2021 წლის თებერვლიდან ზუგდიდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრობის საფასურის გადახდის ელექტრონულ სისტემაზე გადადის, ხოლო ბილეთების შეძენას კონტროლიორები შეამოწმებენ. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ზუგდიდის მერიაში უთხრეს.
კონტროლიორების პოზიციაზე ვაკანსია მერიის შპს "ზუგდიდის მუნიციპალურმა ტრანსპორტმა" ჯობს.გე-ზე გამოაცხადა. მოთხოვნების თანახმად, ბილეთიანების შემოწმების გარდა, კონტროლიორი უფლებამოსილი იქნება უბილეთო მგზავრს საჯარიმო ქვითარი გამოუწეროს.
მათი საქმიანობის ანაზღაურება კი 400 ლარი იქნება.
ჯერ კიდევ 2019 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მერიის შპს-ს...
რეაბილიტაციის გამო “ენგურჰესი“ 20 იანვრიდან 3 თვით გაჩერდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ენგურჰესის“ დირექტორმა ლევან მებონიამ განუცხადა, გვირაბის რემონტის გამო ჰესი 20 იანვრიდან აპრილის ბოლომდე შეწყვეტს მუშაობას.
„ჰესის რეაბილიტაციის სხვა სამუშაოები უკვე დაწყებულია. ამჟამად საუბარია გვირაბის რემონტზე, რომელიც ჰესის გაჩერებას მოითხოვს. „ენგურჰესი“ გაჩერდება 20 იანვრიდან აპრილის ბოლომდე“, - აღნიშნა ლევან მებონიამ.
მისივე თქმით, ჰესის გაჩერების პერიოდში ქვეყანას 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება. ცნობისთვის,...
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს არ სჭირდება კლინიკების ის რაოდენობა, რაც დღეს ქვეყანაშია. როგორც გადაცემაში "რა დროს ძილია" მინისტრმა განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს სტრატეგიის შემუშავება, სადაც კლინიკის არსებობის პირველი მახასიათებელი არის პაციენტისთვის უსაფრთხო და ხარისხიანი სერვისის მიწოდება და ასევე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა.
ტიკარაძის თქმით, სახელმწიფოს არ აქვს ბერკეტი, რომლითაც კერძო ბიზნესს ეტყვის თუ რომელი პროფილის კლინიკის არსებობაა საჭირო მოცემულ...
დიდ ქალაქებში და აჭარის რეგიონში სასწავლო წლის მეორე სემესტრი დღეიდან, 18 იანვრიდან დისტანციურ ფორმატში განახლდა. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ გასულ კვირას გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
უწყების გადაწყვეტილებით, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ დანარჩენ სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში დაიწყო.
„2021 წლის 18 იანვარს იწყება 2020-21 წლის მეორე სემესტრი. ეს სემესტრი დაიწყება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის...
წინა სტატია
ქართული პოლიტიკური პარტიების შემომწირველთა, დაახლოებით, 38%-ს იმაზე მეტი აქვს შეწირული, ვიდრე ერთი წლის საშუალო დარიცხული ხელფასია საქართველოში (დაახლოებით 11,900 ლარი). ასეთ შემომწირველებზე ყველა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულების დაახლოებით 85% მოდის, რაც მათ მსხვილ დონორებზე დამოკიდებულებას მიუთითებს - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც 2020 წლის 1 სექტემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით საპარლამენტო არჩევნების კამპანიის დაფინანსების საკითხებს...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებმა სულ დაახლოებით, 37.3 მლნ ლარის ოდენობის ხარჯი გაწიეს, რომლის 46% - 17.1 მლნ ლარი მმართველ პარტია - „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოზე“ მოდიოდა, 6 მლნ ლარის ხარჯით მეორე ადგილზე იყო „ლელო - მამუკა ხაზარაძე”, მესამეზე კი - საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ 5.2 მლნ ლარით,- ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა...
შემდეგი სტატია
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს (TI) კვლევის ფარგლებში შესწავლილმა საარჩევნო სუბიექტებმა 1 სექტემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით მთლიანობაში, დაახლოებით, 38.6 მლნ ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღეს, აქედან თითქმის ნახევარი (45%) — 17.3 მლნ ლარი, მმართველ პარტია ქართული ოცნებაზე მოდიოდა. 6 მლნ ლარით მეორე ადგილზე იყო ლელო , მესამეზე კი საარჩევნო ბლოკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია — 5.7 მლნ ლარით.
TI-ს თანახმად, სუბიექტის მიერ ჯამურად მიღებული შემოსავლების მხოლოდ 10%...
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მიზნით უკვე 45 000 განაცხადი დარეგისტრირდა.
„შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ფარგლებში, კომპენსაციას მიიღებენ ის პირები რომლებიც ერთობლივად დააკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის იანვრიდან - 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით, ნებისმიერ ორ ან მეტ თვეს და ამ პერიოდში იღებდნენ ხელფასს, (რაც დასტურდება დამქირავებლის მიერ,...
