200-ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში გრძელდება განაცხადების წარდგენა. უწყების ცნობით, დღეის მდგომარეობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში უკვე 4 800 განაცხადია დარეგისტრირებული. „დამქირავებელი ყოველ მომდევნო თვეში, ამ შემთხვევაში, თებერვალში, თუ აღარ წარადგენს განაცხადს, შემოსავლების სამსახური კომპენსაციის მიმღებ პირთა ნუსხის შედგენისას გამოიყენებს წინა თვის, (იანვრის) განაცხადებს. ამასთან, თუ დამსაქმებელი კომპანიების წარმომადგენლებმა იანვრის თვეში ვერ წარმოადგინეს განაცხადები, მათი წარმოდგენა შესაძლებელია...
წინა სტატია თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის თემაზე მერიის პოზიცია კიდევ ერთხელ განმარტა და განაცხადა, რომ მერია ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობას არ დაუშვებს. ვიცე-მერის განცხადებით, სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორების მხრიდან ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია არა მხოლოდ მერიისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის. მისივე თქმით, არსებული მდგომარეობიდან გამოსავალი კონსტრუქციულ რეჟიმში მოლაპარაკებების გაგრძელება და საჯარო და კერძო ინტერესების დაცვით კონსენსუსის მიღწევაა. „ულტიმატუმის ენით საუბარი...
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, ტრანსპორტში რეკომენდაციების დაცვა შრომის ინსპექციასთან ერთად, მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურებისა და საპატრულო პოლიციის აქტიური ჩართულობით მოხდება. მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს უკვე რამდენიმე თვეა, ტრანსპორტის მიმართ შემუშავებული აქვს რეკომენდაციები, რომლებიც ზედმიწევნით კარგად უნდა იყოს შესრულებული. ამასთან, როგორც ფერაძე ამბობს, ასევე დამტკიცებულია სკოლების პროტოკოლიც. „როგორც მოგეხსენებათ, საზოგადოებრივ ტრანსპორტს ამ შემთხვევაში შრომის ინსპექციასთან ერთად, სხვადასხვა მარეგულირებელი და ზედამხედველი უწყებები არიან ჩართული...
წინა სტატია თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ მეტროსადგურ „გოცირიძის“ სრულმასშტაბიანი სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები პანდემიის გამო მეტროს გაჩერებისას ვერ დაიწყებოდა, რადგან მიმდინარეობდა საპროექტო სამუშაოები. „მანამდე საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობდა და ვერ დაემთხვეოდა. ეს ხომ დაგეგმილი არ იყო. პანდემიიდან გამომდინარე, მყისიერად მოუწია მთავრობას მეტროს გაჩერების გადაწყვეტილების მიღება“, – აცხადებს ირაკლი ხმალაძე. თბილისის მერიის ცნობით, მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ მიმდინარე სრულმასშტაბიანი სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 8 თებერვლიდან აღნიშნული სადგური სამი...
ბათუმის ნაპირდაცვის პროექტის ფარგლებში შესრულებულია მნიშვნელოვანი მოცულობის სამუშაოები, ყველა ახალი კონსტრუქციის, აეროპორტის და ქალაქის გამწმენდ ნაგებობაში ჩამავალი ახალი კანალიზაციის ინფრასტრუქტურის დაცვის მიზნით, - ამის შესახებ საზედამხედველო კომპანია „სონდერს ჯგუფის“ ინჟინერმა ენდრიუ ვებიმ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ნაპირდაცვის პროექტის მიზანი ბათუმის სანაპიროს ძლიერი ეროზიისგან დაცვაა, რაც გამოწვეულია მდინარე ჭოროხის ცვლილებებით, “ეს კი თავის მხრივ, განპირობებულია წინა ხელისუფლების მიერ დადგმული ჰიდროკაშხლებით, ისევე როგორც...
