გურჯაანში ადრეული განვითარებისა და ინტერვენციის ცენტრი გაიხსნა

643

გურჯაანში ადრეული განვითარებისა და ინტერვენციის ცენტრი გაიხსნა. ამ თემაზე ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.

ცენტრში 0-დან 7 წლამდე ასაკის, განვითარების დაყოვნების ეტაპების მქონე ბავშვებს ფსიქოლოგი, ლოგოპედი, ეი-ბი-ეი და ქცევის თერაპევტი სპეციალური პროგრამით გათვალისწინებულ მეცადინეობებს ჩაუტარებენ.

სერვისი 1 თვის განმავლობაში უფასო იქნება. შემდეგ კი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ყოველთვიურად 4 გაკვეთილი დაუფინანსდებათ. გარდა ამისა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში თითოეული ბავშვისთვის 1000 ლარია გამოყოფილი და ისინი დამატებით მომსახურებას ამ თანხის ფარგლებშიც მიიღებენ.