წინა სტატია
ბუკნარში მუსლიმი თემის, ქრისტიანებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. მხარებს შორის შეთანხმება შედგა.
შეხვედრის მონაწილეების განაცხადებით, ის რაც ამ დღეების განმავლობაში ხდებოდა, ეს იყო პროვოკაცია. შეხვედრის მონაწილეთა თქმით, მათ გასაყოფი არაფერი აქვთ და თანაცხოვრება ჩვეულ რეჟიმში უნდა გააგრძელონ.
„მიხარია, რომ ის ინციდენტი, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, სრულად აღმოიფხვრა. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, მუსლიმები და მართლმადიდებელი ქრისტიანები აცხადებდნენ, ერთეული ადამიანების მიერ პროვოცირებულმა...
არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობას, ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრს და ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავენ, 1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს და უზრუნველყოფილ იქნას შესაბამისი ღონისძიებების გატარება პანდემიით გამოწვეული მოთხოვნების დაცვისთვის - დისტანცირება, დეზინფექცია და მგზავრთა რაოდენობის და ტრანსპორტში პირბადის ტარების კონტროლი და საზ. ტრანსპორტის მუშაკთა უსაფრთხოების დაცვა.
მიმართვას შვიდი ორგანიზაცია აწერს ხელს და ესენი არიან: “თბილისის ველომოყვარულთა კლუბი“, ფონდი “პარტნიორობა საგზაო...
წინა სტატია
ბუკნარში მუსლიმების ლოცვა დასრულდა და მხარეები მოლაპარაკებებს მართავენ.
შეხვედრაზე იმყოფება გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, ყოფილი მაჟორიტარი ნინო წილოსანი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, და მუსლიმი და მართლმადიდებელი თემის წარმომადგენლები.
შეხვედრა ღიაა ჟუნალისტებისთვისაც და ის პირდაპირ ეთერში მიმდინარეობს.
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ხელშეკრულება გაუფორმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს, რომლის ფარგლებშიც დაცვის პოლიცია დაიცავს მუნიციპალურ ობიექტებს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
დაცვა ცეცხლსასროლი იარაღით და სპეცაღჭურვილობით დაიცავს შემდეგ ობიექტებს:
1. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობა და მიმდებარე ტერიტორია - ყოველთვიურად უწყება სამმართველოს 6 000 ლარს გადაუხდის;
2. საკრებულოს შენობა და მიმდებარე ტერიტორია - ყოველთვიურად 8 200 ლარი;
3. ცხინვალის...
გელათის სამონასტრო კომპლექსის შემდეგ, წყალი ჩადის ბაგრატის ტაძარშიც. წვიმისგან დასველებულია როგორც შიდა, ასევე გარე, ტაძრის შესასვლელი კედლები. ინფორმაციას ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ანთიძე ავრცელებს.
მისი თქმით, მიუხედავად სპილენძის გადახურვისა, ტაძარში წყალი მაინც ჩადის.
"ძვირადღირებული სპილენძის გადახურვის მიუხედავად, რომელიც წესით მყარი გარანტია უნდა იყოს წყლის შეკავების, რადიკალურად სხვა ვითარება მივიღეთ. 9 წლის წინ გადახურულ ტაძარში ჩემდა სამწუხაროდ, წყლის ჩადინების...
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია, დაბის ცენტრში კულტურისა და დასვენების პარკის სრულ რეაბილიტაციას იწყებს. ტენდერი 2 096 535 ლარზეა გამოცხადებული. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, პარკში გაკეთდება ორი შადრევანი, მინი სტადიონი, ჭადრაკის, მაგიდის ჩოგბურთის და სცენის მოსაწყობი მოედნები, წყარო, 9 აპრილის მემორიალი, ბეტონის სკამები, დასასვენებელი კუნძულები, ტრენაჟორები, ველო და საფეხმავლო ბილიკები, პარკის ადმინისტრაციული შენობა, საპირფარეშო, რკინის დეკორაციული კონსტრუქცია და ავტოსადგომი.
ტენდერში...
ვერტყვიჭალისა და საღანძილის საბავშვო ბაღებისთვის ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება ავეჯის შეძენას აპირებს. ამ მიზნით ტენდერი 18 200 ლარზეა გამოცხადებული. ინფორმაციას ჩემი ხარაგაული ავრცელებს.
განსაზღვრულია აღსაზრდელებისა და აღმზრდელებისთვის სკამების, ბავშვებისა და მასწავლებლებისთვის მაგიდების, საბავშვო საწოლების, სხვადასხვა სახის კარადების (საოფისე, სანიტარული, სათამაშოების, თეთრეულის, სამზარეულოს, პროდუქტების შესანახი, ბავშვებისა და აღმზრდელების ტანსაცმლის საკიდი) შეძენა. ავეჯის დიზაინი და ფერები გაერთიანების ადმინისტრაციასთან წინასწარ უნდა შეთანხმდეს.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ბაღებს...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!





































