"ქართული ოცნების" დეპუტატებმა პარლამენტის შენობაში მისვლა დაიწყეს. პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად აქცია იმართება. პარლამენტის სხდომა 12 საათზე იწყება.
საკანონმდებლო ორგანოს ორივე შესასვლელთან სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილები. ისინი არჩევნების გაყალბებას და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტის შეკრებას აპროტესტებენ.
მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დღეს, 12:00 საათზე გაიხსნება. სხდომას პრეზიდენტი ზურაბიშვილი გახსნის, დარბაზში კი მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატები ისხდებიან.
აქტივისტები შენობაში...
„ლელო“ საპარლამენტო მანდატებზე ოფიციალურ უარს ხვალ დააფიქსირებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეიქმნას იმის პრეცედენტი, რომ ადამიანებისთვის ხმების მოპარვა ვერავინ ვერასდროს გაბედოს.
„ხვალ იქნება ყველა ოპოზიციური პარტიის ცერემონია, რომელსაც ჩვენ, დღევანდელი გადაწყვეტილებით შევუერთდებით და ამას იურიდიული სამსახურები გააფორმებენ შესაბამისად“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ კი აღნიშნა, რომ „ქართულ...
„სიტყვის ხალხი ვართ და რასაც ვამბობთ, იმას ვაკეთებთ ყოველთვის, რადგანაც ვთქვით, რომ იმ პროცესში, რაც პარლამენტის ბოიკოტს გულისხმობს, ე.ი. ვმონაწილეობთ, - ამის შესახებ „გირჩის“ წარმომადგენლმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის გუშინდელმა განცხადებამ, დესტრუქცია გამოიწვია და მოლაპარაკების პროცესი, ფაქტიურად გაჩერდა.
„დღეს მოლაპარაკებები არ შედგა, ხვალ კი პარლამენტის პირველი სხდომაა და ორშაბათს არის...
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო რეკომენდაციით მიმართავს ტაქსის მძღოლებს, მიმართონ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს და ჩაიტარონ ვაქცინაცია სეზონურ გრიპის ვირუსზე.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე კორონავირუსთან მიმართებაში არსებული სიტუაცია განიხილეს.
„უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გაანალიზდა სეზონური გრიპების სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებული საფრთხეები და ვაქცინაციის პროცესი მაღალი რისკის ჯგუფებში. არსებული ვითარების ანალიზის საფუძველზე, საკოორდინაციო საბჭო რეკომენდაციით მიმართავს ტაქსის მძღოლებს,...
11 დეკემბერს, 12:00 საათზე პარლამენტის სასახლეში ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება. საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე სხდომის დღის წესრიგი გამოქვეყნდა.
საქართველოს კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახსნის.
პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, სიტყვა პარლამენტის უხუცეს წევრს გადაეცემა, რომელიც, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას გაუძღვება.
სხდომაზე პარლამენტის წევრთაგან, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, პარლამენტის დროებითი ხმის...
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ ოპოზიციას დავუჯერებთ, მათ ჯამურად ხმების 100% აიღეს, ხოლო „ქართული ოცნება“ არ არსებობს და ის მხოლოდ „ცესკოს ფანტაზიის ნაყოფია“. აღნიშნულის შესახებ განცხადებას კობახიძე „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
კობახიძის თქმით, ზუსტად ასეთივე ნონსენსია ის, რომ ადამიანები, რომლებმაც საქართველოში არჩევნების ტოტალური გაყალბების პრაქტიკა დაამკვიდრეს, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ ერთხმად აღიარებულ კონკურენტულ და თავისუფალ არჩევნებს გაყალბებულად აცხადებენ.
„სააკაშვილი ამტკიცებს, რომ „ნაციონალებმა“...
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ის წევრები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, სადეპუტატო მანდატებზე უარს ამბობენ და სიის ჩახსნასთან დაკავშირებით განცხადების დაწერას აპირებენ. გადაწყვეტილების შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ გვქონდა დეტალური მსჯელობა, დისკუსია გუნდში. რა თქმა უნდა, არც გვქონდა სხვა მოსაზრება, ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენ დავწერთ ხვალ განცხადებებს და ჩავხსნით ჩვენს სიებს. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით...
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, სიების არ ჩახსნა ხალხის მხრიდან პარლამენტში შესვლად გაფორმდება, რასაც ხელისუფლება სათავისოდ გამოიყენებს. თაკო თარკვიანი აქვე დასძენს, რომ მისი პარტია, „კანონი და სამართალი“ პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს და სიასაც ჩახსნის.
„პარტია „კანონსა და სამართალს“, რომელიც ბლოკ „სტრატეგია აღმაშენებლის“ შემადგენელია, ჩვენ გადაწყვეტილება უკვე მიღებული გვაქვს, გვქონდა ამაზე საუბარი ჩვენს პარტიაში, სიიდანაც ჩავხსნით და არც შევალთ.
ვფიქრობ, გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილებაც...
არაოფიციალური ინფორმაციით, საპარლამენტო თანამდებობებთან დაკავშირებით რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუმცა თემაზე შიდა კონსულტაციები და სამუშაო პროცესი ისევ გრძელდება. ამის სსახებ ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, პარლამენტის სპიკერატში, ვიცე-სპიკერის პოსტზე დავით სერგეენკოსა და გია ვოლსკის ვიხილავთ.
იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი შესაძლოა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიონ. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს კი, დავით სონღულაშვილს ჩააბარებენ.
რამდენიმე საპარლამენტო კომიტეტში ძველი თავმჯდომარე...
