24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე დიდ ქალაქებში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში ფოთსა და თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადადგილების შეზღუდვა ძალაში რჩება. ასევე კვლავ აკრძალული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა.
შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელი შეზღუდვები რჩება ძალაში და რომელი მსუბუქდება, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვები სრული მოცულობით არ შემსუბუქდება. ამის შესახებ ბრიფინგზე მაია ცქიტიშვილმა თქვა.
24 დეკემბრიდან ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა დიდ ქალაქებში — თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდსა და თელავში. ასევე, შეზღუდვები რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტთან დაკავშირებით.
არ გაიხსნება ბაზრობები და იმუშავებენ მხოლოდ აგრარული ბაზრობები.
ზემოთ ჩამოთვლილ დიდ ქალაქებში დაშვებული იქნება სავაჭრო ობიექტების...
გორის კულტურისა და დასვენების პარკს "ახალბაღი" რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამ მიზნით, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
ჯამში გამოყოფილია 7,86 მლნ ლარი. ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა წინადადებების მიღება 2021 წლის 12 თებერვლიდან უნდა დაიწყონ და დასრულდება 15 თებერვალს. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 9 თვეში უნდა დაასრულოს.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და გორის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას შორის...
საახალწლო განათებებით მორთული ქალაქი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის მოადგილემ დავით ვერავამ დაათვალიერეს.
მერმა ზუგდიდელებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.გიორგი შენგელიამ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობას, განსაკუთრებით დღესასწაულების პერიოდში.
„მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე წელს განსხვავებულად ვხვდებით ახალ წელს. მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, მნიშვნელოვანია ქალაქში იყოს საახალწლო განწყობა. გავანათეთ ქალაქის მთავარი ნაძვის...
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ცენტრში მორთული საახალწლო ნაძვის ხიდან, დეკორაციების ნაწილი მოიპარეს. ინფორმაცია ამის შესახებ, ლაგოდეხის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნათია თამაზაშვილმა დაადასტურა. ამის შესახებ რადიო ჰერეთი წერს.
“ნაძვის ხეს ვაწყობთ, ჩვენი ხელით, როგორც გასულ წლებში, ვიღაცამ წაიღო დეკორაციის ნაწილი, ვარსკვლავები, ყვავილები და პლასტმასის საბურავი, რომელიც ნაძვის ხეს ჰქონდა შეყენებული. არ არის ძვირადღირებული, მაგრამ თავად ფაქტი ძალიან სამწუხაროა. ჩვენი ქალაქისთვის ვწვალობთ და ვიღაც...
პარლამენტში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატს ეკატერინე ტიკარაძეს უსმენენ.
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებზე მთავრობის მომავალი წევრები სამთავრობო პროგრამას წარადგენენ. მინისტრობის კანდიდატმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა პირველადი ჯანდაცვის როლზე. ეკატერინე ტიკარაძეს განცხადებით, პირველადი ჯანდაცვის სექტორს კოვიდის მართვაში უდიდესი როლი აქვს. კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა ონლაინ კლინიკების პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც ოჯახის ექიმების მიერ, ყოველდღიურად ხორციელდება კოვიდ პაციენტების...
მოლაპარაკებების უმთავრესი მიზანი, რა თქმა უნდა არის ხელახალი არჩევნები. ჯერჯერობით, ხელისუფლება ამისთვის მზად არ არის. ის საუბრობს შანტაჟის ენით, რომ გააუქმებს პარტიებს, შეწყვეტს დაფინანსებებს და იძულების რეჟიმში მოაქცევს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს. ეს ნათლად მეტყველებს მათ მიზნებზე, რომ რეალურად ერთპარტიული არალეგიტიმური პარლამენტი სურთ და აქვთ კიდევაც“, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა გიორგი გუგავამ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების შიგნით, მიმდინარეობს...
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა ერთობლივი კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა სამედიცინო პერსონალზე. მისი განცხადებით, დღეს COVID-19-ის მართვაში პირველადი ჯანდაცვის სექტორი სრულად არის მობილიზებული. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 65-მდე კლინიკაში მოსახლეობას მომსახურეობას 138 ბრიგადის 700-მდე ექიმი უწევს.
„დღეისათვის კლინიკების რაოდენობა...
2020 წელს, კლინიკების მიმართ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დავალიანება 200 მილიონი ლარით შემცირდა, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2020 წლის 31 დეკემბრისთის დავალიანება 160 მილიონ ლარზე მეტი არ იქნება.
