აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის წინ მიმდინარე აქციების შესახებ მთავრობის თავმჯდომარემ განცხადება გაავრცელა.
თორნიკე რიჟვაძის თქმით, თუ გამოჩნდება კონკრეტული პოლიტიკოსი ოპოზიციიდან, რომელიც, მისი თქმით, გაუძლებს ნაცმოძრაობის ზეწოლას და შევა საკანონმდებლო ორგანოში, ეს იქნება საკმაოდ პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება.
რეგიონის პირველი პირი ირწმუნება, რომ მისი გუნდის მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ადრესატის მიმართ პატივისცემა მოიმატებს.
COVID-19-თან დაკავშირებით, ეთნიკური უმცირესობების ინფორმირების მორიგი კამპანია დაიწყო.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა COVID 19-თან დაკავშირებით, საინფორმაციო მასალები ეთნიკური უმცირესობის ოჯახებში კარდაკარ შემოვლის პრინციპით დაარიგეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ეთნიკური უმცირესობებისთვის მშობლიურ ენებზე მომზადდა და ვრცელდება საინფორმაციო ბროშურები ქვეყანაში დაწესებული უახლესი რეგულაციებისა და კორონავირუსთან დაკავშირებული ხშირად დასმული შეკითხვების შესახებ.
"ორენოვანი ბროშურები სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით კომპაქტურად დასახლებულ, მუნიციპალური ცენტრებიდან...
„ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და ოპოზიციის წევრებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. ხაზარაძის თქმით, ახლა დაპირისპირების დრო არ არის. მან ოპოზიციას მოუწოდა, თავი შეიკავონ ერთმანეთზე თავდასხმისგან.
„მთავარი იდეა რის გამოც შეიკრიბა ოპოზიცია, იყო რიგგარეშე არჩევნები, პოლიტპატიმრები და ასევე საარჩევნო სისტემის სრული რეორგანიზაცია. შესაბამისად, საარჩევნო სისტემის სრულყოფას ჯერ ვერ ვხედავთ. ამიტომ, მოვუწოდებ ყველას, ვგულისხმობ ოპოზიციას, თავი შეიკავოს ერთმანეთის მიმართ თავდასხმისგან. არ აქვს მნიშვნელობა,...
პანდემიის მიერ გამოწვეული პრობლემების მიუხედავად, შევძელით თბილისის ბიუჯეტი მილიარდ ას მილიონს გატოლებოდა და თბილისელთა ყველა გამოწვევისა და ძირითადი საჭიროებისთვის ეპასუხა, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.
მისი თქმით, თბილისის ბიუჯეტი თბილისისა და თბილისელების საჭიროებებზეა მორგებული.
,,ეპიდემიოლოგიური ვითარების და იმის გათვალისწინებით, რომ წელს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სოციალური დანახარჯები, თბილისის ბიუჯეტის სოციალური მიმართულება კიდევ უფრო მეტად...
საქართველოში პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის განვითარების მხარდასაჭერად ევროკავშირი 7 მილიონი ევროს ბიუჯეტის 9 ახალ პროექტს იწყებს.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ახალი საგრანტო პროექტები, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის “განათლება დასაქმებისთვის“ პროგრამის მეორე ეტაპის ფარგლებში, ონლაინ ღონისძიებაზე წარადგინეს, რომელიც პროფესიული განათლების კვირეულის ეგიდით გაიმართა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, გრანტები გაიცა კერძო და საჯარო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, განსაკუთრებით რეგიონებში...
შემოსავლების სამსახურის ცნობით, ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარების მისაღებად ელექტრონულ ბაზაში მომხმარებელთა მიერ 25 581 განაცხადი დარეგისტრირდა.
უწყების ინფორმაციით, 300-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციის მისაღებად საჭირო რეგისტრაციის წესების შესახებ ვიდეო სახელმძღვანელო მომზადდა.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულია დეტალური ვიდეო ინსტრუქცია მათთვის, ვისაც აინტერესებს, თუ ვის ეკუთვნის ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაცია და როგორ ხდება კომპენსაციის მიღების მიზნით განცხადების შევსება. შეგახსენებთ, რომ პირველადი...
წინა სტატია
უგულავას ურჩევნია, რომ თავისი გაპარსული თბილისის ბიუჯეტი დააბრუნოს,- ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებას.
კითხვაზე, იქნება თუ არა „ქართული ოცნება“ მარტო პარლამენტში, კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტში პარტიები შევლენ.
„პრინციპში, უგულავას ურჩევნია, რომ თავისი გაპარსული თბილისის ბიუჯეტი დააბრუნოს და დაუბრუნოს თბილისის მოსახლეობას. ჩვენ იმედი გამოვთქვით, რომ პარტიები შეუერთდებიან მემორანდუმს და შევლენ პარლამენტში”,...
"ქართული ოცნების" ლიდერი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 2020 წლის არჩევნების სამართლიანობას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეისწავლის, ხოლო თუკი 1%-იანი გადაცდომა მაინც დაფიქსირდება, იგი პოლიტიკიდან წავა. მან ასევე თქვა, რომ ასეთი გადაცდომის არსებობის შემთხვევაში, ქართული ოცნება რიგგარეშე არჩევნებს გამოაცხადებს.
მიისვე თქმით, საპარლამენტო კომისიას დეპუტატები მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე დააინიცირებენ.
"კომისიის მუშაობაში მოვიწვევთ ყველა დაინტერესებულს, მათ შორის, დამოუკიდებელ ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ბუნებრივია,...
