ცქიტიშვილი: კიდევ გვაქვს იმედი, რომ პარტიებს შორის დიალოგი წარმატებით დასრულდება

348

მეათე მოწვევის პარლამენტი ყველა წინა პარლამენტებისაგან გამორჩეულია მრავალპარტიულობით, – ეს შეფასება ჟურნალისტებთან საუბრისას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე წარდგენილმა მაია ცქიტიშვილმა გააკეთა.

ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველმა ნდობა ცხრა პარტიას გადასცა და არჩევნების შედეგები აღიარებული ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ.

“ოპოზიციური პარტიების მხრიდან არის იმ სურათის შექმნის მცდელობა, თითქოს პარლამენტი ლეგიტიმური არ არის. რეალობა სულ სხვაა. პარლამენტი არჩეულია მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილის მიერ. წლევანდელი არჩევნები ამომრჩეველთა მაღალი მონაწილეობით გამოირჩეოდა. ეს ის პარლამენტია, სადაც ამომრჩეველმა ცხრა პარტია განსაზღვრა და ნდობა ცხრა პარტიას გადასცა. ჩვენ კიდევ გვაქვს იმედი იმისა, რომ პარტიებს შორის დიალოგი წარმატებით დასრულდება“, – განუცხადა ჟურნალისტებს მაია ცქიტიშვილმა.