წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებით უნდა დაიხუროს ის ფურცელი, რომელიც გამოწვეული იყო დერეგულაციით. ამ ცვლილებით აღარ ხდება რეკრეაციული ზონების ცვლილება საზოგადოებრივ-საქმიან ზონად, - ამის შესახებ მაია ბითაძემ მამუკა ხაზარაძის საპასუხოდ განაცხადა.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე სამშენებლო ამნისტიის შესახებ კანონპროექტთა პაკეტზე განხილვისას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დეველოპერულ კომპანიებს რეკრეაციული ზონის დაცვის ვალდებულება უჩნდებათ.
„ვერცერთი ობიექტი ვერ...
პირბადეს ვტოვებთ იმიტომ, რომ ჯერჯერობით კორონავირუსის შემთხვევების ახალი რიცხვი არის ასეულების ფარგლებში და რადგან პირბადე არის ინფექციის გავრცელების ყველაზე უფრო იოლი და ძლიერი პრევენციული საშუალება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„ჩემი რეკომენდაცია არის, რომ ჯერჯერობით ჩვენ პირბადე არ უნდა მოვხსნათ, თუმცა არის დისკუსია იმაზეც, რომ პირბადე იყოს სავალდებულო გარეთ მხოლოდ დიდი თავშეყრის ადგილებში, როგორიც არის გაჩერებები,...
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალი დადგენილების თანახმად, თუ საქართველოში შემოდის ორჯერადად აცრილი ადამიანი, მას ნეგატიური PCR ტესტის წარდგენა მაინც დასჭირდება.
როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე განაცხადა, თუ ადამიანი საქართველოში მხოლოდ ნეგატიური PCR ტესტით შემოდის, მას 72 საათში საკუთარი ხარჯებით განმეორებითი PCR ტესტის ჩატარება მოუწევს.
„შემოსული ტურისტებისთვის აუცილებელია ნეგატიური PCR ტესტის არსებობა ბოლო 72 საათის განმავლობაში. დღეს ახალი დადგენილება...
დედოფლისყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელი ოზაანში, ამაღლების ტაძართან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტების მონიტორინგის მიზნით სამუშაო პროცესს ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.
650-მეტრიანი მონაკვეთი ცენტრალურ გზას უერთდება. ეს პროექტი მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე მომლოცველებისა და ტურისტებისთვის.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კახეთის რეგიონში წელს 30 მილიონი ლარის ღირებულების 90-მდე პროექტი დაფინანსდა, საიდანაც დაახლოებით 10 პროცენტი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტზე მოდის.
გურჯაანში ადრეული განვითარებისა და ინტერვენციის ცენტრი გაიხსნა. ამ თემაზე ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
ცენტრში 0-დან 7 წლამდე ასაკის, განვითარების დაყოვნების ეტაპების მქონე ბავშვებს ფსიქოლოგი, ლოგოპედი, ეი-ბი-ეი და ქცევის თერაპევტი სპეციალური პროგრამით გათვალისწინებულ მეცადინეობებს ჩაუტარებენ.
სერვისი 1 თვის განმავლობაში უფასო იქნება. შემდეგ კი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ყოველთვიურად 4 გაკვეთილი დაუფინანსდებათ. გარდა ამისა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში თითოეული ბავშვისთვის 1000 ლარია გამოყოფილი და ისინი...
გორი-თბილისის გასასვლელში მეორე დღეა გზა გადათხრილია. ამის გამო, საავარიო სიტუაციები იქმნება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
გზების მოვლა-შენახვის პროექტი, რომელიც გორის მერიის დაკვეთით სრულდება, სამუშაოს შესრულების მოკლე ვადებს არ ითვალისწინებს.
,,კომპანიას აქვს გარკვეული ვადა, ეს იქნება ერთი თვე ან უფრო მეტი, წარმოგვიდგენს შესრულებულ სამუშაოს ფორმას და ამის მიხედვით ვურიცხავთ თანხას. ისე, რომ რაიმე სხვა დამატებითი ვალდებულება არ აქვს დაკისრებული",...
დღეს გამართულ სხდომაზე, საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები დაამტკიცა.
სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ცვლილებების თანახმად, პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელ არეალზე არსებული შეზღუდვა მოიხსნა. შესაბამისად, ბაღების გასაშენებლად თანადაფინანსება შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით.
„პროგრამაში ცვლილებებით დაზუსტდა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის დასაფინანსებელი ჰექტრებისა და თანადაფინანსების მოცულობა. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დაუფინანსდებათ ვაშლის, მსხლისა და ბლის ბაღებისთვის...
ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის გამზირზე ("მზეჭაბუკი"-ს მონუმენტის ირგვლივ) სკვერის მოსაწყობად ქუთაისის მერია ტენდერს აცხადებს. ტენდერი 166`715 ლარის ღირებულებისაა. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
წინადადებების მიღება იწყება 5 ივნისს და 8 ივნისს სრულდება.
სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 75 (სამოცდათხუთმეტი) კალენდარული დღე.
ქანდაკების ავტორი მერაბ ბერძენიშვილია. მონუმენტი „დიდების“ მემორიალის ერთ-ერთი ფრაგმენტია. მემორიალი 2009 წელს დაანგრიეს.
სად და როდის განათავსებენ გიორგი ბრწყინვალის ძეგლს და გმირთა მემორიალს? საკითხზე ახალციხის საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს. დღესვე გადაწყდა, რომ ცვლილებები შესულიყო ახალციხის ბიუჯეტში და 75 ათასი ლარი პარკების და სკვერების რეაბილიტაციის მუხლში გადასულიყო. საკრებულოს თავმჯდომარის, გელა ნოზაძეს თქმით თანხა ზემოთაღნიშნულ ძეგლის და მემორიალის მშენებლობას მოხმარდება. ამის შესახებ toktv.ge წერს.