„ჯანმთელობის ეროვნულმა სააგენტომ უკვე შეძლო ადმინისტრირების იმგვარი მოწესრიგება, რომ უკვე დავძლიეთ არაერთი გამოწვევა. მათ შორის, კლინიკებისადმი ფინანური ანგარიშსწორების ვადები შემცირებულია და მოწესრიგდა. ეს...
პარტია „ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ამ დროისთვის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი ჩანიშნული არ არის, რადგან ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით კონსენსუსი მიუღწეველია. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ აღნიშნა, მოლაპარაკებების პროცესს აზიანებს ასევე ხელისუფლების „სადამსჯელო ღონისძიებები“, რაც დაფინანსების შეწყვეტას და რეგისტრაციიდან მოხსნის საკითხს ეხება.
„ამ მომენტისთვის მეხუთე რაუნდი ჩანიშნული არ არის. მთავარი საკითხი არის ვადამდელი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით...
ამ წლისა და საერთოდ 4-წლიანი საარჩევნო ციკლის ამოცანა იქნება, როგორ მოვამზადოთ ქვეყანა მისი ისტორიული მიზნის, ისტორიული ოცნების განსახორციელებლად - შესაძლებელი გავხადოთ განაცხადის გაკეთება სრულფასოვან წევრობაზე ევროკავშირში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრაზე - „ელჩების კონფერენცია 2020 - საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გლობალური პანდემიის პირობებში, ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა,...
„ქართულმა ოცნებამ" მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ ოპონენტები, ამ შემთხვევაში, ბარიერგადალახული პოლიტიკური პარტიები, შემოსულიყვნენ პარლამენტში, - განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ.
როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის მხრიდან ყოველგვარი კონსენსუსის მიმართ მიუღებლობაა.
„ქართულმა ოცნებამ", ასევე, მედიატორებმა, ჩვენმა მეგობარმა ქვეყნებმა და სტრატეგიულმა პარტნიორებმა ცდა არ დააკლეს, რომ ოპოზიცია შესულიყო პარლამენტში. მიუხედავად ამისა, არ არსებობდა კონსტრუქციულობის ნიშან-წყალი ოპოზიციის მხრიდან,...
ფაქტია, რომ ოპოზიცია ემზადებოდა იმ სცენარისთვის, რასაც ვხედავთ, ეს ჩვენი ყველა ევროპელი პარტნიორისთვის ცნობილია და არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს - ისინი ამით აზიანებენ თავის თავს და ქვეყანას,- ასე უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა დავით ზალკალიანმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ოპოზიციასთან დაკავშირებით დეპუტატების მიერ დასმულ კითხვას.
როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, არჩევნები არის აღიარებული და საერთაშორისო პარტნიორები მკაფიოდ მოუწოდებენ ოპოზიციის წარმომადგენლებს, შეწყვიტონ...
პარტიების დაფინანსების შეწყვეტის შესახებ პროექტი იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით მიიღო. ოპოზიციის შეფასებით მმართველი გუნდი ყველა ფორმით ცდილობს მათზე ზეწოლას და პარლამენტში შეყვანას, სწორედ ამით ხსნიას კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხივლას. ცვლილებების მიხედვით პარტიებს, რომლებიც უარის იტყვით მანდატებზე, თანხას ვერ მიიღებენ. დაფინანსება შეწყვეტილ პარტიებს არ ექნებათ არც უფასო საეთერო დრო წინასაარჩევნოდ.
"თუ "ქართული ოცნება" მართლაც რეალიზებას გაუკეთებს საკუთარ გეგმებს და ამ კანონპროექტებს...
ის, რომ არჩევნები არ არის გაყალბებული, ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის, მათთვის არჩევნების შედეგი არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ მათი დიდი ნაწილი პარლამენტში შემოსულიყო, - განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა მედიასთან ოპოზიციის პარლამენტში არშემოსვლის ფაქტის კომენტირებისას.
მისი განცხადებით, მმართველმა პარტიამ მაქსიმუმი გააკეთა მოლაპარაკებების გზით კონსენსუსის მისაღწევად.
„თუ რამეში არ არის „ქართული ოცნების" ბრალი, ეს არის ის, რომ დღეს ოპოზიცია აქ არ...
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება წარმოადგენს. მისივე თქმით, 2020 წლის განმავლობაში სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის (CEB) მიერ 2020 წელს საქართველოს მასშტაბით დასრულდა 20 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა, ხოლო 800-მდე სკოლაში სრულად მოწესრიგდა სველი წერტილები. 2021 წელს...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































