მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე კორონავირუსით დაინფიცირდა.
ზაურ ტაბატაძის თქმით, უკვე ერთი კვირაა რაც მას კორონავირუსი დაუდგინეს.
მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი სახლის პირობებში გადის მკურნალობას.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საწოლფონდზე ისაუბრა.
ეკატერინე ტიკარაძეს განცხადებით, მარტის თვესთან შედარებით საწოლფონდი 10-ჯერ გაიზარდა.
„რაც შეეხება საწოლფონდს, თუ მარტის დასაწყისში მობილიზებული საწოლფონდი შეადგენდა 15 კლინიკის 826 საწოლს, მაჩვენებელი დღეისათვის 10-ჯერ არის გაზრდილი. დღეს სისტემა 95...
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, პარტიებს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში საბიუჯეტო დაფინანსება არ შეუწყდება.
ანრი ოხანაშვილმა რიგგარეშე სხდომაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს უკუძალა არ ექნება.
„ყოველგვარ სპეკულაციას წერტილი რომ დაესვას - დღეს ყველა პოლიტიკური პარტია, ვინც ცესკოში განაცხადი შეიტანა და დაფინანსება მოიპოვა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებული არ არის დეკემბრის თვეში და...
პლებისციტზე კი არა პირდაპირ რიგგარეშე არჩევნებზე მივყვებით, თუ 1%-იანი გადახრა იქნება ჩვენს სასარგებლოდ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ხელისუფლებას პლებისციტზე შეთანხმებას სთავაზობს ვადამდელი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.
მამუკა მდინარაძე სთავაზობს ოპოზიციას, მათი მონაწილეობით შექმნილმა კომისიამ შეაფასოს, არის თუ არა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ 1%-იანი გადახრა.
„პლებისციტზე...
ოპოზიციის წარმომადგენლებს შემიძლია მივმართო, რომ დამშვიდდნენ - არავინ ართმევს ადგილებს, პირიქით, დიდი სიამოვნებით ვეპატიჟებით და ველოდებით მათგან მხურვალე ოპონირებას, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში განაცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ ფრაქციის ფორმატში, პრემიერმინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას უსმენენ.
როგორც მან განმარტა, ფრაქციის სხდომაზე ადგილები პერსონალურად არ არის განაწილებული, სწორედ ამიტომ არიან დარბაზში ორივე მხარეს მათი...
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, შეიძლება არც მე-5 რაუნდი აღმოჩნდეს ბოლო, შთამბეჭდავი შედეგის მომტანი, ამიტომ ყველა კომპრომისზე უნდა წავიდეს.
როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, მმართველი გუნდმა კომპრომისის უპრეცენდენტო ვერსია დავდო.
„ყველას ეგონა, რომ მე-3, ან მე-4 რაუნდი იქნებოდა ბოლო, შეიძლება არც მე-5 რაუნდი აღმოჩნდეს ბოლო და ვთქვათ, შთამბეჭდავი შედეგის მომტანი. ყოველ შემთხვევაში, ერთი ამოცანის წინაშე ვდგავართ - თუ ვფიქრობთ ყველანი ერთად სახელმწიფოებრივად, ყველა...
მიწის რეგისტრაცია რთული პრობლემაა, იუსტიციის სამინისტროში დაწყებულია მიწის სისტემური რეგისტრაციის 3-წლიანი პროგრამა, რომლის დასრულების შემდეგაც ასე თუ ისე მიწის სისტემური რეგისტრაცია წესრიგში მოყვანილი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას, დეპუტატ ლადო კახაძის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ვერ მოხდება 1 ან 2 წელიწადში, ამას სულ მცირე 3 წელი დასჭირდება.
„ამისთვის ბიუჯეტი უკვე...
ბორჯომის მერიაში სტუდენტთა წახალისების პროგრამა ამოქმედდა, რომელიც საბაკალავრო პროგრამების წარმატებული სტუდენტების ფულადი თანხით დაჯილდოებას გულისხმობს.
ბორჯომის მერიი ნფორმაციით, პროგრამა სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებზე ვრცელდება. ფულადი ჯილდო ერთ წარმატებულ სტუდენტზე სემესტრში 1000 ლარს შეადგენს.
„ფულადი ჯილდო გაიცემა სტუდენტზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს: არის საქართველოს მოქალაქე; განცხადების შემოტანის მომენტისთვის მინიმუმ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; არის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი; სემესტრის განმავლობაში...
