დღეის მონაცემებით, 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მიზნით 115 000 განაცხადია დარეგისტრირებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, 200 ლარიანი დახმარების მიღების მიზნით დაქირავებულთა შესახებ პირველი თვის მონაცემების წარდგენის ვადა, დღეს, 20 იანვარს იწურება.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მოუწოდებს ყველას, კანონდარღვევის ფაქტების, ე.წ. თაღლითური სქემების გამოყენების შესახებ, დაუყოვნებლივ მიმართონ უწყებას და შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოახდენენ რეაგირებას თითოეულ ფაქტზე.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დამსაქმებლებს შეახსენებს, რომ...
დედაქალაქის მთავრობის ყველა სხდომას ჟესტური ენის თარჯიმანი ეყოლება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მოქალაქეების გარკვეული ნაწილი გარესამყაროსთან ურთიერთობას სწორედ თარჯიმნის საშუალებით ახერხებს და მათთვის ინფორმაციის ჟესტურ ენაზე მიწოდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„ყველა ვთანხმდებით, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან და ჩვენ ყოველდღიურ მუშაობაში მათი საჭიროებების გათვალსიწინებას ვცდილობთ. ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი,...
თბილისის მერი კახა კალაძე ჭავჭავაძის გამზირზე განთავსებული ნაგვის ურნების ირგვლივ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კრიტიკაზე საუბრობს. მისი განცხადებით, ამას მიზანმიმართულად ახორციელებენ ისინი, ვისაც დედაქალაქის წინსვლისთვის ხელის შეშლა სურთ.
„ჭავჭავაძის გამზირი არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს თბილისის ქუჩების დაპროექტება და განვითარება, თავისი მიწისქვეშა ურნებით.
აბა, ჰკითხეთ ვაკეში მცხოვრებლებს, მოსწონთ თუ არა ეს ნაგვის კონტეინერები. თქვენი აზრით, ერჩივნათ ვირთხები, სუნი და...
თბილისის მერი კახა კალაძე ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებს, რომელშიც რუსთაველის გამზირზე მოსასვენებელი სკამები ჩანს და შეიქმნა ისეთი აღქმა, რომ თითქოს სკამის შუა ნაწილში ნაგვის ურნებია განთავსებული.
მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ არასწორი ინფორმაცია მიზანმიმართულად გავრცელდა და სინამდვილეში სკამებში არა - ნაგვის ურნები, არამედ საყვავილეებია ჩაშენებული და ეს არა - მერიის, არამედ კონკრეტული რესტორნის მეპატრონეების იდეა იყო.
„გუშინ, მთელი დღის...
ქალაქ თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, დღეიდან, 20 იანვრიდან, 31 მარტამდე, მაჭავარიანის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთი მიმართულებით — ნუცუბიძის ფერდობიდან ვაშლიჯვრისკენ.
მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კალაძემ ისაუბრა ახალი გზის მშენებლობაზე, რომელიც მუხრან მაჭავარიანის ქუჩას დააკავშირებს მარშალ გელოვანის გამზირთან. პროექტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია, მშენებლობის არეალში წყალსადენი მილების განთავსების ტრაექტორიის ცვლილება. სწორედ წყალსადენი მილების მონტაჟის გამო შეიზღუდება მოძრაობა მაჭავარიანის...
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებთ, 2020 წელს განსახორციელებელი პროექტების ნაწილი, რომელსაც ხელი პანდემიამ შეუშალა, 2021 წელს განხორციელდება. ამის შესახებ კალაძემ მუნუციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, მერიისთვის პრიორიტეტული კვლავ სატრანსპორტო რეფორმა იქნება.
„ახალი სამუშაო წელი დაიწყო და მნიშვნელოვანია გავაათმაგოთ და გავაასმაგოთ ის, რასაც ვაკეთებდით ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენი მუშაობის ხარისხი, შესაძლებლობები. 2020 წელი იყო ძალიან რთული წელი ყველანაირი თვალსაზრისით, მსოფლიო იდგა...
თბილისის მერი, კახა კალაძე იმ მოქალაქეებს მიმართავს, რომელთა მიწის ნაკვეთებსაც, გენგეგმის მიღების შემდეგ სტატუსი შეეცვალა.
კალაძის თქმით, აღნიშნულმა მოქალაქეებმა უნდა მიმართონ დედაქალაქის მერიას განცხადებით და შესაბამისი სამსახურები აღნიშნულ საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
„ძალიან დიდი ძალისხმევა ჩაიდო, რომ ქალაქს ჰქონდეს ურბანული განვითარების სწორი გეგმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც მოხდა გენგეგმის მიღება, იყო ისეთი მიწის ნაკვეთები, რომელსაც სხვა ზონები...
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 2021 წელს თბილისის ბუჯეტი არა 1,1 მილიარდი ლარი, არამედ მილიარდ 150 მილიონი იქნება. ამ თემაზე მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
"ბიუჯეტი იქნება მილიარდ 150 მილიონი, საუბარი იყო რომ მილიარდ 100 მილიონამდე გაიზრდებოდა, თუმცა უნდა აღინიშნოს ის, რომ 2020 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი მუნიციპალიტეტის ეფექტური მუშაობის შედეგად გადაჭარბებით იქნა შესრულებული და მილიარდ 150 მილიონი იქნება, რაც მოგვცემს...
