საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებითა და ორგანიზებით გრძელდება ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის სარეაბილიტაციო და ინფრასტრუქტურული მოწყობის სამუშაოები, რომლის დასრულებაც 2021 წელსაა დაგეგმილი. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 4 წლის განმავლობაში ეროვნული სააგენტოს დაკვეთით წარმართულმა სარეაბილიტაციო და საკონსერვაციო ეტაპებმა ნოქალაქევის ქვედა ნაქალაქარის ყველა არქიტექტურული სეგმენტი მოიცვა, რაც საიდუმლო გვირაბის, ეიფელის კონსტრუქციის...
აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების III რაუნდი იმართება. "ქართული ოცნების" მხრიდან შეხვედრაზე დღეს, წინა 2 რაუნდისგან განსხვავებით, არა არჩილ თალაკვაძე, არამედ ირაკლი კობახიძე მივიდა. ისინი დღეს იმ 4-პუნქტიან გეგმას განიხილავენ, რომელიც ოპოზიციამ ხელისუფლებას შესთავაზა და რომლის ერთ-ერთი პუნქტიც რიგგარეშე არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებაა. პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა კი განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მნიშვნელოვანი რაღაცები უნდა დათმოს. „მაშინ მოლაპარაკებას აზრი საერთოდ...
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, „საავტომობილო გზების დეპარტამენტის“ მიერ 2018 წელს შეძენილი 2.5 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ნომრის ამომცნობი კამერები დასაწყობებულია. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფინანსური ანგარიშგების შესახებ მომზადებულ აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული, „საავტომობილო გზების დეპარტამენტმა“ 800 ცალი ვიდეოსამეთვალყურეო კამერა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადასაცემად შეიძინა, თუმცა გადაცემა დღემდე არ მომხდარა და კამერები შინაგან საქმეთა სამინისტროს საწყობშია დასაწყობებული. „საავტომობილო გზების დეპარტამენტის“ „ძირითადი...
ბათუმში თამარის დასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს ნებაყოფლობითი, ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის უფასო იმუნიზაცია/ვაქცინაცია ჩაუტარდათ. აფხაზეთის მთავრობის ცნობით, სამედიცინო აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდა. "COVID-19-ის საპრევენციო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ბათუმში იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, აჭარის ავტონომიური...
ჩემთვის ნათელია, რომ ეს დისკუსია რთული იქნება და რთულად გაგრძელდება, მაგრამ, საბოლოო ჯამში, შესაძლებელი უნდა გახდეს გზის გამონახვა, ქვეყანაში სტაბილურობისა და დემოკრატიულობისთვის,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ოპოზიციონერ ლიდერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ფიქრი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გამოიძებნოს „ჯადოსნური“ საერთო ნიადაგი პროცესში ჩართული ყველა მხარის მიერ, გრძელდება. „მინდა აღვნიშნო, რომ შეხვედრა, რომელიც დღეს საღამოს...
აზიის განვითარების ბანკმა 2.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გრანტი დაამტკიცა საქართველოს კორონავირუსის პანდემიის მიმდინარე საპასუხო ნაბიჯების ხელშესაწყობად. ა აზიის განვითარების ბანკის ცნობით, კოვიდ-19-ის საგანგებო დახმარების საგრანტო პროექტის ADB-ის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის კატასტროფების ფონდის მიერ ფინანსდება, იაპონიის მთავრობის ფინანსური მონაწილეობით და გამოყენებული იქნება პანდემიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მისაწოდებლად, მათ შორის ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური შესაძლებლობების გასაზრდელად, პირადი დამცავი და ზოგადი...
პირადად ჩემი თხოვნა იყო, რომ საჯაროდ დაგვეწყო დისკუსია ყველა საკითხზე, ეს ორი დღე გვთხოვეს მედიატორებმა და ამის შემდეგ გავასაჯაროებთ ყველაფერს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ოპოზიციისა და ელჩებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე განმარტებით, საკუთარ დოკუმენტებს მას შემდეგ გაასაჯაროებენ, რაც „ქართული ოცნების“ მხრიდან საპასუხო წერილობით შეთანხმებას მიიღებენ. „ჩემი აზრით, დღეს ძალიან კარგი შეხვედრა იყო, ჩვენი მხრიდან სოლიდური ნაბიჯია გადადგმული იმისათვის, რომ...
ველოდებით ბუნდოვანი სიგნალების ნაცვლად, ასევე სრულფასოვან დოკუმენტს „ქართული ოცნებისგან“, კრიზისიდან გამოსავლის ხედვასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ოპოზიციონერი ლიდერების ელჩებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი განმარტებით, თავად ოპოზიციამ მოდერატორებს კრიზისიდან გამოსავლის მათი ხედვის დეტალური დოკუმენტი წარუდგინა, თუმცა კონკრეტულად რა წერია ამ დოკუმენტში, ბოკერიამ ამის გასაჯაროვებისგან თავი შეიკავა. „ჩვენ სრულფასოვანი დოკუმენტი მივაწოდეთ იმ მიმართულებით, რაც საჯაროდაც ცნობილია და რაც ჩვენთვის...
