ვალეში, ე.წ. მოკრულების ტერიტორიაზე არსებული სარწყავი წყლის არხის პრობლემა ადგილობრივებს წლებია აწუხებთ. მათი თქმით, 2015 წელს დაზიანებული ძველი არხის აღდგენას მეექვსე წელია უშედეგოდ ითხოვენ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
არხი, რომლითაც ვალეში 20–მდე პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები ირწყვებოდა, 2015 წლის გაზაფხულზე სტიქიის გამო დაზიანდა. ადგილობრივების თქმით, თვითმმართველობამ არხის აღდგენა იმავე წელს დაიწყო, მაგრამ საქმე ბოლომდე არ მიიყვანა.
„ტრაქტორი შეიყვანეს ისეთ ადგილებში...
თბილისის მერია ხუთშაბათიდან ცენტრალური ქუჩების მორეცხვის და ახლადრეაბილიტირებული გზების დახაზვის სამუშაოებს დაიწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „ფეისბუქის“ ვიდეოჩართვაში ისაუბრა.
მისი თქმით, არის სრული მზადყოფნა, რომ ხუთშაბათიდან ცენტრალური ქუჩების მორეცხვა დავიწყოთ, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება.
„არის სრული მზადყოფნა, რომ ხუთშაბათიდან ცენტრალური ქუჩების მორეცხვა დავიწყოთ, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სისუფთავეს, სიმწვანეს, ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას ქალაქში და...
გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ოთარ ცარიელაშვილმა შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში უჩივლა. საბჭომ განიხილა აღნიშნული საჩივარი და დაასკვნა, რომ ცარიელაშვილის არგუმენტები უსამართლო დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით, სამართლიანია. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
"დაევალოს ა(ა)იპ „გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს“ სატენდერო კომისიას გააუქმოს 2021 წლის 8 აპრილის სხდომის №4 ოქმით მიღებული გადაწყვეტილება და სახელმწიფო შესყიდვა უნდა განახორციელოს წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით და...
გორის მუნიციპალიტეტის ქვახვრელში ახალი ასფალტი რკინიგზის სადგურიდან სასაფლაომდე დაიგება. ამისათვის გორის მერიამ 350 000 ლარი გამოყო. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
პროექტის მიხედვით, სამუშაოები 3 თვე გაგრძელდება. გამარჯვებული კომპანია მაისის ბოლოს გამოვლინდება.
მოასფალტდება დაახლოებით 880 მ სიგრძის გზა.
აღნიშნული მონაკვეთი უერთდება უფლისციხის მუზეუმის შემოვლით გზას, რომელიც ერთაწმინდა-ქვათახევის ტურისტულ მარშრუტს წარმოადგენს. უფლისციხე-გორის გზა კი სრულად მოასფალტებულია.
უფლისციხე-ქვათახევი-ერთაწმინდას მარშრუტზე მოსაწესრიგებელი დარჩება ზედაველას გზა,...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში სასმელი წყლის სისტემა გაკეთდა, მრიცხველებიც დაამონტაჟეს, თუმცა მოსახლეობას კვლავ ფიქსირებული გადასახადის გადახდა უწევს. ამის შესახებ ინფორმაციას ტარიელ გურგენიძე ავრცელებს, რომელიც ამ სოფელში 2012-2014 წლებში მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი იყო. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
მისი თქმით, ფიქსირებული გადასახადიც გაიზარდა - ოჯახებს ნაცვლად 5 ლარისა, ამჯერად 10 ლარი მოსთხოვეს:
,,შარშან შემოდგომით მეჯვრისხევში წყლის ხარჯვის მრიცხველები დაამონტაჟეს, რა...
გორის სოფელ ქვახვრელში სკვერის გასაკეთებლად 35 ათასი ლარი დახარჯეს. ობიექტი მერიას 2021 წლის 31 იანვარს უნდა ჩაებარებინა, თუმცა, ლენტი არ გაიჭრა. თებერვალში გორის მერის პირველმა მოადგილემ ერასტი ელიჯარაშვილმა კომპანიის დირექტორს მისწერა, რომ გაემიჯნა შესრულებული და შესასრულებელი სამუშაოები და იმის მიხედვით გადაურიცხავდა თანხას. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
როგორც მერიის ზედამხედველობის სამსახურში დაადგინეს, კომპანიამ სამუშაოების 38% შეასრულა. 35 ათასი...
ნადიკვარის პარკში ახალი სეზონი სარეაბილიტაციო სამუშაოებთან ერთად გაიხსნა. პარკში ატრაქციონებმა დაიწყო მუშაობა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
,,სეზონი გაიხსნა, პარალერულად მიმდინარეობს ნადიკვარის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება” ,- განაცხადეს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.
შეგახსენებთ, რომ პარკის სარეაბილიტაციო პროექტის ღირებულება 317 000 ლარია.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალური პროგრამების ფარგლებში, აპრილის თვეში 223 193 ლარის დაფინანსება გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტმა დახმარება 1 128 ბენეფიციარს გაუწია.
„სააღდგომო სოციალური პაკეტის ფარგლებში, ერთჯერადი დახმარების სახით, 687 ბენეფიციარზე 69 100 ლარი გაიცა. 88 967 ლარი 123 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის გამოიყო. მედიკამენტების შესაძენად 77 ბენეფიციარი 7951 ლარით დაფინანსდა. ონკოლოგიური დაავადებების მქონე 25...
