იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის წევრებს საერთოდ არ სურთ შრომის ანაზღაურების მიღება, მაშინ მათ წერილით უნდა მიმართონ პარლამენტის აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს, - ამის შესახებ პარლამენტის აპარატის განცხადებაშია ნათქვამი.
„გაცნობებთ, რომ პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების საკითხს არეგულირებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, საქართველოს კანონი „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ და საქართველოს კანონი„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ .
ასევე, გაცნობებთ, რომ მას შემდეგ, რაც მეათე...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ლილოს ნაგავსაყრელი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქალაქისთვის და იმ მცხოვრები ადამიანებისთვის იმ სახით, როგორიც დღეს არის.
როგორც მან საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას განმარტა, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების დაფინანსებით და მხარდაჭერით ეს პრობლემა მოწესრიგდება.
„რაც შეეხება ლილოს ნაგავსაყრელს, ჩვენ ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს და უკვე სიღრმისეულად ვართ წასული ამ პროექტთან დაკავშირებით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან. მათი დაფინანსებით განხორციელდება ეს...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ავტობუსების ჩანაცვლების პროგრამა მომდევნო წლის დასაწყისში დასრულდება. როგორც მან დედაქალაქის საკრებულოში განმარტა, მუნიციპალიტეტმა ასევე მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროგრამა დაიწყო და პირველ ეტაპზე 300 ერთეული მიკროავტობუსი არის შეძენილი.
კალაძის თქმით, უახლოეს პერიოდში, დამატებით ახალი მიკროავტობუსები შეძენის შესაძლებლობა იქნება.
„იცით, რომ ჩვენ დავიწყეთ ავტობუსების ჩანაცვლების პროგრამა, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. მომდევნო წლის დასაწყისში ეს პროექტი მთლიანად დასრულდება. თბილისს ეყოლება განახლებული...
დედაქალაქის ვიცე მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, 2021 წლის ბიუჯეტი 1.1 მილიარდი ლარით განისაზღვრება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
ამასთან, როგორც ხმალაძე დასძენს, ყოველ წელს თბილისისთვის და თბილისის მოსახლეობისთივის მინიმუმ ერთი მილიარდი ლარი იხაჯებოდა.
„ყველამ კარგად ვიცით, რომ 2020 წელს მოხდა პანდემია და ამან საკმაოდ დიდი გავლენა იქონია ეკონომიკურ სექტორზე, არამხოლოდ, საქართველოში,...
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენა მიმდინარეობს.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, თბილისის ბიუჯეტი 2021 წელს საწყის ეტაპზე მილიარდ 50 მილიონით არის განსაზღვრული, თუმცა რამდენიმე თვეში ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება.
„დღეს თბილისის მერთან ერთად გვექნება შესაძლებლობა შევაჯამოთ 2020 წელი, რომელიც საკმაოდ არაორდინალური წელი გახლავთ, გამომდინარე მსოფლიო პანდემიიდან, თუმცა ვფიქრობ, რომ მიუხედავად რთული პერიოდისა, თბილისის...
საქართველო ექვსი ქალაქისთვის 175 ავტობუსის შესაძენად EBRD-ისგან 19 მილიონ ევროს სესხულობს.
როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამისთვის EBRD-მა 2019 წელს 17 მილიონი ევრო გამოყო, თუმცა აღნიშნული თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა და დონორთან დამატებით 2 მილიონი ევროს გამოყოფაზე მოხდა შეთანხმება.
„საქართველოსა და „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს“ შორის...
„სამართლიანი არჩევნების“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, ელენე ნიჟარაძის განცხადებით, პარალელური დათვლების დროს დაშვებული ხარვეზი არ იყო იმ მნიშვნელობის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გამოეწვია და ეს შეფასება მმართველი გუნდის მხრიდან „არასწორი და გაზვიადებული იყო“.
როგორც ნიჟარაძემ განაცხადა, „პივიტის“ შედეგებზე ყურადღების გადატანა მიზანმიმართულად მოხდა, რათა სხვა სერიოზული დარღვევების იგნორირება მომხდარიყო.
„ეს იყო მცირე ხარვეზი, რასაც მმართველი პარტიის მხრიდან დიდი გაზვიადება მიენიჭა და წარმოჩენილი იყო, რომ...
ჩვენ ვგეგმავთ, ყველა რეგიონში რეკრუტირების ცენტრების შექმნას და მშენებლობას,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სამინისტროს 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია ჯარში მიმდინარე პროცესებზე.
„სამხედრო პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება და ყველა სამხედრო სერვისის დროული და ეფექტური მიწოდება მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასევე ინფორმაციაზე წვდომა თუ რა ხდება ჯარში, რა პროცესები მიმდინარეობს.
ჩვენ ვგეგმავთ, ყველა რეგიონში...
ბათუმში ე.წ. უნივერსამში მოვაჭრეები მუშაობის განახლებას ითხოვენ და საპროტესტო აქცია გამართეს.
როგორც მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, ბაზრობაზე დღეს დილით შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები მივიდნენ და ბაზრობა დაკეტეს.
