ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში სოციალური სახლის მშენებლობა სრულდება. პროექტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დაათვალიერა.
სოციალურ სახლში ბინა 39 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცემა. პროექტის ღირებულება 2 977 792 ლარია.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტში 2016 წლიდან ეკომიგრანტებისთვის 3 სოციალური სახლი აშენდა, სადაც 73 ოჯახი ცხოვრობს.
პერმიერის გიორგი გახარიას თქმით, მნიშვნელოვანია ქვეყნის იმ პარტიებმაც მიიღონ მონაწილეობა ქვეყნის ბიუჯეტის დაგეგმვაში, რომლებსაც საზოგადოებამ ნდობა გამოუცხადა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
"კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ბიუჯეტი გაქხლათ ქვეყნის მთავარი დოკუმენტი, რომლის განხილვაც უნდა დაიწყოს პარლამენტში. უკიდურესათ მნიშვნელოვანია ამაში მონაწილეობა მიიიღოს ყველა იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ნდობა გამოუცხადა სააქართველოს მოქალაქემ და შესაბამისად დაავალა მსგავსი ტიპის სისტემურად...
საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაბალანსებულია. გახარიას თქმით, მომდევნო წლის ბიუჯეტის მიზნები პანდემიასთან ბრძოლა, მოსახლეობისა და ბიზნესის მიზნობრივი სოციალური დახმარება და ეკონომიკის პოსტკრიზისული აღდგენისთვის მომზადებაა.
"მოგეხსენებათ, გამოვაცხადეთ მოსახლეობისა და ბიზნესის სოციალური მიზნობრივი მხარდაჭერისა და ბიზნესის მხარდაჭერის მე-4 ტალღა, რომლიც ძირითადი მოცულობა 1 მლრდ 420 მილიონი ლარია, აქედან 2020 წლისთვის განსაზღვრულია 280 000 000, ხოლო დანარჩენი 1 მლრდ 140...
საქართველოს მთავრობის მორიგ ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაში კვლავ არ არის სათანადოდ გათვალისწინებული შშმ პირთა საჭიროებები, - ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული.
ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქართველოში ვირუსის პრევენციის მიზნით დაწესებულმა სხვადასხვა შეზღუდვამ, კარანტინისა და იზოლაციის რეჟიმმა ნეგატიური გავლენა მოახდინა შშმ პირებზე და მათ ოჯახებზე. განცხადებაში ომბუდსმენი იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც პანდემიის ფონზე შშმ პირებს და მათ ოჯახებს გააჩნიათ.
„3 დეკემბერი შშმ პირთა საერთაშორისო დღეა,...
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 055 ფაქტი გამოვლინდა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 105 ფიზიკური პირი დააჯარიმა.
„დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
გარდა...
მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, სახელმწიფოს ხარჯზე, გაიკეთონ ტესტი, ყოველდღიურად 20 000 ტესტი გაკეთდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ ორი თვის განმავლობაში ინტენსიური ტესტირების პროცესის მიზანია, შეზღუდვების ორთვიანი გეგმა იყოს მაქსიმალურად ეფექტური, რათა ინფიცირების შემთხვევები მაქსიმალურად სწრაფად გამოვლინდეს, მოხდეს მათი იზოლაცია ან მკურნალობა.
„ჩვენ გამოვაცხადეთ მიზნობრივი წერტილოვანი შეზღუდვების ორთვიანი კონკრეტული გეგმა, რამაც უნდა დაასტაბილუროს...
პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებს ხელახალი არჩევნების ჩატარებასთან ერთად, კონკრეტული სოციალური მოთხოვნებიც აქვს - შევიდეს ცვლილებები შრომის კოდექსში და პანდემიის პირობებში თითოეულ ოჯახს გადაეცეს 5 000 ლარი.
აქციის მონაწილეებმა ბათუმში დაკავებული დემონსტრანტების მხარდასაჭერად საკანონმდებლო ორგანოსთან ბუშტები მიიტანეს და ისინი პარლამენტის უკანა შესასვლელთან აღმართულ ჯებირზე დაამაგრეს.
"არა გაყალბებულ არჩევნებს და არა ხელისუფლებას. ეს...
გამოვაცხადეთ ორთვიანი გეგმა, რომელმაც უნდა დაასტაბილუროს ქვეყანაში ეპიდემიური ვითარება. ვაცხადებთ ინტენსიური ტესტირების ახალ გრაფიკს, რომელიც უახლოეს პერიოდში მიაღწევს დღეში 20 ათას ტესტს. ეს არის პარალელური პროცესი, რომელმაც შეზღუდვების პერიოდში ხელი უნდა შეუწყოს ინფიცირების სწრაფ გამოვლენას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ ნაბიჯის მიზანია, შეზღუდვების ორთვიანი გეგმა იყოს მაქსიმალურად ეფექტური.
„მაქსიმალურად სწრაფად გამოვავლინოთ ინფიცირების...
ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე ხმაური იყო. ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურები პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ და გარემოვაჭრეების მიერ დალაგებული დახლები ტერიტორიიდან გაიტანეს.
