გლდანის რაიონის გამგეობა გამწვანებული სივრცეებისა და სკვერების მოწყობას აგრძელებს. გლდანის მეორე მიკრორაიონის N44-45 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი სკვერის მოწყობის სამუშაოები დაახლოებით, 2 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად, ეწყობა ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, კალათბურთის მოედანი, ღია სივრცის ტენისის მაგიდა. განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინვენტარი. დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. განხორციელდა გამწვანების სამუშაოები – დაირგვება ხეები და ასევე, დაითესა ბალახი.
აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 270 000 ლარი არის გათვალისწინებული. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,AWARD” ახორციელებს. გლდანის რაიონის გამგებელმა ლევან ნაროუშვილმა მიმდინარე სამუშაოები მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერა.