ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის ადგილი ვაკანტურია. ზურაბ ჯაფარიძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ჯაფარიძე საქმიანობას, სავარაუდოდ, კერძო სექტორში გააგრძელებს. ზურაბ ჯაფარიძე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ 2017 წლიდან მუშაობს. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის, ჯონდო მდივნიშვილის განცხადებით, პირველი მოადგილის პოზიციაზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება. მათი ვინაობის დაკონკრეტებისგან მდივნიშვილი ამ ეტაპზე თავს იკავებს.
შეთავაზების მიუხედავად, კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღებას ამ ეტაპზე არ გეგმავს ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა. ისინი ფიქრობენ, რომ არჩევნებიდან 3 თვის შემდეგ საგამოძიებო კომისიის შექმნა ფორმალობა და ფარსია. კომისიის საქმიანობაში ჩართვას ამ ეტაპზე არ აპირებენ "გირჩი" და "მოქალაქეებიც", თუმცა კოლეგებისგან განსხვავებული მოსაზრებით. ინფორმაციას რუსთავი2 ავრცელებს. "თუ დანარჩენი ოპოზიცია მიიღებს მონაწილეობას ჩვენ აუცილებლად ჩავერთვებით. ჩვენ ვთვლით, რომ ძირითადი მტკიცებულებები, რაც ამ არჩევნების გაყალბებასთან...
სოფელ გურჯაანში ნომერ პირველი საბავშვო ბაგა-ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს. გურჯაანის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, კოტე ბერიძიშვილის განმარტებით, პროექტის ფარგლებში გარემონტდა ოთახები და მოეწყო სველი წერტილები. „ბაღის სარეაბილიოტაციო სამუშაოები მაქსიმუმ ერთ კვირაში დამთავრდება. მოწესრიგდა და მოიჭიმა იატაკები, ჩატარდა კოსმეტიკური რემონტი, სამუშაობისთვის 65 ათას ლარამდეა დახარჯული“, - განაცხადა ბერიძიშვილმა შეგახსენებთ, რომ 2019 წლის მარტში შენობაში ძიძამ ღუმელთან ქვეწარმავალი აღმოაჩინა, რის შედეგაც ბაღში...
არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ და ამიტომ შემსუბუქდა შეზღუდვები, ინფექცია არსად გამქრალა, ვირუსი ცირკულირებს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა. მისი თქმით, შეზღუდვების შემსუბუქება ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციამ გამოიწვია და აღნიშნა, რომ შემსუბუქების პარალელურად მკაცრად უნდა გაკონტროლდეს რეგულაციები. გამყრელიძის განცხადებით, მოსახლეობა თუ დაიცავს რეგულაციებს, ეპიდაფეთქების ალბათობა ნაკლები იქნება. „შეზღუდვების ყველანაირი შემსუბუქება ინფექციის გავრცელების მომატებული...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყნისთვის ვაქცინაციის პროცესი ახალი არ არის. მისი თქმით, ყოველწლიურად, საქართველოში 350-400 ადგილზე მილიონამდე აცრა ტარდება. თუმცა, გამყრელიძის განმარტებით, კორონავირუსის შემთხვევაში განსხვავება ისა, რომ „ფაიზერის“ ტიპის ვაქცინა რუტინული ვაქცინაციის პროცესში არ გამოუყენებიათ. ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ფაიზერის“ ვაქცინა მინუს 80-გრადუსიან პირობებში ინახება, რისთვისაც ქვეყანა მოემზადა. „ვაქცინაციის პირველი ეტაპი თებერვლის ბოლოს განხორციელდება სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა...
ჯარაში თაფლის წარმოების ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციის მიერ შეტანილი განაცხადის საფუძველზე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სტატუსის მინიჭების თაობაზე შესაბამისი ბრძანება გამოსცა. ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციის ინფორმაციით, ჯარა ქართული ტრადიციული სკაა, რომელიც ფუტკრის მოშინაურების მიზნით საქართველოში უძველესი დროიდან გამოიყენება. „ჯარას თაფლი უნიკალური და მაღალი ხარისხის ორგანული პროდუქტია. დღეს მეფუტკრეობის მსგავსი სახეობა იშვიათია და მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ადგილასაა შემორჩენილი. მაღალმთიანი აჭარა...
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ფოთში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება. ფოთის მერიის ინფორმაციით, სამუშაო დღის ბოლოს სპეციალურად გადამზადებული თანამშრომლები სადეზინფექციო საშუალებებით ამუშავებენ ავტობუსებს და სამარშუტო ტაქსებს, რათა მგზავრებისთვის გადაადგილება უსაფრთხო იყოს. „აღნიშნული ღონისძიება მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ვირუსული ინფექციის გავრცელების რისკის შესამცირებლად ხორციელდება. რეკომენდაციების დაცვის კონტროლს შესაბამისი ორგანოები უზრუნველყოფენ“, – აცხადებენ ფოთის მერიაში.
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 665 ფაქტი გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 497 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის...