გუდაური-კობის გზის ერთ ნაწილზე ზვავსაშიშროება აღარ არის. საავტომობილო მაგისტრალის გაწმენდითი სამუშაო, როგორც გუდაურის, ისე - კობის მხრიდან, ამ წუთებშიც მიმდინარეობს. თუ მეტეოროლოგიური პირობები არ გაუარესდება, ავტოტრანსპორტის მოძრაობა, შესაძლოა, ხვალ, შუადღემდე აღდგეს.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, ამ დროისთვის, ჩაკეტილ ტერიტორიაზე საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტი არ არის. საჭიროების შემთხვევაში, რეგიონი საბაგირო ხაზით მომარაგდება.
„ადგილზე ყველა საჭირო პროდუქტი და მედიკამენტია. ჯერჯერობით, რაიმე სირთულე არ არსებობს“ -...
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1103 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად, 114 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში...
რეაბილიტაციის გამო “ენგურჰესი“ 20 იანვრიდან 3 თვით გაჩერდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ენგურჰესის“ დირექტორმა ლევან მებონიამ განუცხადა, გვირაბის რემონტის გამო ჰესი 20 იანვრიდან აპრილის ბოლომდე შეწყვეტს მუშაობას.
„ჰესის რეაბილიტაციის სხვა სამუშაოები უკვე დაწყებულია. ამჟამად საუბარია გვირაბის რემონტზე, რომელიც ჰესის გაჩერებას მოითხოვს. „ენგურჰესი“ გაჩერდება 20 იანვრიდან აპრილის ბოლომდე“, - აღნიშნა ლევან მებონიამ.
მისივე თქმით, ჰესის გაჩერების პერიოდში ქვეყანას 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება. ცნობისთვის,...
საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ სახელმწიფო რწმუნებულებს დაავალა, რეგიონებში არსებულ გამოწვევებზე მყისიერი რეაგირება მოახდინონ და შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის დაწყების პერიოდშიც მკაცრად გააკონტროლონ შესაბამისი რეგულაციების აღსრულება, რათა ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის კუთხით მიღწეული შედეგები საფრთხის ქვეშ არ დადგეს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებმა პრემიერს დეტალური ანგარიში წარუდგინეს მუნიციპალიტეტების მიხედვით არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ და აღნიშნეს, რომ ქვეყანაში დღეს...
თბილისის მერიის ყოფილი მოადგილე და ამჟამად "ქართული ოცნების" დეპუტატი პარლამენტში, მაია ბითაძე ამბობს, რომ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ე.წ. სმარტუნრნები დგას და მოსახლეობის შესაბამისი ტექნოლოგიით აღჭურვის შემთხვევაში ისინი ამოიცნობენ ვინ ყრის ნაგავს. ამის შესახებ მან Business Media Georgia-სთან ისაუბრა.
ეს ურნები თბილისის მერიამ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში შეიძინა, რომელშიც ჯამურად 1.6 მილიონი ლარი გადაიხადა, 1 ურნის ფასი 31 000 ლარს უტოლდება.
"ეს...
გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე შექმნილი ვითარების გამოსასწორებელ ღონისძიებებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, დღეიდან სხვა კომპანია განახორციელებს. ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, პრევენციული ქმედებების ფარგლებში ჩატარებული სამუშაოებისას გამოვლენილი ხარვეზების გამოუსწორებლობის გამო, შემსრულებელ კომპანიებს "ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს" და "იკორთა 2007"-ს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმები განესაზღვრათ, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში მყოფი ძეგლის გათვალისწინებით 12000-12000 ლარს მოიცავს.
"სააგენტოს...
მარტვილის მუნიციპალიტეტში წაჩხურუს საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში აშენდა სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა, რომელიც 60 მოსწავლეზეა გათვლილი.
შენობა აღჭურვილია ახალი ინვენტარით და ტექნიკით. დაწესებულება ადაპტირებულა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. ასევე მოეწყო სკოლის ეზო და ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი.
სამშენებლო სამუშაოების ღირებულებამ 1 211 075 ლარი შეადგინა და სამუშაოები ამხანაგობა „დაგი ქონსტრაქშენმა“ შეასრულა. სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური...
მარტვილის მუნიციპალიტეტის ონოღიის, დიდი ჭყონის და ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულებში საბავშვო ბაღების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში სამშენებლო სამუშაოებს მარტვილის, აბაშის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატი ალექსანდრე მოწერელია და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე აკაკი ხუნწელია გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამი საბავშვო ბაღი შენდება. თითოეული მათგანი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი.
საბავშვო ბაღების მშენებლობის ღირებულება 2 212 500 ლარს შეადგენს. პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