სიღნაღის მუნიციპალიტეტის დაბა წნორში ბაბუაწვერას მურაბის, იასამნისფერი სტაფილოს და შავი პომიდორის წარმოება უახლოეს ხანში დაიწყება. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
აღნიშნული პროდუქტების წარმოებას ბიო-მეურნეობა „სამყურა“ გეგმავს და აღნიშნულ პროდუქციას მომხმარებელს განახლებულ სეზონზე შესთავაზებს.
,,აღნიშნული პროდუქტების მოყვანა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ადგილობრივ ბაზარზე მცირე რაოდენობით იყიდება. ერთხელ, ერთ შეხვედრაზე, რესტორნების წარმომადგენლების მხრიდან წამოვიდა მოთხოვნა ეგზოტიკურ პროდუქტებზე. იქიდან გამომდინარე, რომ მიყვარს სიახლეები, გადავწყვიტე აღნიშნული...
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ეკონომიკური განვითარების გეგმა დაამტკიცა.
მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის, გიორგი თავბერიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ერთიანი ბიზნეს სივრცეების შექმნა. მისივე თქმით, ამჟამად მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ბიზნეს ინკუბატორის დაარსებასთან დაკავშირებით.
გიორგი თავბერიძემ აღნიშნა, რომ დოკუმენტის შემუშავების პროცესში ძირითად მიმართულებებად გამოიყო ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და შრომის ბაზარი, რომელებიც მუნიციპალიტეტის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობებია.
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმით გათვალისწინებული საქმიანობების დაფინანსება...
პარლამენტის მიერ შექმნილი სპეციალური კომისიები - კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია და 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი დროებით საპარლამენტო კომისია არ მუშაობს. კომისიებს არც ერთი სხდომა არ გაუმართავს.
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო - სახალხო განხილვის კომისია პარლამენტის დადგენილებით 1-ელ აპრილს შეიქმნა. რეგლამენტის მოთხოვნის გათვალისწინებით, აღნიშნული კომისია კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვის დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში განიხილავს პროექტთან დაკავშირებულ მასალებს და განხილვის დაწყებიდან ერთი თვის...
უნდა ვეცადოთ, რომ ყოველდღიური აცრის რაოდენობა მაისი-ივნისში გვქონდეს 5000-6000-ის ფარგლებში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „სინოფარმის“ ვაქცინით აცრის შემდეგ განაცხადა.
მან საქართველოს მოსახლეობას ამცრელ პუნქტებში აქტიურად მისვლისკენ და ვაქცინაციისკენ მოუწოდა. გამყრელიძის განცხადებით, 300 ადამიანის აცრა ერთ გადარჩენილ სიცოცხლეს უტოლდება.
”იმუნიზაციის გარეშე ეს პანდემია არ დამთავრდება, თუ ჩვენი მოსახლეობის 60% ორჯერადად ავიცრებით, გარე სივრცეში ნიღბებს უკვე მოვიხსნით. მოვუწოდებ საქართველოს მოსახლეობას,...
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 835 ფაქტი გამოვლინდა.
შს სამინისტროს ცნობით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 61 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი დააჯარიმა.
“დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის...
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამნისტიის შესახებ „ქართული ოცნების“ კანონპროექტს სამართლიანს უწოდებს.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით ყველაზე მძიმე მუხლი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აქვს წაყენებული და „თუ ნიკა მელიას უნდა შეეხოს , უფრო მსუბუქ მუხლებს რატომ არ უნდა შეეხოს?!“
„მე, როგორც შს მინისტრი ამნისტიას, ალბათ, წინააღმდეგობას გავუწევდი. პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ჩართული იყვნენ ევროპის პოლიტიკოსები, მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა. აქედან გამომდინარე, გადაწყდა,...
“თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” მიერ გამოცხადებული 35.9-მილიონიანი ტენდერის ფარგლებში წინადადებების მიღება დასრულდა. სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე წარდგენილი წინადადებების გახსნა დაიწყო, ამჟამად სისტემაში "ჯი-თი მოტორსის" 35.7 მილიონიანი შეთავაზება ჩანს, თუმცა შესაძლოა მის გარდა ტენდერში კიდევ სხვა პრეტედენტებიც იყვნენ. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.
თავად "ჯი-თი მოტორსი" დედაქალაქის სატრანსპორტო ოპერატორს 35.7 მილიონ ლარად Ford Transit-ის მარკის 300 მიკროავტობუსს სთავაზობს. შესყიდვაში ერთი მიკროავტობუსის ღირებულებად 119,098...
საქართველოს მთავრობის პროექტის, „ქვეყნის მასშტაბური განახლების პროგრამა“ ფარგლებში, თბილისის ეროვნულ პარკში ეკოტურიზმის განვითარება იგეგმება, რომელსაც საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მუნიციპალური განვითარების ფონდი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ჩართულობით განახორციელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მასშტაბური პროექტის ღირებულება 6 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში თბილისის ეროვნულ პარკში, საქართველოში პირველად ამერიკული...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