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, აბასთუმნის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიისთვის ახალი ტექნოლოგიური და ინოვაციური სამეცნიერო ციფრული მუზეუმის მოწყობას გეგმავს. „ინტერაქციული სამეცნიერო მუზეუმი იქნება მრავალფუნქციური სივრცე, რომელიც სამეცნიერო, ტექნოლოგიური, საინჟინერო და მათემატიკურ აღმოჩენებს გააერთიანებს და დამთვალიერებელს, საინსტალაციო ოთახში, მოძრაობის სენსორებისა და მგრძნობიარე მონიტორების საშუალებით, ალტერნატიული შემეცნების გამოცდილების მიღების საშუალებას მისცემს. ციფრული მუზეუმი გახდება რეგიონის „ჰაბი“, რომლის მიზანი დამთვარიელებლებისთვის მეცნიერების მიმართ ინტერესის გაზრდა...
მარნეულის სოფელ დაშტაფას მოსახლეობა საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარების მოთხოვნით დღეს, 8 თებერვალს ქუჩაში გამოვიდა. მათი თქმით, პროტესტის მიზეზი ანტისანიტარიაა, მოსახლეობა ამბობს, რომ სოფელში არ დგას ნაგვის ყუთები, არ მიეწოდებათ სარწყავი წყალი, სოფლის მეურნეობა კი მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობას დღეს არავინ შეხვედრია. "ყველა არჩევნების წინ მოდიან სოფელში, გვპირდებიან, რომ სარწყავი წლის პრობლემას მოაგვარებენ, თუმცა წლები გავიდა...
"ეს არის სიგიჟე, აიძულო ადამიანს გინდა თუ არა პარლამენტში იმუშავეო" - ასე აფასებს  ზურა გირჩი ჯაფარიძე პარლამენტის გადაწყვეტილებას, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შენარჩუნების თაობაზე. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. ეს გადაყვეტილება ჯაფარიძემ დღეს, 8 თებერვალს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. Სარჩელში საუბარია, რომ გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 39-ე მუხლს და წინააღმდეგობაში მოდის წარმომადგენლობითი ორგანოს არსთან. "დაახლოებით, ორი თვე იქნება რაც განცხადება დავწერე და მოვითხოვე მანდატის გაუქმება....
წინა სტატია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, 15 თებერვლიდან სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელებასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები განაახლა. განათლების სამინისტროს ცნობით, აღნიშნული რეკომენდაციები, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ შესაბამის რეგულაციებთან ერთად, სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით, ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას მიაწოდა. „თავის მხრივ, სკოლები მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით უზრუნველყოფენ მოსწავლეთა მშობლების ინფორმირებას....
ზესტაფონში, ჭიათურასა და საჩხერეში დევნილთა დასახლებაში ბავშვთა სათამაშო მოედნები და სატრენაჟორო სივრცეები მოეწყო. დევნილთა სააგენტოს ცნობით, გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, დევნილთა დასახლებებში მცირე მასშტაბის 18 ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე დასრულდა და დამატებით, კიდევ 6 განხორციელდება და ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაგეგმვისას მაქსიმალურად არის გათვალისწინებული დასახლებებში არსებული საჭიროებები. გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს, რომელიც დევნილთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობასთან ერთად, მათ განსახლებას, ეკონომიკურ...
9,10 და 11 თებერვალს, 00:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე რიკოთის გვირაბში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, ჩუმათელეთი-ხევის I ლოტის მშენებლობის ფარგლებში, დეპარტამენტის კონტრაქტორ ორგანიზაცია ,,ჩინეთის სახელმწიფო სამშენებლო-საინჟინრო კორპორაცია“ - საქართველოს ფილიალს, სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების განსახორციელებლად,143-ე კმ-ზე მდებარე საავტომობილო გვირაბის წინა სამშენებლო მდგომარეობის...
საბიუჯეტო რესურსები იხარჯება არამართლზომიერად, არსებული შემოსავლები სრულად არ აღირიცხება, ქონება განკარგულია არაეფექტიანად,– წერია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ. აუდიტის ინფორმაციით, 2018-2019 წლებში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მფლობელობაში იმყოფებოდა 21 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება და 12 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. დაფუძნებული სუბიექტების მართვის, მათი საქმიანობისა და ხელმძღვანელი პირების მიერ მიღებული მმართველობითი გადაწყვეტილებების შესწავლით გამოვლინდა არსებითი ხასიათის სისტემური დარღვევები, კერძოდ: ასევე, 2018-2019...
ზესტაფონის მუნიციპალიტეტს 2018-2019 წლებში აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია არ ჩაუტარებია, მათ შორის, არ განხორციელებულა უძრავი ქონების ინვენტარიზაცია, რომელიც სავალდებულოა სამ წელიწადში ერთხელ. შესაბამისად, არ მომხდარა აქტივებისა და ვალდებულებების, ასევე, ბალანსის საცნობარო მუხლებში ასახული ფაქტობრივი ნაშთების დადგენა და ორგანიზაციის სააღრიცხვო მონაცემებთან შედარება. ასევე, ფინანსური და არაფინანსური აქტივების შენახვის/დაცვის წესებისა და პირობების და არაფინანსური აქტივების ექსპლუატაციის წესების დაცვის შემოწმება, - , –...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