ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელთან ერთად, სოფელ ქვემო ბოლნისში შიდა გზის მოწყობის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, სოფელში 1350 გრძივ მეტრზე თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი ბეტონის გზა და სანიღვრეები მოეწყო. პროექტი „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა სრულმა ღირებულებამ 643,488 ლარი შეადგინა. „ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნების...
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მიმართულების ხელშეწყობით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, შოკოლადის მწარმოებელი კომპანია – Camille Bloch შემოვიდა. შვეიცარიული კომპანია რომელსაც 91-წლიანი ისტორია აქვს, საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს, მოსავალი კი მათ საქვეყნოდ ცნობილ ბრენდებში იქნება გამოყენებული. „აღსანიშნავია, რომ 2021 წლის იანვარში დაიწყება პირველი 50 ჰექტარის დარგვა, მთლიანობაში კი პროექტი 650 ჰექტარზე გაშენებულ პლანტაციებსა და ნედლეულის გადამამუშავებელ ქარხანას მოიცავს. პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა...
2020 წლის 1 დეკემბრიდან კომპანიების - მცხეთის წყლისა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გაერთიანების შედეგად ქალაქ მცხეთის აბონენტებს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოემსახურება. კომპანიის ცნობით, ქალაქ მცხეთის მოსახლეობის მაღალი ხარისხის სასმელი წყლით 24 საათიან რეჟიმში უზრუნველყოფას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გააგრძელებს. მათი ინფორმაციით, კომპანია მომხმარებლებს წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებასა და ახალ აბონენტად რეგისტრაციასთან დაკავშირებით სრულ მომსახურებას გაუწევს. „ქალაქ მცხეთის მოსახლეობას წყალმომარაგების შესახებ ნებისმიერი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 984 ფაქტი გამოვლინდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, 905 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. „პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 79 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს....
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ კანონით დადგენილ ვადაში, 30 ნოემბერს პარლამენტს წარუდგინა 2021 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსია, რომელშიც სრულადაა ასახული მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მე-4 ეტაპით გათვალისწინებული მოქალაქეებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის ახალი პაკეტი. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად ჯამურად გათვალისწინებულია 1 420.0 მლნ ლარი, მათ შორის, 2020 წელს 280 მლნ ლარი, ხოლო 2021 წელს 1 140...
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, კონსტანტინე ანანიაშვილის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწვევის და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, ასევე, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, აქციის ორი მონაწილე დააკავეს. დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილი. რაც შეეხება აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე მოვლენებს, ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები პროტესტს საყვირებით აგრძელებენ. მათი განცხადებით, აჭარის მთავრობის სახლთან მშვიდობიან აქციას მართავენ და თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას მოითხოვენ. მათ მიაჩნიათ, რომ რეგიონში...
ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში წყლის სისტემის მშენებლობა დაიწყო. ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 8 მლნ ლარზე მეტია. პროექტს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ახორციელებს. სოფელ ძველი ხიბულის მოსახლეობა სრულად იქნება უზრუნველყოფილი 24-საათიანი წყალმომარაგებით. ძველ ხიბულაში ფონდმა „ქართუმ“ ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლი აღადგინა, იქვე გვერდით კი სამონასტრო კომპლექსს და პარკს აშენებს. ბიძინა ივანიშვილი ადგილობრივებს საბავშვო ბაღის მშენებლობასაც დაჰპირდა, სკოლამდელი დაწესებულების მშენებლობა „ქართუმ“ ზაფხულში დაასრულა...
სამოქალაქო აქტივისტები, რომლებმაც პარლამენტთან ღამე გაათენეს, 12:00 საათისთვის დროებით მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლებენ და იქ აქციას გამართავენ. აღნიშნულის შესახებ ინტერპრესნიუსს „დაიცავი არჩევანის“ თავმჯდომარე დავით ნებიერიძემ განუცხადა. მისი თქმით, გუშინდელმა ღამემ პარლამენტთან მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და პოლიციას არავინ დაუჯარიმებია. როგორც მან აღნიშნა, ღამის განმავლობაში საორგანიზაციო საკითხების გადაჭრით იყვნენ დაკავებულნი და დღეიდან უკვე უწყვეტ რეჟიმში ექნებათ ელექტროენერგია, გათბობა, კვება, მიკროფონები და დინამიკები. ნებიერიძის...
თორნიკე რიჟვაძემ აქციის მონაწილეებს მიმართა. აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა მათ სიმშვიდისკენ მოუწოდა. „თავს ვალდებულად მივიჩნევ 20-კაციან ბანდას კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ არც პარტია, არც თქვენი გაქცეული მსჯავრდებული ბელადი არ ღირს, რომ თქვენს უსაქციელობაზე მთელი აჭარა საუბრობდეს. ამ კუთხის შვილები ხართ და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, შეინარჩუნოთ სახე, ისე რომ მეზობელს მოსალმება არ შერცხვეს და ნათესავს კიდევ ოჯახში შეშვება. ნუ მოიქცევით ისე, რომ თქვენი უსაქციელობით მშობლები შვილებს ეუბნებოდნენ,...
