საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია გადადგა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ამის მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაასახელა. როგორც გახარიამ განაცხადა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. "გუშინ საქართველოს სასამართლომ ბატონ მელიას აღკვეთი ღონისძიება პატიმრობით შეუცვალა და ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც დიდად არასდროს სცემდა პატივს ქართულ კანონმდებლობას და რომელიც...
საქართველოში ამერიკის საელჩო სასამართლოს მიერ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის გამოტანილ განაჩენს ეხმაურება და წერს, რომ ძალადობა მხოლოდ საქართველოს სტაბილურობის შერყევას ემსახურება და პროცესი მშვიდობიანად უნდა გადაწყდეს. "მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ძალადობა მხოლოდ საქართველოს სტაბილურობის ძირის გამოთხრის მსურველებს აძლევს ხელს. არსებული ვითარება უნდა გადაიჭრას მშვიდობიანად,"- წერს აშშ-ის საელჩო. შეგახსენებთ ,თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა,...
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პარტიის ლიდერს პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 40 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვდა. ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლა პროკურატურამ მას შემდეგ მოითხოვა, რაც ენმ-ის ლიდერმა გირაოს მეორედ გადახდაზე უარი თქვა. მელიას უარი ემყარებოდა იმას, რომ ამავე საქმეზე მას ერთხელ უკვე გადახდილი აქვს...
წინა სტატია საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, მინისტრის საათის ფორმატში, მცხეთის გენერალური გეგმის კონცეფციასთან დაკავშირებით, დეპუტატების - შალვა კერესელიძის და დიმიტრი ხუნდაძის შეკითხვებს უპასუხა. როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, გენგეგმა არ არის მხოლოდ დოკუმენტი, მარეგულირებელი ჩარჩოა და საჭიროა ბევრი საკითხის გათვალისწინება. „პირველ რიგში, როცა მცხეთის გენგეგმაზე ვსაუბრობთ, მგონი რომ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს ყველას კომუნიკაციის პროცესში, რადგან ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს ყველას,...
ტელეკომპანია "მთავარი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის მიმდებარედ სპეციალური დანიშნულების რაზმი და პოლიციაა მობილიზებული. ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ სპეცრაზმის წარმომადგენლები ყვითელ ავტობუსებში სხედან. ტელეკომპანია "პირველის" ინფორმაციით კი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ეზოში სამართალდაცველები ემზადებიან. დეპარტამენტი "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან ახლოს, კახეთის გზატკეცილზე მდებარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე გავრცელებულ კადრებსა და ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს. პარალელურად, რადიო "თავისუფლების" ცნობით, "ნაციონალური მოძრაობის"...
შემდეგი სტატია ის, რომ მცხეთა უნდა გაერთიანდეს თბილისის აგლომერაციაში, ამის კონკრეტული რუკა დევს - მოგვეცით პირობა, რომ ეს გვერდი, თავისი რუკით დოკუმენტში არ იარსებებს, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის მოსმენისას გააკეთა. ხუნდაძემ მცხეთის გენერალური გეგმა გააკრიტიკა და როგორც განაცხადა, 6-წლის თავზე დასამტკიცებლად დევს დოკუმენტი, სადაც ყველას ინტერესია გათვალისწინებული, გარდა მოსახლეობისა. „მოსახლეობის...
კახეთთან დაკავშირებით დიდი გეგმები გვაქვს, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა "მინისტრის საათზე“ კითხვებზე პასუხისას განაცხადა. მისი თქმით, იწყება ახალი მასშტაბური პროექტი - თბილისი - საგარეჯოს 35 კმ-იანი ავტობანის მშენებლობა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება კახეთის უფრო მეტად დაახლოებისთვის ქალაქთან და რა თქმა უნდა, ტურიზმის ხელშეწყობისთვის. ასევე, კახეთში განხორციელდება ბევრი სხვა მნიშვნელოვანი პროექტიც. მათ შორის იგეგმება...
video
თბილისის მერიამ გამოაქვეყნა ვიდეოკადრები, თუ როგორ ამ აზიანებენ სათვალთვალო კამერებსა და სათამაშო მოედნებს მოქალაქეები. როგორც droa.ge-მ მერიაში გაარკვია, თბილისის გამგეობები ხშირად მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს ვანდალიზმის ფაქტებზე რეაგირების მოთხოვნით.
ხაშურში, ახალი ბანას მიმდებარე ტერიტორიაზე პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა მიმდინარეობს. სასწავლებელი გათვლილია 150 მოსწავლეზე, - ამის შესახებ ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თანამედროვე ტიპის სამ სართულიან შენობაში იფუნქციონირებს სოფლის მეურნეობის ტექნიკის, ელექტრომექანიკის, ავტოსატრანსპორტო, სამშენებლო საქმის, სატყეო საქმის, მეფუტკრეობისა და კულინარიის სახელოსნოები. შენობაში ასევე თავმოყრილი იქნება სააქტო დარბაზი, ბიბლიოთეკა, ადაპტირებული სველი წერტილები და სპორტული მოედანი. პროფესიულ სასწავლებელი აღჭურვილი იქნება გათბობა-გაგრილებისა და...
საბავშვო ბაღების ავტორიზაციის წესები, რომელიც პარლამენტმა მიიღო, იმ სახით ვერ შესრულდება, რაც დოკუმენტშია ასახული - ეს არის რეალობა! - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მინისტრის თქმით, საბავშვო ბაღების ავტორიზაციასთან დაკავშირებული რეგლამენტი ბაღებთან დაკავშირებით არსებულ რეალობას, არ ასახავს. „როცა ძველ ბაღებზე ვსაუბრობთ, არათუ სარემონტო სამუშაოები, არამედ მეტწილად შენობის კარდინალური სტრუქტურული ცვლილებებია საჭირო, რათა ის რეგლამენტთან შესაბამისობაში...
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა დიმის მოსახლეობა სხვა სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდის დანგრევას აპროტესტებს. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს. მოსახლეობა ამბობს, რომ სოფელში არსებული ხიდით სხვა სოფლებს უკავშირდებოდნენ, თუმცა, მისი რეკონსტრუქციის გამო დანგრევას მათი ჩაკეტვა მოჰყვა. მოსახლეობას ახლა ზემო დიმიდან მუნიციპალიტეტში გადაადგილება შემოვლითი გზით უწევს. "არ გაგვაფრთხილეს ისე დაანგრიეს და ექვსი სოფელი ხიდის გარეშე დარჩა. პური ვერ შემოვიდა მაღაზიებში. ქალაქში რომ წავიდეთ, ტაქსი 15...
საერთაშორისო პარტნიორების ხელშეწყობით, პანდემიის მიუხედავად 2020 წელს 2000-ზე მეტი საჯარო მოხელე გადამზადდა სხვადასხვა მიმართულებით,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც მაია ცქიტიშვილმა “მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ძლიერ თვითმმართველობას ქმნიან კარგი საჯარო მოხელეები და ამისათვის გაგრძელდება მუნიციპალიტეტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებები. „აუცილებელია ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება, მართვის ევროპული პრაქტიკების დანერგვა. ჩვენი სამინისტროს მხრიდან დეცენტრალიზაციის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის...
პანდემიის მიუხედავად არ გაგვიჩერებია არც ერთი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი. მეტიც, ეკონომიკის განვითარების დასაჩქარებლად ვიწყებთ ახალ მასშტაბურ პროექტს – თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი ავტობანის მშენებლობას, – ამის შესახებ პარლამენტში, მინისტრის საათზე გამოსვლისას პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტრო კვლავ ხელს შეუწყობს პროექტებში ქართული კომპანიების ჩართულობას. „ვინაიდან ეს პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტით და არა საერთაშორისო დონორების სახსრებით...
განსაკუთრებით მინდა გამოვყო რეგიონებში განათლების ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულება. 2020 წელს დავასრულეთ 20 ახალი სკოლის და 17 საბავშვო ბაღის მშენებლობა. 2021 წელს დასრულდება 41 სკოლის მშენებლობა 7020 ბავშვისთვის და ეტაპობრივად 2022 წლამდე დასრულდება 100-ზე მეტი სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია 16 ათასი ბენეფიციარისთვის. ჯამურად ამ პროგრამის განხორციელებისთვის 300 მლნ ლარია გამოყოფილი, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში...
აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები ტურიზმის განვითარებისთვის, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც მაია ცქიტიშვილმა “მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, წელს სრულდება წყალტუბოს გენ-გეგმის კონცეფციის შემუშავება, რის საფუძველზეც დაიწყება კურორტის განახლებისთვის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და კერძო ინვესტიციების მოზიდვა. „შევქმნით საჭირო ინფრასტრუქტურას ძველი კურორტების გასაცოცხლებლად და მათი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ქვეყანაში გავაჩენთ ახალ მიზიდულობის ცენტრებს, გავაცოცხლებთ...
პანდემიის მიუხედავად, გასული წელი მნიშვნელოვანი შედეგებით დავასრულეთ,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მას “მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. როგორც მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სამინისტროს 2020 წლის ბიუჯეტი კვლავ გადაჭარბებით - 121%-ით შესრულდა. „პირველად სამინისტროს ისტორიაში, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაში 2 მილიარდ 200 მილიონი ლარზე მეტი ჩაიდო. 2020 წელს გაწეული სამუშაოების შედეგად, ექსპლოატაციაში შევიდა 70 კმ ჩქაროსნული მაგისტრალი...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