"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე კვლავ მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პარლამენტში დაინიცირდება კანონპროექტი, რომლის თანახმადაც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს. ასეთად მან დაასახელა: მოქალაქეობა და მსჯავრდებულობა.
"საქართველოში პოლარიზაციის მთავარი წყარო მიხეილ სააკაშვილია, რომელიც ხალხისგან მოპარული ფულითა და ამავე ფულით შექმნილი სამი ტელევიზიით ჯერ კიდევ ახერხებს ჩვენი...
ვფიქრობ, ბოლო ორი დღის განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ, როგორც იცით რთული დისკუსიები გვაქვს, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის, ის, რომ მომავალ საარჩევო რეფორმებთან დაკავშირებით დაკავშირებით საერთო ენის გამონახვა შევძელით, რაც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია და მთავარი ელემენტია იმის უზრუნველსაყოფად, რომ მომავალმა არჩევნებმა იმ ნაკლოვანებებისა და პრობლემების გარეშე ჩაიაროს, რაც გასული არჩევნების დროს ვიხილეთ, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა...
“ქართული ოცნების“ აღმსარულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კანონში შევა ცვლილებები, რომლის საფუძველზეც პარტიას, რომელიც პარლამენტში წარმოდგენილი არ იქნება, საბიუჯეტო დაფინანსება შეუწყდება.
მისივე თქმით, “ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის ოპოზიციონერი წევრებისათვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე გუშინ გაკეთებული განცხადების საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო.
„დღეს შევცვალეთ პოზიცია. გუშინ ვამბობდით, რომ დეპუტატებს უფლებამოსილებას არ შევუწყვეტდით, მაგრამ დღეს როცა საერთო სურათს გადავხედეთ და ვნახეთ, რა განზრახვები ამოძრავებს ოპოზიციას, განსხვავებული გადაწყვეტილება...
ბათუმის მერია COVID-19-ით გამოწვეული გარემოებების გამო მოსახლეობისთვის, ასევე, იურიდიული პირებისა და ინდმეწარმეებისთვის შეღავათებს აწესებს. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
კერძოდ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა სრულად გათავისუფლდება 2020 წლის ნოემბრის, დეკემბრის და 2021 წლის იანვრისა და თებერვლის თვის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან.
„გარდა ამისა, დასუფთავების მოსაკრებელი არ დაერიცხებათ იმ პირებს (დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიულ პირები და ინდ. მეწარმეები), რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო არ ფუნქციონირებენ (შეწყვეტილი...
7 დეკემბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ, 18 ხმით, ლაშის მაჟორიტარი დეპუტატი პავლე კიკალიშვილი აირჩიეს. ეს თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ამ კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი ხარაგაულის მერის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
რა ნიშნით გამოარჩიეს კოლეგებმა და სხვებთან შედარებით უპირატესობა რატომ მიანიჭეს ამ თანამდებობაზე ასარჩევად, – ჩვენს ამ შეკითხვაზე პავლე კიკალიშვილმა გვიპასუხა:
„სამი წელია, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრი...
ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო, კიცხის სკოლის მშენებლობის დასრულების თარიღმა თებერვლის შუა რიცხვებისთვის გადაიწია. პროექტის მენეჯერი, გია დავითულიანი ამბობს, რომ შენობა, ძირითადად, დასრულებულია. ახლა უნდა დაიწყოს სამღებრო და იატაკის დაგების სამუშაოები. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
„კიცხის სკოლის მშენებლობაზე კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. თუმცა, იმის გამო, რომ ჩვენთან დასაქმებულები ინფიცირებულების კონტაქტები არიან, მინიმუმ 7-8 დღით მათი იზოლაციაში გაშვება გვიწევს. გარდა ამისა, მშენებლობის დასრულების...
ქუთაისის მერიამ ახალგაზრდული ინიციატივების კონკურსში გამარჯვებულები გამოავლინა. პირველ ეპატზე სამმა, ხოლო მეორე ეტაპზე შვიდმა პროექტმა გაიმარჯვა. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს.
პირველ ეტაპზე მერიაში სულ 14 ინიციატივა შევიდა, აქედან დაფინასება სამმა მოიპოვა:
1). პროექტი ,,მეტი ჩართულობა, მეტი აქტიურობისთვის’’. პროექტის ინიციატორი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თაობათა დიალოგია’’. პროექტი მიზანდ ისახავს ახალაგაზრდების ინფორმირებას საჯარო ონიციატივების და სამოქალაქო ჩართულობის შესახებ. მერიამ პროექტი 9982 ლარით დააფინანსა.
2)....
ქუთაისში სტუდენტები სამგზავრო ტარიფის განახევრებას წლებია ითხოვენ. მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანის შემდეგ მათი მოთხოვნა გააქტიურდა. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს.
"ახალგაზრდა ლეიბორისტებმა’’ ამ თემასთან დაკავშირებით, მერიაში ინიციატივა ერთი წლის წინ, სტუდენტებთან ერთად შეიტანეს, რაზეც პასუხად მიიღეს, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანიდან ერთ კვირაში აღნიშნული თემის განხილვა დაიწყებოდა.
მუნიციპალური ტრანსპორტი ქუთაისში უკვე გამოჩნდა. "ახალგაზრდა ლეიბორისტების’’ ხელმძღვანელი, გაგი ახალაძე ამბობს, რომ სატრანსპორტო კომპანიამ საკითხის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