„რიჟვაძე გამოდი“, „თავმჯდომარე ხალხს ემალება“, - ამ მოწოდებებით აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციის წევრები და მათი მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ. პარალელურად, აჭარის მთავრობის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მართავს. ოპოზიციის წევრები თორნიკე რიჟვაძეს გარეთ გამოსვლისკენ და მოსახლეობასთან შეხვედრისკენ მოუწოდებენ. დემონსტრანტებმა მთავრობის სახლთან დღესაც, გუშინდელის მსგავსად, მიიტანეს ჰელიუმის ბუშტები წარწერით: "თორნიკე, გამოდი ხალხთან", "თორნიკე მონა". ასევე, სკანდირებენ: "მონებო". ბუშტების გაშვების დროს დააკავეს 1 ადამიანი. ბათუმში არჩევნების შედეგებს ბათუმში...
2021 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც საქართველოს პარლამენტში უკვე წარდგენილია გათვალისწინებულია პენსიების მატება მომავალი წლის 1 იანვრიდან. ჯამში საპენსიო უზრუნველყოფაზე მიმართულია 2.6 მლნ ლარი (გაზრდილია 370 მლნ ლარით), რაც გამოწვეულია სახელმწიფო პენსიის ზრდის ინდექსაციის წესის შემოღებით. „კანონის პროექტით, 2021 წლის პირველი იანვრიდან გათვალისწინებულია 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა 20 ლარით და პენსია განისაზღვრება 240 ლარით, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის...
საქართველოს პარლამენტს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია წარედგინა. აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯებიცაა შესული. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების მოცულობა 2020 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით იზრდება 221.9 მლნ ლარით და შეადგენს 18 384.5 მლნ ლარს, საიდანაც 890 მლნ ლარზე მეტი გათვალისწინებულია ახალი კორონავირუსის პანდემიის და მისგან გამოწვეული კრიზისი საწინააღმდეგო ღონისძიებების დაფინანსებისთვის. ამასთან, ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიისგან განსხვავებით, რომელშიც 2021...
მაჭავარიანის ქუჩაზე 1-დან 30 დეკემბრამდე, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია „ბლექ სი გრუპი“ მაგისტრალური წყალსადენის კვანძების მოწყობის სამუშაოებს განახორციელებს. შეზღუდვა გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის („112“) შენობიდან ვაშლიჯვრის და უკუმიმართულებით, მაჭავარიანის ქ. N1 კორპუსიდან BP-ის ბენზინგასამართ სადგურამდე იმოქმედებს. მაჭავარიანის ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, ავტომობილების გადაადგილების მიმართულება...
წინა სტატია აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე დაკავებული "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი ირაკლი ჩხვირკია ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 500-ლარიანი ჯარიმის საფუძველზე გათავისუფლდა. ირაკლი ჩხვირკია სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, აჭარის მთავრობის სახლთან მყოფ აქციის მონაწილეებს შეუერთდა, რომლებიც პროტესტის 24 - საათიან რეჟიმში იმყოფებიან. "იმის შეფასებას არ დავიწყებ, რაც აქ მოხდა დღეს და ბუშტის გამო, რომ რიჟვაძემ დავალება მისცა პოლიციელებს, ეძალადათ საკუთარ მოქალაქეებზე. პოლიცია მედავებოდა...
სამოქალაქო მოძრაობა “საქართველოსთვის” აქტივისტების ნაწილმა ღამე პარლამენტის შენობასთან, კარავში გაატარა. როგორც ინტერპრესნიუსს ერთ-ერთმა აქტივისტმა, ნიკა ნარსიამ განუცხადა, სიცივისა და დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის დაჯარიმების ალბათობის გამო, პარლამენტთან მხოლოდ 18 აქტივისტი დარჩა, თუმცა იმის გამო, რომ ისინი არავის დაუჯარიმებია, ნარსია ვარაუდობს, რომ დღეს შესაძლოა, დარჩენის მსურველ აქტივისტთა რაოდენობა გაორმაგდეს. „კარავში ვარ ახლაც, 18 ადამიანი დავრჩით ღამის განმავლობაში. სიცივის გამო, თან პირველი ღამე იყო...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ჭყონდიდელის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი და მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა გაეცნენ. მერის ინფორმაციით, ზუგდიდში წლის ბოლომდე ჯამში 100-ზე მეტი კეთილმოწყობილი გზა იქნება, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში გაკეთდა. „ზუგდიდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას აქტიურად ვაგრძელებთ....

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