ელენე ნიჟარაძე „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას აღარ იკავებს. ამის შესახებ ინფორმაცია ISFED-ის ბორდის წევრმა თამარ სართანიამ დაადასტურა.
მისივე თქმით, უფრო მეტი დეტალის შესახებ ხვალ ჩანიშნულ ბრიფინგზე გახდება ცნობილი.
"უბრალოდ ის ინფორმაცია შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ელენე აღარ არის დირექტორი და დანარჩენზე ხვალ ჩანიშნულ ბრიფინგზე ვისაუბრებთ. ელენესთან ჩვენ ძალიან აქტიური კომუნიკაცია და ძალიან აქტიური თანამშრომლობა გვქონდა ნამდვილად“, - განაცხადა თამარ სართანიამ „ფორმულას“...
ქუთაისის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობა ახალ ფაზაში შევიდა და პროექტზე მომუშავე მხარეებსა და სუბიექტებს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ვიცე მერი დავით ერემეიშვილი და "დისტანციური ზონდირების და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი გეოგრაფიკი".
მონაწილეებმა ისაუბრეს 2020 წლის 15 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცესების მიმდინარეობასა და გენგეგმის შემუშავების პირველ ეტაპზე.
"დისტანციური ზონდირების...
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო რეგიონის მთავრობას დასამტკიცებლად დღეს კენჭს უყრის.
დეპუტატების წინაში სიტყვით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი თორნიკე რიჟვაძე გამოდის.
როგორც იგი აცხადებს, პანდემიის დასრულების შემდეგ სწრაფად უნდა მოხდეს ტურიზმის სექტორის ხელშეწყობა, რადგან ეკონომიკური სიჯანსაღე რეგიონში ტურიზმზე არის დამოკიდებული.
თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, კორონავირუსის ფონზე აჭარაში ინვესტიციების განხორციელება არ შეფერხებულა. მან ასევე სამომავლოდ ჯანდაცვისა და განათლების მიმართულებით პრიორიტეტებზე ისაუბრა.
თორნიკე რიჟვაძის თქმით, 2024...
თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით, 25 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, დაუშვას კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა დედაქალაქში არსებულ ავტობუსებისთვის განკუთვნილ ხაზებში.
როგორც მან თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ გამოიწერება.
„კერძო სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მაჩვენებელი 20%-ით გაიზარდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს მიერ შემუშავებულ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ორიენტირებული სატრანსპორტო პოლიტიკის გატარების აუცილებლობას.
მოგეხსენებათ, პანდემიიდან...
აჭარის უმაღლეს საბჭოში საკომიტეტო მოსმენების შემდეგ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობის საკითხი განიხილეს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უნაღლესი საბჭოს ინფორმაციით, ფრაქციის 14-ვე წევრმა მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა და მათ კანდიდატურებს მხარი დაუჭირა.
უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომას თავმჯდომარე გიორგი მანველძე უძღვებოდა. მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა თორნიკე რიჟვაძემ პოლიტიკურ გუნდს გამოცხადებული ნდობისათვის კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა და რეგიონისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ისაუბრა.
„ჩვენ ყველას ხელისუფლება ვართ,...
ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ პანდემიასთან დაკავშირებით შეზღუდვების სიმკაცრეზე, ეს არის ძირითადი პრობლემა, როდესაც ვცდილობთ ამ ბალანსის - ოქროს შუალედის დაჭერას, არც ჯანმრთელობა დავაზიანოთ და ეკონომიკას მივაყენოთ მინიმალური ზიანი , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, კითხვა-პასუხის რეჟიმში განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.
მისივე თქმით, როგორც კი პანდემიის პრობლემა მსოფლიოში მოგვარდება, მაშინ...
პარლამენტის წევრი, კახა კახიშვილი სოციალურ სფეროში არსებულ პრობლემებს შეეხო და გიორგი გახარიას მიმართა, ხომ არ არსებობს სამართალდამცავთა სისტემის თანამშრომლების სოციალური გარანტიების პაკეტი.
მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია სამართალდამცავი სისტემის დაღუპული თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური გარანტიები.
„გმირი უნდა იყოს მაგალითი და გმირის ოჯახი უნდა იყოს დაფასებული, რომ ადამიანებმა ნახონ, სახელმწიფო ზრუნავს იმ ადამიანებზე, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს ქვეყნის ინტერესები“, -განაცხადა...
მეათე მოწვევის პარლამენტი ყველა წინა პარლამენტებისაგან გამორჩეულია მრავალპარტიულობით, - ეს შეფასება ჟურნალისტებთან საუბრისას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე წარდგენილმა მაია ცქიტიშვილმა გააკეთა.
ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველმა ნდობა ცხრა პარტიას გადასცა და არჩევნების შედეგები აღიარებული ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ.
“ოპოზიციური პარტიების მხრიდან არის იმ სურათის შექმნის მცდელობა, თითქოს პარლამენტი ლეგიტიმური არ არის. რეალობა სულ სხვაა. პარლამენტი არჩეულია...
ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ოპოზიცია ხელისუფლების დელეგიტიმაციას და იმ პროცესების დაზიანებას ცდილობს, რაც პარლამენტში უნდა მიმდინარეობდეს. როგორც მაჭავარიანი აღნიშნავს, უმრავლესობამ ყველაფერი გააკეთა, რათა ოპოზიცია პარლამენტში შესულიყო და მმართველ გუნდს ოპოზიციის პარლამენტში არყოფნა კომფორტს არ უქმნის. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას განცხადებას, რომ „ოპოზიციის ქმედებები სახელმწიფო ინსტიტუტების დელეგიტიმაციის მცდელობაა”, მაჭავარიანი ამბობს, რომ ოპოზიციის მხრიდან „მაღალი ხარისხის დესტრუქცია” ხდება.
„მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები ჩატარდა...
2021 წელს როგორც იყო დაგეგმილი ქედა-შუახევი-ხულოს გზის 24 კმ-იანი მონაკვეთი დასრულდება, - ამის შესახებ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ანზორ ბოლქვაძის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ქედა-შუახევი-ხულოს მიმართულებით არსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეეხებოდა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტრომ წელს აჭარის ბიუჯეტს დამატებით გამოუყო 40 მლნ, რათა პროექტები არ გაჩერდეს და გაგრძელდეს გეგმის შესაბამისად.
„ამ პროექტების ნაწილი, მოგეხსენებათ,...
ალეკო ელისაშვილის თქმით, მოლაპარაკებებიდან საარჩევნო სისტემის ცვლილებაა წამოსაღები და შემდეგ ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში და ნუ რცხვენიათ ამის ამოღერღვა. ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
ის ეთანხმება კელი დეგნანის მოსაზრებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.
„შეთანხმება გასაფორმებელია, იქიდან ყველაზე მნიშვნელოვანი - საარჩევნო სისტემის ფუნდამენტური ცვლილება არის წამოსაღები და, შემდეგ, ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში. ნუ რცხვენიათ იმის ხმამაღლა თქმა და ამოღერღვა, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს. ჩვენც...
გახარია: შემოსავლების სამსახურის ეფექტური მუშაობის აუდიტია ჩასატარებელი და ეს სწრაფადაა გასაკეთებელი
პრემიერმინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურის ეფექტური მუშაობის აუდიტია ჩასატარებელი და ეს სწრაფადაა გასაკეთებელი.
როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, საგადასახადო ცვლილებების სფეროები იდენტიფიცირების პროცესშია.
„მაგალითად, საგადასახადო შეთანხმება, საგადასახადო დავების სისტემა, ბევრ შემთხვევაში არის დღგ-ს შეღავათები, რომლებიც დღეს ჩემთვის საერთოდ გაურკვეველია რატომ, ხშირ შემთხვევაში, სადაც ადგილობრივი წარმოების ელემენტარული ჩანასახები გვაქვს, შეღავათებით ვასტიმულირებთ იმპორტს. აუდიტია ჩასატარებელი საერთოდ საგადასახადო შეღავათების, შემოსავლების...
წინა სტატია
საჭირო იქნება თქვენთვის ჩვეული მკაცრი გადამწყვეტი პოზიციის დაფიქსირება, თქვენი ჩართულობა მცხეთის პრობლემის მოგვარებაში, - ამის შესახებ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.
მისი თქმით, მიუხედავად უამრავი მცდელობისა, ეს პრობლემა ისევ დღის წესრიგში დგას.
„ჩემი საუბრის თემა ეხება ისევ და ისევ ძველ პრობლემას, რომელიც გარკვეულ უხერხულობას მიქმნის - მცხეთის მორატორიუმს, რომელიც მძიმე...
თუ სადღაც მთის მოსახლეობა დაჩაგრულად გრძნობს თავს სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებთან წვდომის ნაწილში, რა თქმა უნდა, უნდა მივეხმაროთ, იმიტომ, რომ მთის მოსახლეობის მხარდაჭერა არის პრიორიტეტის დონეზე აყვანილი საქართველოს მთავრობაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან
გიორგი გახარიას თქმით, იმისთვის, რომ მთის და ზოგადად, რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების გამოყენება...
დღეს ქვეყანაში გაზიფიცირების მაჩვენებელი არის ერთ-ერთი საუკეთესო ევროპაში, ეს, უბრალოდ ფაქტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
მისივე თქმით, გაზიფიცირების 3-წლიანი გეგმა, რომელიც სრულდებოდა 2021 წელს, მიუხედავად იმისა, რომ გაზიფიცირების მაჩვენებელი ქვეყანაში დაახლოებით 85-90%-ია, კიდევ 3 წლით გაგრძელდა.
„დაიწყო გაზიფიცირების ახალი პროგრამა 2021-2024 წლებისთვის. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 2019-2021 წლის პროგრამაში დამატებით ახალი 46...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა, საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის შეკითხვაზე, მიწის რეფორმის ფარგლებში კანონქვემდებარე აქტების მიღებასთან დაკავშირებით, განმარტება გააკეთა.
„2020 წელს შეიქმნა მიწის მდგრადი მართვის სააგენტო, რომელსაც 3 კანონქვემდებარე აქტის მიღება ჰქონდა დავალებული. ეს კანონქვემდებარე აქტები შემუშავდა კერძო სექტორთან თანამშრომლობით, მაგრამ, პანდემიიდან გამომდინარე და იმის გამო, რომ ბევრი საჯარო განხილვის ჩატარება იყო საჭირო,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































