვენ მიქსერი და ევროპარლამენტში საქართველოში დემოკრატიული აქტივობის წამყვანი მხარდამჭერი ვიოლა ფონ კრამონი. როგორც წერილშია აღნიშნული, ისინი იზიარებენ ეუთო/ოდირის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეისა...
ნებისმიერი დამატებითი შეზღუდვა სარესტორნო ბიზნესის „ლოქდაუნს“ ნიშნავს,- ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის ვიცეპრეზიდენტმა, შოთა ბურჯანაძემ მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შესახებ კომენტირებისას განუცხადა. მისი თქმით, მინისტრების მხრიდან აღინიშნა, რომ სექტორი ინფექციის გავრცელების რისკს ქმნის. მისი განცხადებით, პრობლემის გადასაჭრელად ეკონომიკური გუნდის მინისტრების მხრიდან სამი შესაძლო იდეა დასახელდა: სრულად მიტანის სერვისზე გადასვლა, სამუშაო საათების შემცირება და შაბათ -კვირას მუშაობის...
საქართველოს პრემიერმინისტრსა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდეგ კლინიკა „მედ-ალფას“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ამბროლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე საუბარი იყო, თუ როგორ უნდა მოხდეს ყველა პაციენტის მონიტორინგი, მათ შორის მათი, ვინც კოვიდსასტუმროში ან სახლში მკურნალობს. მისივე თქმით, განიხილეს საწოლფონდის გაზრდის საკითხიც. როგორც ამბროლიანმა განაცხადა, ქვეყანაში მარტივი მდგომარეობა არ არის, თუმცა ვითარება მართვადი და კონტროლირებადია. „საუბარი იყო იმ საკითხებზე,...
პრემიერმინისტრის დავალებით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთვრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის მთავარი თემა ვირუსის გავრცელების შენელების კუთხით გასატარებელი დამატებითი ღონისძიებები და ამ პროცესში სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნება იყო. პრემიერ-მინისტრის დავალებით, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ინტენსიურ შეხვედრებს...
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე რეგულაციების საკითხი განიხილეს. მინისტრის თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდიდან გამომდინარე მთავრობა გარკვეულ შეზღუდვებზე ფიქრობს და გადაწყვეტილების მიღებამდე ბიზნესთან ხდება კონსულტაცია. „ესაა ის ინდუსტრია, სადაც მთელს მსოფლიოში მიჩნეულია, რომ ადამიანების ყველაზე დიდი მობილობაა და აქედან გამომდინარე, როდესაც გვაქვს მეორე ტალღა, ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, გარკვეულ შეზღუდვებზე გვიწევს ფიქრი, მაგრამ არ გვინდა ამ გადაწყვეტილების...
მთავრობის ადმინისტრაციაში მოლების და ბაზრობების წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს. მანამდე მთავრობის ეკონომიკური გუნდი სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. ამასთან, როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, პრემიერი გიორგი გახარია მორიგ შეხვედრას მართავს კლინიკების ხელძღვანელებთან.
პრემიერმინისტრის დავალებით, ვიცეპრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ინტენსიურ შეხვედრებს მართავს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს შორის დღეს გამართული შეხვედრის მთავარი თემა ვირუსის გავრცელების შენელების კუთხით გასატარებელი დამატებითი ღონისძიებები და ამ პროცესში სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნება იყო. ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებმა რესტორატორებისგან დეტალურად მოისმინეს პოზიციები პანდემიის პერიოდში არსებული გამოწვევების შესახებ და...
“ერთიანი საქართველოს” ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, გაიმართება თუ არა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, ეს „ქართული ოცნების“ გუნდის ადეკვატურ ქმედებებსა და კონკრეტულ წინადადებებზეა დამოკიდებული. როგორც მან აღნიშნა, არანაირ მოლაპარაკებას აზრი არ ექნება, თუ ხელისუფლება ოპოზიციას სერიოზულ წინადადებას არ შესთავაზებს. „მესამე რაუნდის გამართვა აბსოლუტურად არის დამოკიდებული ხელისუფლების ადეკვატურობაზე, იმიტომ, რომ ბუნებრივია, მოცლილი არც ჩვენი მეგობარი ელჩები არ არიან, ჩვენც რაუნდი რაუნისთვის არ გვჭირდება....
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება. კაპანაძის თქმით, ოპოზიციური პარტიები აწვდიან საერთაშორისო პარტნიორების ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რატომ არ ხდება ინსტიტუტების გამოყენება ისე, როგორც მათ სურთ. მისივე თქმით, ოპოზიციამ გამოიყენა ეს ინსტიტუტები, თუმცა ინსტიტუტების მხრიდან რეაქცია იყო სრული უგულებელყოფა და არცერთი მოთხოვნის დაკმაყოფილება. როგორც კაპანაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიცია პატივს სცემს...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