გიორგი ბრწყინვალის ძეგლის და გმირთა მემორიალის განთავსების ადგილმდებარეობა უკვე შერჩეულია. ძეგლი ახალციხის...
გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება.
პროექტში მონაწილეობის მსურველი დევნილი ოჯახებისთვის განაცხადების მიღება 14 ივნისის ჩათვლით გაგრძელდა. განაცხადის შევსება იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეუძლიათ, რომლებიც 2021 წლის პირველ აპრილამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობენ.
ამ დრომდე, პროექტი გარკვეულ რეგიონებში ხორციელდებოდა და ახლა, უკვე მთელ საქართველოს მოიცავს.
დევნილი ოჯახები განაცხადების შევსებას როგორც ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ...
თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტი კიდევ გაძვირდა. მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლების მიმართულებით გადაადგილებაში მგზავრები აქამდე არსებულ ფასთან შედარებით, 50 თეთრიდან 1 ლარამდე მეტს იხდიან. ამის შესახებ რადიო ჰერეთი წერს.
სოფელ ბუშეტში მცხოვრები, ნათელა მოდებაძე რადიო ჰერეთთან ამბობს, რომ თელავამდე მგზავრობაში, 50 თეთრით მეტი გადაიხადა.
” აქამდე ვიხდიდით ლარს და მოსახლეობას ისიც უჭირდა. გუშინ უკვე გამოკრული ჰქონდათ, რომ მგზავრობა გაძვირდა 50 თეთრით. ეს სამარშუტო მანქანები...
მოახლოებული ტურისტული სეზონის პარალელურად, აჭარაში ზღვის წყლის ხარისხის შემოწმება მიმდინარეობს. ბიომრავალფერეოვნებისა და გარემოს ინტეგრირებუყლი მართვის სააგენტოში, ამ ეტაპზე, მიღებული შედეგებით კმაყოფილნი არიან. საპირისპიროს ამბობენ ტურისტები. მათთვის სანაპირო ზოლსა და წყალში არსებული ვითარება მიუღებელია. თითქმის იდენტური მოსაზრება აქვთ ეკოლოგებსაც. ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
სეზონი, ოფიციალურად არ გახსნილა, თუმცა, ტურისტები ზღვაზე საბანაოდ მაინც დადიან. უცხოელ ვიზიტორებს, ბათუმი, სანახაობებით იზიდავთ, მაგრამ, როგორც...
ბათუმის მერიამ 16 მრავალშვილიან ოჯახს ბინები გადასცა.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის მუნიციპალურ პროგრამაში ცვლილებები საკრებულომ დღეს დაამტკიცა.
„დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი ესწრებოდა. მისი ინიაციატივით, ბათუმის მერიამ 16 მრავალშვილიან ოჯახს, რომელსაც 6 და მეტი შვილი ჰყავს, საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში გადასცა.
მანამდე აღნიშნული პროგრამით 7 და მეტ შვილიანი ოჯახები სარგებლობდნენ. ცვლილებების თანახმად,...
სოფელ მახოში მცხოვრებ 10 ოჯახს წყალი მცირე რაოდენობით ზოგჯერ კი საერთოდ არ მიეწოდება. როგორც ყვებიან წყლის სისტემის ახალ ქსელი არსებობს, თუმცა, ვერ სარგებლობენ. პრობლემა კი განსაკუთრებით ტემპერატურის მატებასთან ერთად აწუხებთ. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
პრობლემის შესახებ იციან ხელვაჩაურის მერიაში და უწყლობას გვალვებს უკავშირებენ. მერის მოადგილის ინფორმაციით პრობლემის მოგვარების მიზნით მერია მახოს მიმართულებით 2 პროექტს ახორციელებს, თითოეულისთვის თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 580 ათასამდე ლარი...
საქართველოს მთავრობა 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს შეიტანს. ამის შესახებ ცნობილი დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გახდა.
ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ბიუჯეტის კორექტირების საბაბი ეკონომიკის მოსალოდნელზე სწრაფი აღდგენის ტემპია, რამაც იანვარ-აპრილში 8.1% შეადგინა, ხოლო აპრილში ეკონომიკა 44.8%-ით გაიზარდა. ამ ფაქტორის გამო კორექტირება შევა ბიუჯეტის მაკროეკონომიკური პროგნოზების ნაწილში და 4.5%-ის ნაცვლად 2021 წლის სამიზნე ზრდად 6.5% განისაზღვრება.
ფინანსთა მინისტრის თქმით, ეკონომიკის შედარებით მაღალი ზრდის...
“ქართულმა ოცნებამ” ადგილობვრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის ოზურგეთის მიმართულებით ორ მაღალ თანამდებობაზე კანდიდატების შერჩევა დაასრულა.
როგორც “გურიის მოამბეს” მმართველი პარტიიდან არაოფიციალურად გვატყობინებენ სახელისუფლებო კანდიდატი მიმდინარე წლის შემოდგომაზე ჩანიშნულ ადგილობრივ არჩევნებზე ოზურგეთის მერის პოსტზე დავით დარჩია იქნება, ხოლო ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ხელისუფლება მოქმედ მოადგილეს გიორგი ღურჯუმელიძეს წარადგენს.
"ამის შესახებ ჩვენ ერთი თვის წინ ვწერდით, თუმცა ახლა გვიმტკიცებენ, რომ ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