მერიის თანამშრომლების გამოჩენას, გარემოვაჭრეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მათი განცხადებით, წასასვლელი არსად აქვთ და ერთადერთი ადგილია, სადაც შემოსავალს იღებენ.
„ჩვენ წასასვლელი არსად გვაქვს, გვესმის, რომ ანტისანიტარიაა, გამოიყოს შესაბამისი პირი და პერიოდულად ტერიტორია დაასუფთავოს. ამ პანდემიის პირობებში ერთადერთი ადგილია, საიდანაც ოჯახს ვარჩენთ",- აცხადებენ გარემოვაჭრეები.
წერეთლის...
პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, შეზღუდვების ორთვიან გეგმასთან ერთად, დღეში გასაკეთებელი ტესტების ოდენობის 20 ათასამდე გაზრდა ხელს შეუწყობს ეპიდემიის გავრელების დონის სწრაფ გამოვლენას.
ამის შესახებ გახარიამ მთავრობის სხდომისას განაცხადა.
"მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გამოვაცხადეთ მიზნობრივი, წერტილოვანი შეზღუდვების ორთვიანი კონკრეტული გეგმა, რომელმაც უნდა დაასტაბილუროს ქვეყანაში კოვიდის ინფექციის გავრცელების სისწრაფე. ჩვენ ამავდროულად, ამ ორთვიან გეგმასთან ერთად, ვაცხადებთ ინტენსიური ტესტირების ახალ გრაფიკს, რომელიც დაიწყო გუშინ და რომელიც უახლოეს...
აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლება 3-დან 10 დეკემბრამდე ე.წ. ჰუმანიტარულ დერეფანს ხსნის, თუმცა ცალმხრივად. მათი განცხადებით, მოსკოვის დროით დილის ცხრიდან საღამოს შვიდ საათამდე, ანუ ჩვენი დროით 10:00-დან 20:00-საათამდე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მყოფები ოკუპირებულ რეგიონში გადასვლას შეძლებენ.
განცხადებაში აღნიშნული არ არის, ექნებათ თუ არა ოკუპირებულ რეგიონში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს გადმოსვლის უფლება ან შესაძლებელია თუ არა 3-დან 10 დეკემბრამდე, სანამ ჰუმანიტარული დერეფანი ღიაა, დროებით...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად ბათუმში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის IV ფაზის ფარგლებში, კობალიძის ქუჩაზე დასრულდა მაგისტრალური წყალარინების კოლექტორის მოწყობა.
“ამ დროისთვის მიმდინარეობს გზის საფარის სამუშაოები. IV ფაზის ფარგლებში, პარალელურად რამდენიმე პროექტი ხორციელდება, რომელთა საერთო ღირებულება 17 მილიონ ევროს შეადგენს.
ინასარიძის ქუჩაზე დაიწყო ახალი სკვერის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში მოეწყობა საბავშვო...
ქუთაისის მერია აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამას მთლიანად დააფინანსებს, რომელიც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების რეაბილიტაციას ითვალისწინებს და ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 720 ათასი ლარი გამოიყოფა, - ამის შესახებ ქუთაისის მერის მოადგილემ ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში არსებული დაფინანსება 2021 წელს საკმარისი არ იქნებოდა, რადგან ბენეფიციართა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და აუცილებელი გახდა დამატებითი თანხების მოძიება.
,,როგორც წესი, წლის...
აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციაზე დაკავებული "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორი წევრიდან ერთი, რეზო ხარაზი ბათუმის საქალაქო სასამართლომ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.
რეზო ხარაზი აცხადებს, მისთვის უცნობია მომდევნო სასამართლო პროცესი როდის გაიმართება. მისივე თქმით, სამართალდამცავებმა უკანონოდ დააკავეს.
ცნობისთვის, რეზო ხარაზი აჭარის მთავრობის სახლთან აქცია-პერფორმანსში ღებულობდა მონაწილეობას, მან პროტესტის ნიშნად ბოძზე ბუშტები დაამაგრა. სამართალდამცავებმა კი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს და განყოფილებაში გადაიყვანეს.
მეორე დაკავებული, "ნაციონალური...
300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება 3 დეკემბრიდან იწყება. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, იმ პირებს, რომელთაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან, დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება, 3 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, უნდა წარმოადგინონ ელექტრონული განაცხადი (ელექტრონული განაცხადის წარდგენის შემდეგ პირს კიდევ 2 დღე ეძლევა ინფორმაციის დასაზუსტებლად, 28 დეკემბრის ჩათვლით), რათა რეგისტრაციის შემდეგ მიიღონ ერთჯერადი 300 ლარიანი...
2 დეკემბრის მონაცემებით, დაწესებული სახელმწიფო შეღავათით ისარგებლა და 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან გათავისუფლდა 34 600 აბონენტი. ბენეფიციართა დანაზოგმა 3 847 330 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტო ავრცელებს.
გარდა ამისა, უწყების ცნობით, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში, წყალმომხმარებლებს სრულად ჩამოეწერათ 2020 წლამდე შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული დავალიანება.
„საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19)...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































