კალაძე: 2021 წლის თბილისის ბიუჯეტი მილიარდ 150 მილიონი იქნება

295

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 2021 წელს თბილისის ბუჯეტი არა 1,1 მილიარდი ლარი, არამედ მილიარდ 150 მილიონი იქნება. ამ თემაზე მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

“ბიუჯეტი იქნება მილიარდ 150 მილიონი, საუბარი იყო რომ მილიარდ 100 მილიონამდე გაიზრდებოდა, თუმცა უნდა აღინიშნოს ის, რომ 2020 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი მუნიციპალიტეტის ეფექტური მუშაობის შედეგად გადაჭარბებით იქნა შესრულებული და მილიარდ 150 მილიონი იქნება, რაც მოგვცემს შესაძლებლობას ბევრი კარგი პროექტი განვახორციელოთ”, – თქვა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, ბიუჯეტის მესამედი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოიყოფა რაც 350 მილიონ ლარზე მეტია.