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ, პარლამენტში გუშინ მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე მედპერსონალზე ისაუბრა.
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სახელმწიფო ექიმების გადამზადებას მუდმივად ახორციელებს.
„ჩვენი ამოცანაა, მედპერსონალი იყოს მუდმივად ინფორმირებული განახლებადი მიდგომების შესახებ. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, მუდმივად ახორციელებს ექიმების გადამზადებას. ამ დრომდე, ყველა ოჯახის ექიმის გადამზადება განხორციელდა 4-ჯერ, ხოლო 2-ჯერ სოფლის ექიმების სრული გადამზადება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
თბილისის საკრებულოს სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს ახალი წევრების მიხეილ მესხის და ბორია ფირცხელიანის უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირეს. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ ახალ წევრებს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
საკრებულოს ინფორმაციით, ასევე დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა საკრებულოს წევრებს „ცენტრ პოინტის“ 2 დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულების ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების თაობაზე განკარგულების პროექტი გააცნო.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს...
საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობას მოუწევს საგადასახადო შეღავათების გადახედვა, რომელიც მისივე თქმით, დიდი ხანია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საგადასახადო შეღავათების ეფექტიანობა სამთავრობო პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება.
„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ განსაკუთრებით ეკონომიკური კრიზისების პერიოდში ფისკალური კონსოლიდაცია და დისციპლინა არის უაღრესად მნიშვნელოვანი მიზანი მთავრობის. ჩვენ მოგვიწევს ბევრი ისეთი...
უნდა დავიწყოთ სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციაზე ფიქრი, ეს არ ეხება სტრატეგიულ საწარმოებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მთავრობას კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს იმ სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებით, რომელთა ეფექტიანობის თვალსაზრისით კითხვები არსებობს და ქვეყნის ბიუჯეტს აწევს მძიმედ.
„სახელმწიფო საწარმოების მართვის ხარისხის ამაღლება არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რის მიმართულებითაც ჩვენ ბევრს ვიმუშავებთ და ბევრის გაკეთება...
საჯარო მოხელე საქართველოს მთავრობის შემდგომი 4 წლის ყურადღების ცენტრში იქნება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გიორგი გახარიას განცხადებით, საჯარო მოხელის კომპეტენციის გაზრდა და კეთილსინდისიერება მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება.
„ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი რეფორმა, რომელიც ჩვენ უნდა გავატაროთ 4 წლის განმავლობაში, შეუძლებელია მმართველობითი სისტემის და საჯარო მოხელის დახმარების, პირდაპირი ჩართულობის გარეშე. ყველას...
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ უკანონო მშენებლობებთან კავშირი მერიის ერთ-ერთ თანამშრომელს აღმოაჩნდა.
"დევნილის სტატუსის მატარებელი პირების გარდა, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ აღმოჩენილ უკანონო მშენებლობებთან კავშირი დაუდასტურდა, ასევე, სხვა მოქალაქეებს. ასევე, უნდა აღვნიშნო სამწუხარო ფაქტი, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია ერთ-ერთი არის მერიის თანამშრომელი. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ არავისთან მიმართებაში არ ვაპირებთ უკან დახევას. ყველა, ვინც ჩადის...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 24 საათში, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 675 ფაქტი გამოავლინა.
შსს-ს ინფორმაციით, იზოლაციის ან კარანტინის წესის დარღვევისთვის 75 პირი, პირბადის ტარების წესის დარღვევაზე კი 600 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით,...
ერთი წლის განმავლობაში, როდესაც პანდემია მძვინვარებდა მსოფლიოში, საქართველოში სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელება ერთი დღით არ გაჩერებულა, ტემპი არ დაგვიგდია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან დეპუტატ სოზარ სუბარის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
გახარიას განმარტებით, სისტემურ ინფრასტრუქტურაზე ფიზიკური სამუშაო პროცესი არ გაჩერებულა და ეს მიდგომა გაგრძელდება.
„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ სისტემური ინფრასტრუქტურის ნაწილში კაპიტალური ხარჯები არ შემცირდება. ვერ გაიზრდება იმ ტემპით,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