მიმართავენ თუ არა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები პარლამენტს განცხადებით სადეპუტატო მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით დღეს პარტიაში პოლიტსაბჭოს ფორმატში მსჯელობენ. როგორც პოლიტსაბჭოს დაწყებამდე პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ორივე პოზიციას აქვს თავისი არგუმენტი და ამიტომ გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭოზე მიიღებენ.
„ზუსტად ამაზე ვიმსჯელებთ დღეს და საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ. ორივე პოზიციას აქვს თავისი არგუმენტები და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ პოლიტსაბჭოს ფორმატში დავსხდებით ყველა და მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ სიტუაციიდან გამომდინარე,“-...
ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ პარლამენტში შესვლასა და მანდატებზე უარის თქმის შემთხვევაში, “ქართული ოცნება“ დროებით საგამოძიებო კომისიას ვერ შექმნის.
პარლამენტის რეგლამენტი პირდაპირ ითვალისწინებს, რომ დროებით საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობა და ოპოზიცია უნდა იყოს ან თანაბარი რაოდენობით (ნახევარ-ნახევარი) ან ოპოზიცია უნდა იყოს კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. სხვანაირად კომისია ვერ შეიქმნება. შესაბამისად, თუკი პარლამენტში “ქართული ოცნების“ გარდა არავინ შევა, ასეთი კომისია პარლამენტში ვერ ამოქმედდება.
ამასთან, თეორიულად შესაძლებელია,...
სახალხო დამცველის განცხადებით, საქართველოში 2020 წლის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას საპარლამენტო არჩევნების სამართლიან და თანასწორ გარემოში ჩატარება წარმოადგენდა.
ომბუდსმენის შეფასებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე ძალადობრივი ინციდენტების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ასევე, არჩევნების დღეს ამომრჩევლების ნების კონტროლის, დამკვირვებლებზე და მედიის წარმომადგენლებზე ზეწოლისა და თავდასხმის პარალელურად, განსაკუთრებული პრობლემებით გამოირჩეოდა შედეგების შეჯამებისა და ხმის დათვლის პროცესი.
„სამწუხაროდ, შემაჯამებელ ოქმებში არსებითი ხასიათის დარღვევებისა და დისბალანსის საკითხზე საარჩევნო...
ერთპარტიული პარლამენტი ვერ შეასრულებს წარმომადგენლობითი ორგანოს ფუნქციას, ვერ შეძლებს გამართულად ფუნქციონირებას და მთავრობის კონტროლს. პარლამენტის თანამდებობები სრულად ვერ დაკომპლექტდება და ბევრ გადაწყვეტილებას პარლამენტი ვერ მიიღებს ხმათა არასაკმარისი რაოდენობის გამო, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ აცხადებს.
ორგანიზაცია ვრცელ განცხადებას ავრცელებს საკითხზე, როგორი იქნება ერთპარტიული პარლამენტი.
„საქართველო, კონსტიტუციის უკანასკნელი ცვლილებების თანახმად, საპარლამენტო რესპუბლიკაა და შესაბამისად, პარლამენტის გამართული ფუნქციონირება საკვანძო მნიშვნელობისაა ქვეყნის განვითარებისათვის. პარლამენტი...
გიგა ბოკერიას პარტია, რომელსაც “ევროპული საქართველო“ ჰქვია, მაგრამ სინამდვილეში “მავნებელი და ბნელი საქართველოა“, როგორც ოპოზიციის შიგნით, ასევე მოლაპარაკების მაგიდასთან, მოლაპარაკების პროცესის ჩაშლას ცდილობდა - ეს ასე იყო პირველივე დღიდან, - ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა “ფეისბუქ“ მიმართვაში განაცხადა.
ელისაშვილი ამბობს, რომ მიღწეულია ისტორიული შეთანხმება, როცა ოპოზიციის ყველა მოთხოვნა კმაყოფილდება, მაგრამ ბოკერიას ხალხი ამბობს, რომ ამას ხელს არ მოაწერს.
“რასაც ოპოზიცია მთელი...
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, განცხადება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას შესთავაზა გადათვლის გამართული მექანიზმი, არის სისულელე, რადგან ამ შემთხვევაში კობახიძე შეამოწმებს ივანიშვილის დავალებით, ივანიშვილის მიერ ჩატარებულ არჩევნებს.
როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ერთადერთი გამართული მექანიზმი არის ახალი ნორმალური არჩევნების ჩატარება, ან პლებისციტი ნორმალური საარჩევნო ადმინისტრაციით, იმის თაობაზე, სურს თუ არა ქართველ ხალხს ახალი არჩევნები.
მისივე თქმით, თუ ელისაშვილს აქვს ივანიშვილთან მოლაპარაკების სურვილი, მან უნდა...
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია მე-10 მოწვევის პარლამენტის ხვალ დაგეგმილ პირველ სხდომას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ქართული ოცნება პრლამენტში მარტო იქნება.
ხოშტარია ასევე პარლამენტში ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლების შესაძლო შესვლის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ თუ მსგავსი ფაქტები მოხდება, ეს ოპოზიციის ერთობასა და ბრძოლაზე გავლენას არ იქონიებს.
"ოპოზიცია ერთიანია. ცალკეული ადამიანების ოცნებაში შესაძლო გადასვლა არ არღვევს ერთიანობას. იმიტომ რომ არა ერთი პარტია დგას პრინციპულად ერთ პოზიციაზე. თავად იმ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































