თბილისის მერი კახა კალაძე ჭავჭავაძის გამზირზე განთავსებული ნაგვის ურნების ირგვლივ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კრიტიკაზე საუბრობს. მისი განცხადებით, ამას მიზანმიმართულად ახორციელებენ ისინი, ვისაც დედაქალაქის წინსვლისთვის ხელის შეშლა სურთ.
„ჭავჭავაძის გამზირი არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს თბილისის ქუჩების დაპროექტება და განვითარება, თავისი მიწისქვეშა ურნებით.
აბა, ჰკითხეთ ვაკეში მცხოვრებლებს, მოსწონთ თუ არა ეს ნაგვის კონტეინერები. თქვენი აზრით, ერჩივნათ ვირთხები, სუნი და თაგვები? არ მოგცემთ შესაძლებლობას, საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში. სიცრუის ტირაჟირების უფლებას არ მოგცემთ, მაგრამ, ალბათ, ერთი მხრივ კარგია, ყველა ხედავს, ვინ ვინ არის“, – აღნიშნა კალაძემ.