მოვაჭრეების თქმით, ჯანდაცვის რეკომენდაციებს იცავენ, თუმცა მუშაობას ვერ ახერხებენ.
მათივე თქმით, სავაჭრო ცენტრში ხალხმრავლობა არ არის და დისტანციის დაცვა ხდება.
„დისტანცია იყო დაცული. ვმუშაობდით, გახსნილი გვქონდა მაღაზიები, მაგრამ დაგვკეტეს. ერთი შესასვლელი გვაქვს. „ხოფის“ ბაზრობის მოვაჭრეებმა დაიწყეს ჩივილი და...
ყველა ერთად ვიმუშავებთ ძალიან ბევრს, რომ ყველა მოქალაქემ იგრძნოს მთავრობის, სახელმწიფოს გვერდში დგომა, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
„მადლობა მინდა გადავუხადო უმაღლეს საბჭოს გამოცხადებული ნდობისთვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებით აჭარის მოსახლეობას, რომელმაც ნდობა გამოგვიცხადა, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში მათთან ერთად ვიმუშაოთ მათი პრობლემების გადასაჭრელად. მოკლევადიან პერსპექტივაში მთავარ ამოცანას ეპიდემიის დასტაბილურება და ლოკალიზება...
მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება, დადგენილი რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შედარებით სტაბილიზაცია და ვაქცინაციის ეტაპისთვის მზადების პროცესი განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სხდომაზე აღინიშნა, რომ ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, დღიურად 20 ათასამდე ტესტის ჩატარება გრძელდება, თუმცა შეინიშნება მოქალაქეების მიმართვიანობის შემცირება, ამიტომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო...
ისნის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ნოე ხომერიკის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს.
თბილისის მერიის ცნობით, სამუშაოების შედეგად, ნოე ხომერიკის ქუჩაზე სრულად გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები.
„პირველ ეტაპზე, კომპანია GWP-ის მიერ წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია და წყალმომარაგების სისტემის ცვლილება განხორციელდა. მიწისქვეშ განთავსდა სხვადასხვა საკომუნიკაციო სადენი. მოეწყო სანიაღვრე სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, შშმ პირთათვის ადაპტირებული ბორდიურები და მიწისზედა ჰიდრანტი. 6 000 კვ.მ ფართობზე დაიგო ასფალტის საფარის პირველი ფენა....
ჩემთვის პრობლემა არ იყო თანამდებობიდან გადადგომა, თუ ეს მიზნად ისახავს და შეუძლია ორგანიზაციის რეპუტაცია დაიცვას თავდასხმებისგან, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დაშვებული ხარვეზი მისთვის ძალიან მძიმე შეცდომა იყო.
„ჩვენ თავიდანვე მზად ვიყავით და ვიცოდით, როცა საზოგადოებასთან ამ ინფორმაციის კომუნიკაცია მოხდებოდა, ეს გამოიწვევდა მღელვარებას, რადგან ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც...
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, 2 კოვიდინფიცირებული მოქალაქე: 1982 წელს დაბადებული ბ.ჯ. და 1985 წელს დაბადებული ა.კ. იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბ.ჯ. კოვიდაღრიცხვაზე 2020 წლის 15 დეკემბრიდან იმყოფება, ხოლო ა.კ. – 20 დეკემბრიდან. ორივე მათგანზე სპეციალისტებმა თვითიზოლაციის რეკომენდაცია გასცეს. მიუხედავად ამისა, აღნიშნულმა მოქალაქეებმა თვითნებურად დატოვეს იზოლაციის ადგილი. სამართალდამცველებმა კოვიდინფიცირებული...
ISFED-ის გამგეობის თავმჯდომარის, თამარ სართანიას განცხადებით, არსებობს რამდენიმე ვერსია იმის შესახებ, თუ საიდან ჰქონდა ინფორმაცია „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო ხმების პარალელური დათვლისას ISFED-ის მიერ დაშვებულ შეცდომებთან დაკავშირებით.
როგორც სართანია აღნიშნავს, არსებობის უფლება იმ ვერსიასაც აქვს, რომლის თანახმადაც ორგანიზაციაზე ფარული მიყურადება ხორციელდებოდა.
„საიდან იცოდა „ქართულმა ოცნებამ“ წინასწარ, ეს არ ვიცით, ამაზე არის რამდენიმე ვარიანტი, სადაც ყველას თანაბრად აქვს არსებობის უფლება. ISFED-ს დამკვირვებლები 1000 უბანზე...
„სამართლიანი არჩევნების“ გამგეობის თავმჯდომარე თამარა სართანია განმარტავს, რატომ გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. როგორც სართანიამ ბრიფინგზე აღნიშნა, „ISFED-ის დირექტორზე ზეწოლის, შანტაჟის ან დაშინების მცდელობას ადგილი არ ჰქონია“.
ამასთან, სართანიას თქმით, ISFED-ის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციაში სამი პარტიის - „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“, შემთხვევაში მონაცემებში ცდომილება ზღვარს აცდა, რის შემდეგაც ორგანიზაციაში მოკვლევა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