ელჩებმა გვთხოვეს, რომ მიგვეცა დრო, სანამ ჩვენ მივიღებთ “ქართული ოცნებიდან” ჩამოყალიბებულ წინადადებას და ამის შემდეგ იმედია, რომ შედგება მესამე რაუნდი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, - ამის შესახებ “ლელოს” თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციის მოთხოვნა არის უცვლელი, ამიტომ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება ვერ შედგება თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა. „დღეს ჩვენ მოვიტანეთ შეჯერებული წინადადებათა პაკეტი. ძირითადი...
„ევროპული საქართველოს" ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, ელჩებთან შეხვედრისას ოპოზიციამ საკუთარი მოთხოვნებით დოკუმენტურად გაწერა. როგორც მან ელჩებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციის თხოვნა ელჩების მიმართ იყო, რომ მომზადებული დოკუმენტი, როგორც ყოვლისმომცველი, კომპრომისული და სახელმწიფოებრივი პოზიცია, როგორ მოვაგვაროთ ეს კრიზისი, ოფიციალურდ გადაეცეს "ქართულ ოცნებას" და მათგან ასეთივე წერილობითი პასუხი მივიღოთ. „ყველა ის მოთხოვნა, რაც არსებობდა ოპოზიციის მხრიდან და ჩვენი ხედვა როგორ უნდა განიმუხტოს კრიზისი,...
„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ „გირჩი“ არ დაუტოვებია და პარტიის ლიდერად რჩება. ამასთან, ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან პარტიაში არსებულ ვითარებაზე კომენტირებისას დაადასტურა, რომ პარტიაში დიდი ხანია არსებობდა უთანხმოება. რაც შეეხება უთანხმოების მიზეზს, როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა „გარეთ არაფრის გამოტანას არ აპირებს“. „მე პარტია არ დამიტოვებია, რა პოზიციაც აქ იყო ოპოზიციის მიერ წარდგენილი მაგასთან დაკავშირებით, „გირჩში“ ერთიანობაა. რაც სტატუსში დავწერე, ახლაც იგივეს თქმა...
"დღეს არის წინ გადადგმული პატარა, ფრთხილი ნაბიჯი, რომ რაღაც საერთო შეთანხმებამდე მივიდეთ”, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ფასილიტატორებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ის შეხვედრის დეტალებზე ვერ ისაუბრებს. მისივე განცხადებით, ოპოზიცია დღეს ელჩებთან კონკრეტული და შეჯერებული პოზიციით მივიდა. „ჩვენ შევთანხმდით, რომ არ ვილაპარაკოთ დეტალებზე. მართლა ვიტანჯები მეც, ვიცი, რომ თქვენც იტანჯებით, მაგრამ გვაქვს სიტყვა ნათქვამი, რომ ამაზე...
ფუნდამენტურად ჩვენს მოთხოვნებში არაფერი შეცვლილა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მოთხოვნები რაც დაკავშირებული იყო ახალ არჩევნებთან, პოლიტიკურ პატიმრებთან თუ სხვა საკითხებთან, ყველაფერი ძალაში რჩება,- ამის შესახებ ოპოზიციისა და ელჩებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კობა ნაყოფიამ განაცხადა. მან ასევე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, თუ რატომ არ ესწრებოდა დღევანდელ შეხვედრას გრიგოლ ვაშაძე და განმარტა, რომ მას სხვა შეხვედრები ჰქონდა ჩანიშნული. თუმცა, როგორც ნაყოფია ამბობს, გრიგოლ...
კორონავირუსით ინფიცირებულებს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება საკუთარი ვებგვერდის საშუალებით უფასო კონსულტაციებს გაუწევს. სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება დარგობრივი ასოციაციების ინიციატივით განხორციელდა. გაერთიანებაში თვლიან, რომ COVID 19 ით დაავადებულ პაციენტებს, ვისაც აქვს სხვადასხვა თანხმლები დაავადება და ამავდროულად ბინაზე აგრძელებენ მკურნალობას, აუცილებლად სჭირდებათ შესაბამისი ექიმ-სპეციალისტის მეთვალყურეობა. „ამ ეტაპისთვის ვებ-გვერდის მეშვეობით შესაძლებელია 15 ექიმ სპეციალისტის ონლაინ კონსულტაციის მიღება. პროექტში შემდეგი 18 დარგობრივი ასოციაცია მონაწილეობს: აიპ...
ქუთაისში ახალგაზრდობის გამზირის მესამე შესახვევში საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, მოასფალტდა გზის საფარი, გამოიცვალა სანიაღვრე სისტემა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „დაგი პლიუსი“ ასრულებს, რისთვისაც 258 ათასი ლარი იხარჯება. "ქუთაისში გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. კეთდება როგორც ცენტრალური ქუჩები, ასევე შიდა გზები, იცვლება ღვარსადენი სისტემები, წესრიგდება ტროტუარები. ახალგაზრდობის გამზირის ეს მონაკვეთი ძალიან იყო დაზიანებული. აქ მალე დასრულდება გზის რეაბილიტაცია და გადაადგილება კომფორტული იქნება...
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიებისა და ელჩების შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დეტალებზე შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრებს. „შეხვედრის შემდეგ ვისაუბრებ. ახალს ვერაფერს გეტყვით. რომ მორჩება შეხვედრა კი, თვისუფლად", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