თბილისის მერიასთან გლდანის გამგებლის, ლევან ნაროუშვილის გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. აქციას სამოქალაქო აქტივისტები მართავენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ნაროუშვილის სახელი ძალადობასთან ასოცირდება, შესაბამისად, ისინი მიიჩნევენ, რომ მას თანამდებობაზე ყოფნის უფლება არ აქვს. ინფორმაციას ფორმულა ავრცელებს. აქციაზე ასევე მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი. კერძოდ, მომიტინგეებს მერიის შენობაში შესვლა და კახა კალაძის სახელზე განცხადების დაწერა სურდათ, რაც ადგილზე მყოფ პოლიციასთან სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი გახდა. ამ ეტაპზე ადგილზე სიმშვიდეა. აქციას...
„ღია საზოგადოების ფონდის" ინფორმაციით, საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების ვალდებულება არ შესრულდა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, პანდემიის პერიოდმა მკაფიოდ გამოკვეთა ადეკვატური საცხოვრისისა და ღირსეული ცხოვრების პირობების აუცილებლობა ჩვენი საზოგადოების ყველა წევრისათვის. „იმ პერიოდში, როცა სახელმწიფოს მთავარი მოწოდება გახდა „დარჩი სახლში“, ჩვენი მოქალაქეების დიდ უმრავლესობას არ გააჩნია თავზე ჭერი, ან ელემენტარული პირობა, იცხოვროს, იმუშაოს, დაისვენოს და თავი დაიცვას პანდემიის შედეგებისგან. ღია...
წინა სტატია ახალქალაქის მერი „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ კვლევას ეხმაურება. იურიკ უნანიანი ამბობს, რომ კომპანიასთან, რომელმაც კოთელიის საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა, ხელშეკრულება კანონის სრული დაცვთ გაფორმდა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.  „თუ ყოფილხართ ალბათ ნახავდით, რომ გაკეთებულია კეთილსინდისიერად და ყველაფერი მაღალ დონეზეა,“- ამბობს იურიკ უნანიანი. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ განცხადებით, პანდემიის პერიოდში მუნიციპალიტეტებში საეჭვო შესყიდვები განხორციელდა. ადგილობრივი თვითმმართველობები გამარტივებულ შესყიდვებს გამოუცდელ ან მმართველ...
ქუთაისს 60 ახალი ავტობუსი გადაეცა - 36 უკვე ქალაქშია, 24-ს კი დღეს მიიღებს, - ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ეს ავტობუსები სანომრე ნიშნებით აღიჭურვებამ მარშრუტებზე გადანაწილდება და შემდეგ 60-ვე ავტობუსი მოემსახურება ქალაქს. როგორც შპს “ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის“ ხელმძღვანელი გიორგი გიორგობიანი აცხადებს, 8 თებერვლიდან სატრანსპორტო სქემაში 36 ავტობუსი ჩაერთვება. „უკვე განსაზღვრულია მათი სვლა-გეზები. პირველ რიგში, დავტოვეთ ყველა ის სვლა-გეზი, რომელზეც აქამდეც ავტობუსები...
იმ ფონზე, როცა არჩევნები დასრულდა, პარლამენტი და აჭარის უმაღლესი საბჭო მუშაობას შეუდგა. საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის შესვლა -არ შესვლის საკითხზე მოლაპარაკებათა ხუთი რაუნდიც გაიმართა. კანდიდატების წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალა კვლავ შეგხვდებათ ბათუმის და სხვა მუნიციპალიტეტების ქუჩებში. ამ თემაზე ინფორმაციას აჭარს მაუწყებელი ავრცელებს. კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო სუბიექტებს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნის ვალდებულება არჩევნებიდან 2 კვირის ვადაში აქვთ. რა საჯარიმო სანქციებია ნორმის დარღვევასთან დაკავშირებით და მიღებულია თუ...
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბათუმის ნაპირდაცვის პროექტი დაასრულა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.  რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფრომაციით, პროექტის ფარგლებში სრულად აღდგა 2 კმ-იან მონაკვეთზე სანაპირო ზოლი. მოეწყო დაახლოებით 1.8 კმ სიგრძის ნაპირსამაგრი ნაგებობა, დაიგო ახალი  საფარი  ბულვარში. შეივსო პლაჟი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით. სამინისტროს ინფორმაციით, ნაპირდამცავი ნაგებობა წარმოადგენს მასიურ კონსტრუქციას, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი განლაგებულია ზღვის დონეზე დაბლა და დაფარულია პლაჟის ინერტული მასალით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი საკრებულომ სასტუმრო ოდიშის შენობის აუქციონის წესით ხელმეორედ გატანის საკითხზე იმსჯელა. ზუგდიდის საკრებულოს ეკონომიკისა და ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავას განცხადებით, სასტუმრო "ოდიშის" შენობაზე ხელმეორედ გამოცხადდა აუქციონი. "სამწუხაროდ, წინა აუქციონში მონაწილობა არ მიუღია არცერთ პრეტენდენტს, აუქციონის საწყისმა ფასმა ამჯერად იკლო და ის 2 მილიონი ლარია, რაც შეეხება ვალდებულებას რომ ინვესტორმა აქ სასტუმრო უნდა ააშენოს, ეს უცვლელი რჩება. ინვესტორს, რომელიც...
გლდანის რაიონის გამგეობა გამწვანებული სივრცეებისა და სკვერების მოწყობას აგრძელებს. გლდანის მეორე მიკრორაიონის N44-45 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი სკვერის მოწყობის სამუშაოები დაახლოებით, 2 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად, ეწყობა ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, კალათბურთის მოედანი, ღია სივრცის ტენისის მაგიდა. განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინვენტარი. დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი...
"რადგან მერია გვეჭიდავება, გზის ჩაკეტვის შემთხვევაში, სასტუმროს მშენებლობას დავიწყებთ", - ამის შესახებ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ წარმომადგენლმა გიორგი ზაქაიძემ დღეს გამართულ საგანგებო პრეს-კონფერენციაზე განაცხადა და დასძინა, რომ ინვესტორს ამის სრული უფლება აქვს, რაც სასამართლოს ყველა ინსტანციის მხრიდანაა გამყარებული. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს. „თუ სამართლებრივ სახელმწიფოს ვაშენებთ, ქალაქის მერთან ჭიდაობა არ უნდა მიწევდეს. მათთან გვქონდა საუბარი ტერიტორიის გაცვლაზეც, შევთავაზეთ თანხა გადაეხადათ, მაგრამ...
სახელმწიფო მიწების მიტაცება სისხლის სამართლის დანაშაული ხდება. შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი თბილისის მერიას უკვე მზად აქვს და უახლოეს პერიოდში პარლამენტში მისი ინიცირება მოხდება. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს. როგორც თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსი სერგო ბირკაძე ამბობს, აქამდე არსებული კანონმდებლობით ის ადამიანი, რომელიც სახელმწიფო ბალანსზე არსებულ მიწის ნაკვეთზე უკანონოდ შენობას ააშენებდა, მისი 50 000 ლარით დაჯარიმება ხდებოდა. დაანონსებული ცვლილებების თანახმად კი,...
ქუთაისელი ახალგაზრდების უმეტესობას თვითმმართველობის ფუნქციისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, - ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "იდეათა სივრცე’’ ავრცელებს. როგორც ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევაშია აღნიშნული, გამოკითხული ახალგაზრდების 88 პროცენტს თვითმმართველობასთან შეხება არ ჰქონია და არც ის იცის, რომელია თვითმმართველობის ორგანოები. 200 გამოკითხულიდან 116 რესპოდენტი ამბობს, რომ არ იცის რას აკეთებს ადგილობრივი თვითმმართველობა, 56 რესპოდენტი კი აღნიშნავს, რომ თვითმმართველობის ფუქნციისა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